„ქსელური მარკეტების დიდი ნაწილი პურის რეალიზაციასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციით სარგებლობს” – მალხაზ დოლიძე

„გარკვეული დიდი ქსელები სარგებლობენ შექმნილი ვითარებით პურის ბაზარზე“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“  საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

მალხაზ დოლიძე მანკიერს უწოდებს იმ მიდგომას, რაც დღეს ქსელურ მარკეტებში პურის რეალიზაციასთან დაკავშირებით ხდება. დოლიძე აღნიშნავს, რომ დეფიციტის შექმნა გამოიწვევს ფასის ზრდას.

„საქართველოში დღეს არც ისე კარგად არის საქმე პურის გასაღების თვალსაწრისით, როგორც კი დეფიციტური სიტუაცია ყალიბდება, იმ წუთას იწყება ფასების მატება. მაღაზიებში ყველამ ისწავლა ე.წ ქეშბექი, თანხა, რომლითაც უნდა დააინტერესო მაღაზია, რომ მოახდინოს პურის რეალიზაცია. ადრე იყო ერთადერთი ფასდანამატი, რომელიც არ შეიძლებოდა პურის ღირებულების 5 % მეტი  ყოფილიყო, ახლა ვისაც რა ფასი უნდა იმას ითხოვს, რაც იწვევს მოუწესრიგებლობას, ასევე ითხოვენ სავაჭრო აქტივობის თანხას” – განაცხადა მალხაზ დოლიძემ “მედიაცენტრ მთავარში.”

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები