„ადამიანმა უნდა იგრძნოს – მე თუ დღეს არ ავიცრები სრულფასოვან მოქალაქეობრივ სერვისებს ვერ მივიღებ“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცნტრ მთავარში“

„მწვანე ზონა არის ჩვენი საზოგადოებისთვის თანაცხოვრების საშუალება ამ ვირუსთან,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ – “რესტორატორთა ასოციაციის” დამფუძნებლმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძე „მწვანე ზონის“ ამოქმედების აუცილებლობასა და მის კონტროლზე საუბრობს, მისივე მოსაზრებით საჭიროა რესტორნებს მოეხნათ შეზღუდვები, თუ ისინი მწვანე ზონის სტატუსს დააკმაყოფილებენ:

„ ის იდეა, რაც ჯანდაცვის სამინისტროდან მოდის, რეალურად, სწორად გასაკეთებელი საქმეა, ეს გადაწყვეტილება საჭიროებს, კოლეგირებას და ცვლილებებს, უნდა მოხდეს იმუნიზაციის დაჩქარება, რის საშუალებასაც დღევანდელი გადაწყვეტილება ვერ იძლევა, „მწვანე ზონა“ დღეს, სადაც ვრცელდება არ იძლევა იმის გარანტს, რომ აცრასთან დაკავშირებით რადიკალური ნაბიჯები გადაიდგას.

ჩვენ, რომ მწვანე ზონა შევქმნათ უნდა მოიხსნას შეზღუდვები, ეს ნაბიჯი დღეს არ გადაიდგა, რომ რესტორნებში შეზღუდვები მოიხსნას.

დღეს სფეროს გარკვეულ სეგმენტს აკრძალული აქვს ქორწილების გადახდა, ჩვენ თუ გადავწყვიტავთ ქორწილების გადახდას, აცრის შემთხვევაში უდნა შეძლოს გადახდა, სტუმარმაც და სიძე – პატარძალმაც,“ – განაცხადა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე მოსაზრებით უნდა მოხდეს წინაწარ შეთანხმება ქორწილის გადახდასთან დაკავშირებით, ბურჯანაძე აღსრულების მექანიზმზე საუბრობს:

„ჩემთან, როდესაც შემოდის სტუმარი და მე ამას არ ვაკონტროლებ ეს არის უკვე შეცდომა, თქვენ უნდა გქონდეთ მოთხოვნის უფლება იქ მყოფი ხალხი არის თუ არა ვაქცინირებული.

იდეა არის ბრწყინვალე, მაგრამ განხორციელებისთვის არ არის მექნიზმები, ეს არ ემსახურება ვაქცინაციის დაჩქარებას, საჭიროა დამატებითი მექნიზმები, „მწვანე ზონამ“ უნდა მისცეს სტიმული მასობრივ ვაქცინაციას, ბუნებრივი იმუნიტეტის გამომუშავებას სამი წელი დაჭიდება, სადამდეც მივალთ უდიდესი მსხვერპლით, მეორე არის ხელოვნური იმუნიტეტი, დღეს სახელმწიფომ გადაწყვიტა თანაცხოვრება ვირუსთან ერთად, შეზღუდვები აღარ იქნება, მაგრამ თუ სწორად ვერ ვმართავთ მსხვერპლი გაიზრდება, ამიტომ ადამიანებმა უნდა იგრძნონ, მე თუ დღეს არ ავიცრები სრულფასოვან მოქალაქეობრივ სერვისებს ვერ მივიღებ.“ – განაცხადა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები