„როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“ – რას წერს BBC ქართველ მედიკოსებზე

BBC ქართველ მედიკოსებზე სტატიას აქვეყნებს – სათაურით „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.“

„საქართველოში, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერებმა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, დიდი პატივისცემა დაიმსახურეს. სამეულში არიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიის კიდევ ერთი სახე იყო მარინა ეზუგბაია, რომელიც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელია. საქართველოში 19 ლაბორატორიაა, სადაც კორონავირუსზე ტესტირებები ტარდება“, – წერს BBC.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყანამ ვირუსთან გამკლავება მყისიერი რეაგირებისა და ეპიდემიოლოგთა მაღალი პროფესიონალიზმის შედეგად შეძლო.

„საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ათასზე ნაკლები შემთხვევაა რეგისტრირებული და 3.7-მილიონიან ქვეყანაში, 15 ადამიანია ვირუსით გარდაცვლილი. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვლის ბოლოს დარეგისტრირდა. მთავრობის რეაგირება მყისიერი იყო. მარტის შუა რიცხვებში ყველა სკოლა, უნივერსიტეტი არაარსებითი მნიშვნელობის ბიზნესი დაიხურა და შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. 21 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, აიკრძალა შეკრებები და ქალაქში გადაადგილება. ასევე, ამოქმედდა ღამით კომენდანტის საათი“, – აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი ასევე, ლუგარის ლაბორატორიის შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ ლაბორატორია რუსული დეზინფორმაციის მუდმივი სამიზნე იყო და დაწესებულებას ბრალს სდებდნენ, თითქოს ის აშშ-ის ბიოიარაღის საიდუმლო პროგრამის ნაწილია.

სტატიაში საქართველოს მეზობელი ქვეყნებში არსებული ვითარებაცაა განხილული და აღნიშნულია, რომ იქ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.

მსგავსი თემები