ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 4 კურსანტს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოთხივე კურსანტი კარანტინზე იმყოფება.
საერთო ჯამში ამ დროისთვის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 76 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 40 უკვე გამოჯანმრთელდა.