“ერთად ერთის წინააღმდეგ” – პარლამენტთან აქცია დაიწყო

„ერთად ერთის წინააღმდეგ“ – პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დაიწყო. ამ წუთებში აქციის მონაწილეებს აქციის ორგანიზატორები სიტყვით მიმართავენ.

პარლამენტთან საპროტესტო აქციას რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით უკვე შეუერთდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები და ლიდერები.

დღეს საღამოს აქცია გვიანობამდე გაგრძელდება, ხოლო ხვალ საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება არის დაგეგმილი.

მსგავსი თემები