როგორ გაკონტროლდება რესტორნებსა და ღამის კლუბებში დისტანციის დაცვის რეკომენდაცია – პაატა იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატ იმნაძის ინფორმაციით, რესტორნებსა და ღამის კლუბებში დისტანციის დაცვის რეკომენდაციები შემუშავებულია.

მისი თქმით, სახელმწიფო სამსახურების მიერ აუცილებლად გაკონტროლდება, რომელ რესტორანს, თავის ტერიტორიაზე რამდენი მაგიდის განლაგება შეეძლება.

“ყველა მეპატრონეს ვალდებულება ექნება, როგორც მონიშნული იყო სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ეკლესიების ეზოებში, ადამიანი სად უნდა დამდგარიყო, აი ასეთ მონიშნულ ადგილზე დადგას მაგიდა. როდესაც რესტორანში შევალთ და ვნახავთ, რომ მონიშნული ადგილის გარდა, კიდევ არის მაგიდა ჩამატებული, ასეთ რესტორანში ნუღარ შევალთ, ეს იქნება ყველაზე კარგი კონტროლი“, – აღნიშნა იმნაძემ

მსგავსი თემები