ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

  •  

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროცესს სამივე დაკავებული, ბინის მეპატრონე ზაურ ბუდატოვი და მის მიერ დაქირავებული ორი მუშა, მამა-შვილი ხუსეინ და გიორგი სურმანიძეები ესწრებოდნენ.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ.

ადვოკატების თქმით, ექსპერტიზის დასკვნამდე ბრალდებულების დაპატიმრება უკანონოა.

მსგავსი თემები