„კოვიდ 19“-ით გარდაცვლილებს მუყაოს ყუთებით ასაფლავებენ, დაავადებულები ყველგან ეცემიან

ლათინური ამერიკის ქვეყნებში „კოვიდ 19“-ით გარდაცვლილებს ვერ ასაფლავებენ. ვითარება იმდენად მძიმეა, როგორც სასაფლაოების, ისე მიცვალებულის ჩასასვენებლის პრობლემაც კი შეიქმნა. გარდაცვლილებს ფუთავენ მუყაოს ყუთებში, ზეწრებში და სხვადასხვა ადგილას მიაქვთ.

„ვაის ნიუსისა“ და სხვა საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ადამიანები „კოვიდ 19“-ით იღუპებიან ქუჩებში, სახლებში,  საწოლებზე, ტროტუარებზე.

ეკვადორში საავადმყოფოებში მოხვედრა წარმოუდგენელია, ადგილები ამოწურულია და მკურნალობა შეუძლებელია. ადგილობრივები საკუთარი თავის იმედად არიან და ვისაც ვირუსი შეეყრება, განწირულია.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით,  ადგილობრივმა ხელისუფლების  შესაბამისმა სამსახურებმა, კერძო ბინებიდან 600-მდე ცხედარი გამოიტანეს.  

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები