„უკრაინამ დაიჯერა, რომ საქართველოს პროკურატურამ სისულელე ჩაიდინა“ – ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულის საქმე

„უკრაინასა და საქართველოს შორის ძალიან მეგობრული ურთიერთობაა და ჩვენ ამას მივესალმებით. დღეს, უკრაინამ დაიჯერა, რომ საქართველოს პროკურატურამ ჩაიდინა უდიდესი სისულელე და ამის აღიარებაც არ უნდათ, უნდათ, რომ ოჯახურად, შინაურულად მოაგვარონ საქმე. არ გამოვა ასე. ქალბატონი თეა გიორგაძის (პროკურორი) ჩადენილი დანაშაულის აღიარება არ უნდა გენერალურ პროკურატურას, რამეთუ, გენერალურ პროკურორს გადაწყვეტილი ჰქონია უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესება. თეა გიორგაძის მეუღლე მამუკა ვასაძე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში უვადოდ დაინიშნა, „კრიშავს“ თავისი მეუღლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას“ – განაცხადა ზურაბ თოდუამ „მედიაცენტრ მთავარში“ სპეციალურ პრესკონფერენციაზე.

სუსლიაკების ქართველი და უკრაინელი ინტერესების დამცველები აღნიშნულ საქმეს სტრასბურგისთვის ამზადებენ, თუმცა, მანამდე „ქართული სტრასბურგისთვის“ ემზადებიან.

„საქმის მასალებს, ჩემს შუამდგომლობას, მტკიცებულებებს, მოსამართლის გადაწყვეტილებას, ვასაჯაროვებ და ვითხოვ ქართულმა საზოგადოებამ გააკეთონ შეფასებები, რამდენად ობიექტურები და მიუკერძოებლები არიან ისინი. საზოგადოებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. „ქართული სტრასბურგი“ უნდა მოვუწყო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გამო. სასამართლოს გადაწყვეტილებას ფორმაულურად გავასაჩივრებ, შემდეგ კი სტრასბურგისთვის ვემზადებით“ – სუსლიაკების ინტერესების დამცველებმა „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც უკრაინული დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, უკრაინის სახელმწიფო როცა დარწმუნდა, რომ მათი მოქალაქე უდანაშაულოა, ათივე შვილი მათია და ადამიანებით ვაჭრობის ნიშნები არ იკვეთება, სწორედ ამის შემდეგ გამოგზავნეს საქართველოში ოფიციალური დელეგაცია.

სრული ვიდეო ჩანაწერების სანახავად მიჰყევით ბმულებს:

მსგავსი თემები