2020 წლის 13 მაისის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 197 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში შიდსის რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 37.3 % (3093) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 48.4 % (4019) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.9 % (991) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (109) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (41) – სისხლის რეციპიენტია; 0.6 % (46) – გადაცემის გზა დაუდგენელია.
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3074 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა ორი დაუდგენელი); სამეგრელოში 1147; შემდეგ იმერეთში 998; აჭარაში 949; აფხაზეთში (525); კახეთში (408) ქვემო ქართლში (473); შიდა ქართლში (304); გურიაში (175); სამცხე-ჯავახეთში (112) და ა.შ.
2020 წელს გარდაიცვალა 55 აივ ინფიცირებული. 2019წ – 116, 2018 წ. – 135, 2017 წ. – 127, 2016 წ. – 168, 2015 წ. – 94, 2014 წ. – 84 პირი. 2020 წელს გარდაცვლილთაგან: 45 მამაკაცია და 10 ქალი. სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 – ვაჟი, 46 – გოგონა. 27 გარდაიცვალა. სამი გავიდა ქვეყნიდან.
“საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ-ტესტირება უფასოა. შიდსის ცენტრის ცხელი ხაზის ნომერია: 239-80-18“,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს.