“პორნოგრაფიის საქმეზე მშობლები დაზარალებულები იყვნენ, დღეს კი ბრალდებულები აღმოჩნდნენ, მასალებს კი არ ვიცნობთ” – ბონდო ვათიაშვილი (ვიდეო)

„ბავშვთა პორნოგრაფიის“ საქმეზე დაკავებული მშობლების ადვოკატის, ბონდო ვათიაშვილი ინფორმაციით დაცვის მხარეს არ გადასცემია ის მასალა, რის საფუძველზე ც საქმე აღიძრა. ადვოკატი იმ ბავშვების ფსიქიკურ მდგომარეობაზეც საუბრობს, რომლეთა მშობლებიც ამჟამად პატიმრობაში რჩებიან. დაცვის მხარე საქმეზე მონიტორინგს ითხოვს.

„მოსალოდნელი ძალიან მძიმე შედეგები უნდა ავიცილოთ თავიდან, ფსევდო მართლმსაჯულების სახელით გვთავაზობენ იმას, რომ მომავალში შეიძლება ბევრი ოჯახი განადგურდეს. მე მიმაჩნია, რომ რაღაც წვლილი უნდა შევიტანოთ ამ ბავშვების მომავლის კეთილდღეობის საქმეში ყველამ.

პარადოქსია, რომ დაცვის მხარეს არსებითი მასალა არ გადასცემია, რომლის საფუძველზეც ბრალდებულებს ბრალი წარედგინათ, როდესაც ჩვენ აღნიშნული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობით მივმართეთ სასამართლოს, აღმოჩნდა, რომ ეს არც სასამართლოს ჰქონდა ეს მტკიცებულებები, რაღაც ხდება ისეთი, რაც არცერთ საქმეში არ მომხდარა.

ამ ყველაფერმა მძიმედ იმოქმედა არასწრულწლოვანთა ფსიქიკაზეც, რადგან აცნობიერებენ მათი მშობლები რა ბრალდებით არიან დაკავებულები. ეს ბრალდებულები, რომლებსაც ჩვენ დღეს ვიცავთ იყვნენ დაზარალებულები და ეს დაზარალებულები აღმოჩნდნენ ბრალდებულები.

ე.წ პორნაგრაფიული შინაარსის ფოტოები დაცვის მხარეს არ გადმოგვცემია, რაზეც ფაქტობრივად აღიძრა საქმე,“ – განაცხადა ბონდო ვათიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

ადვოკატი აღნიშნავს, რომ ადამიანები, ვინც თავიდან დაზარალებულებად იყვნენ ცნობილი, ახლა ბრალდებულები არიან.

„იხილება ორი დამოუკიდებელი საქმე. ჯერ თავიდან დაკავებული ათი ადამიანის და შემდეგ მათი ვისაც ჩვენ ვიცავთ. შეთავაზება პირველ ეტაპზე და ზეწოლა იყო, რომ თუ საპროცესო შეთანხმებაზე ახლა არ წამოხვალთ შემდეგ აღარ გაგიფორმებთო, ანუ „მე თქვენ შეღავათებს გაგიწევთ თუ თქვენ მისცემთ ჩვენებას ამ მეორე ეტაპზე დაკავებულების წინააღდეგ.

ყველამ უნდა იცოდეს რა უსამართლობა ხდება, მივმართავთ სახალო დამცველს არასამთავრობო ორგანიზაციებს განახორციელონ მონიტორინგი ამ საქმეზე,“- განაცხადა ბონდო ვათიაშვილმა „მედიაცენტრ მთავრში.“

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები