მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაყვანაშიც პრობლემებს ხედავს  

გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებული მიხეილ სააკაშვილი ისევ მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოლოდინშია. ამავდროულად აცხადებს, რომ ის უნდობლობას უცხადებს გორის ჰოსპიტალს

„უდიდეს საფრთხედ მიმაჩნია გორის ჰოსპიტალი, რადგანაც რუსული საოკუპაციო ჯარის და სპეცდანიშნულების დანაყოფები რამდენიმე კილომეტრში იმყოფება ამ დანაყოფიდან, იმ რუსეთის, ვინც ჩემი ლიკვიდაციის მთავარი დამკვეთია. ვითხოვ ექიმთა კონსილიუმის მიერ მიღებული იქნეს გადაწყვეტილება,  რომელ მულტიფუნქციურ და მრავალტექნოლოგიურ კლინიკებში და მკურნალობის რა პირობებით ვიქნები უზრუნველყოფილი პოსტშიმშილობის რეაბილიტაციის პროცესის დროს“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები