ზურაბ დათუნაშვილს გაჩუმების სანაცვლოდ პრივილეგიებს პირდებიან

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაცია დაზავებას სთავაზობს. როგორც „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, უსამართლობის ხარჯზე, მისთვის ყველანაირი კომფორტი მიუღებელია. „ჭიდაობის ფედერაციის სახელით, სასულიერო პირიც გამომიგზავნეს, რომ გავჩუმდე. მითვლიან, რომ ყველანაირად პრივილიგებული ვიქნები, ყველა ტურნირზე მე ვიქნები წარმოდგენილი. ვუთხარი, რომ სწორედ ამ პრივილეგიაზე მაქვს პრეტენზია, რომ სპორტში და ფედერაციაში პრივილეგიები არ უნდა იყოს. ზოგიერთებს ხმის ამოღების ეშინიათ, რომ საზოგადოებამ არ გაიგოს“ – აღნიშნული განცხადება ზურა დათუნაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. რაც შეეხება ჭიდაობის ფედერაციასთან შემდგომ თანამშრომლობას, როგორც გუნდის კაპიტანი ზურა დათუნაშვილი აცხადებს, ეს არ გამოვა, რადგანაც ძალადობა მისთვის…

„ძლიერები არ ძალადობენ“ – შოთა ხაბარელი ჭიდაობის ფედერაციაში დაპირისპირებაზე

“საკითხის გადაგორება არ უნდა მოხდეს. სამინისტრომ შედეგი უნდა დადოს, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ. ძლიერები არ ძალადობენ. ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ სფეროში, მითუმეტეს, სპორტში,” – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა ხაბარელმა “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა. შოთა ხაბარელი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო კუთხით მუშაობაა საჭირო, რომ კანონში მკაცრად იყოს გაწერილი ის დისციპლინა რომელიც სპორტში დაარეგულირებს სიტუაციას: “ყველამ ნახა რა პროცესები განვითარდა ჭიდაობის მიმართულებით. ვფიქრობ, რომ სიღრმისეულად შესასწავლია ეს თემა. გამოძიება დაწყბულია და დარწმუნებული ვარ, მომხდარი სატანადოდ შეფასდება. რადგანაც ეს თემა საკმაოდ სენსიტიური, სიტუაცია უნდა დამშვიდდეს.“ დეპუტატი და ყოფილი სპორტსმენი შოთა ხაბარელი პროცესებში სპორტის სამინისტროს…

ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრი სპორტსმენთა მისაღებ ღია პირველობებს გამართავს

საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი,  2018 წლის 4 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით, სპორტულ ფედერაციებთან ერთად, ოლიმპიურ ცენტრში ახალგაზრდა სპორტსმენთა მისაღებ ღია პირველობებს გამართავს. მისაღები შეჯიბრები ძიუდოში, ასევე თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჩატარდება 13 დან 16 წლამდე მოზარდებს შორის. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ღონისძიებების მიზანია განსაკუთრებული სპორტული მონაცემებითა და ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდა სპორტსმენების შერჩევა. ჩემპიონატზე აღმოჩენილი ტალანტები ოლიმპიურ ცენტრში ჩაირიცხებიან და გაუმჯობესებული საცხოვრებელი და საწვრთნელი პირობებით იქნებიან უზრუნველყოფილნი. მათივე თქმით,  2018 წლის ოქტომბრიდან ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში უკვე მკვეთრად გაუმჯობესდა სპორტსმენთა საცხოვრებელი კორპუსის…

თავხედობა და დაცინვაა, როცა გადამდგარ პრეზიდენტს უკან აბრუნებენ – ვარლამ ლიპარტელიანი

ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ვიცე ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ თავხედობა და დაცინვაა, როცა გადამდგარ პრეზიდენტს უკან აბრუნებენ. მისი თქმით, ის რაც დღეს ძიუდოს ფედერაციაში ხდება სრულებით მიუღებელია ძიუდოს სამყაროსთვის, გრძელდება ერთპიროვნული მმართველობა და ისევ ის ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ აკეთებდა იმ საქმეს რაც იყო სპორტსმენებისთვის ხელსაყრელი. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ვარლამ ლიპარტელიანმა დღეს განაცხადა, დელეგატებიცა და კანდიდატებიც ფედერაციის გადამდგარი პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილთან დაახლოებული პირები არიან. “დელეგატები არიან ქევხიშვილის მიერ წარდგენილები, მის მიერ შექმნილი კლუბები, ის ადამიანები მონაწილეობენ არჩევნებში, ვინც…

თბილისში პირველი ღია საჭიდაო არენა გაიხსნა და პირველ ტურნირს უმასპინძლა

პირველი ღია საჭიდაო არენა თბილისში, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მოეწყო. არენა მრავალფუნქციურია და 500 მაყურებელს იტევს. ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობითა და ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, არენაზე პირველი ტურნირი – „თბილისის ფალავანი 2018“ გაიმართა. სპორტსმენები სამ წონით კატეგორიაში მონაწილეობდნენ. ტურნირში გამარჯვებული I, II და III ადგილის მფლობელი ფალავნები დიპლომებით, მედლებითა და ფასიანი ვაუჩერებით დასაჩუქრდნენ. ტურნირის საუკეთესო ფალავანს კი, ტრადიციულად ყოჩი გადაეცა. ღონისძიების ფარგლებში, ქართული ჭიდაობის,რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა, ისტორიული საარქივო მასალების ფოტო-გამოფენაც მოეწყო. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე ილია…

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა მოუტანა

ქართველი ძიუდოისტი, 18 წლის ლაშა ბექაური (90 კგ) მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია. მან ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში მიმდინარე ტურნირის ფინალში, იაპონელი სანშირო მურაო 37 წამში, იპონით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ლაშა ბექაურმა ფინალამდე ოთხი ბრძოლა მოიგო. პირველ წრეში კანადელ ბენჟამინ კენდრიკს ვაზარით აჯობა. მეორე დაპირისპირება ლატვიელ ემილს გერკენთან ჰქონდა, რომელსაც 30 წამში იპონით სძლია. მეოთხედფინალში იაპონელ კოსუკე მაშიამას, ხუთწუთიანი შეჭიდების შემდეგ, გაფრთხილებების ხარჯზე მოუგო. ნახევარფინალში სერბი დარკო ბრასნიოვიჩი წუთსა და 18 წამში იპონით დაამარცხა და ფინალში კიდევ ერთ იაპონელს, სანშირო მურაოს იპონით, 37 წამში მოუგო. ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს პირველი…

დოპინგების გამოყენებისთვის 41 ქართველი სპორტსმენი ჩავარდა

მსოფლიო მასშტაბით, სპორტსმენების მხრიდან დოპინგების გამოყენების შემთხვევები საკმაოდ მასშტაბურია. მათ შორისაა საქართველო. 2017 წლის ჩათვლით, დოპინგების გამოყენების გამო დისკვალიფიკაცია 41-მა ქართველო სპორტსმენმა მიიღო. აღნიშნულ პრობლემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ საქართველოს ეროვნული ანტი დოპინგური სააგენტოს ვიცე თავმჯდომარე თემურ უკლებამ ისაუბრა. დოპინგების გამოყენების მხრივ, ბოლო წლების მონაცემები შემდეგია: ბოდიბილდინგში 270 ჩავარდნილი სპორტსმენი, მძლეოსნობაში – 242; ძალოსნობაში – 239; ველოსპორტში – 200; ბეხბურთში – 108; რაგბი – 80; კრივი – 66; ჭიდაობა – 57. 2017 წლის ჩათვლით, დოპინგების გამოყენების გამო სულ ჩავარდა 41 ქართველო სპორტსმენი ჩავარდა. როგორც თემურ უკლებამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა,…

“არ მესმის, შოთა ხაბარელი გყავდეს და მას არ უსმენდე” – ზაქარია ქუცნაშვილი

„არ მესმის, მწვრთნელს უცხოეთში ეძებდე და შინ სპორტსმენებს ემიჯნებოდე; არ მესმის, შოთა ხაბარელი გყავდეს და მას არ უსმენდე,” – ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილის შეფასება ძიუდოს ფედერაციაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, ქართული ჭიდაობა ქართულ დამწერლობასთან ერთად, ქართველი ერის გენიალური ქმნილებაა და სხვა დიდი ერებისგან გამოგვარჩევს. ​დეპუტატის შეფასებით, საამაყოა ის, რომ ქართული ჭიდაობის მრავალსაუკუნოვან სკოლასთან ერთად არსებობს ძიუდოს ქართული სკოლაც, რომელიც უკვე ორი საუკუნეა, მსოფლიო ძიუდოს სკოლების სამეულში შედის. “დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე იაპონელი ერის ქმნილება ქართველებმა საუკეთესოდ შევითვისეთ. შევქმენით ჩვენი სტილი, მომზადებისა და გაწვრთნის…

„პოლიტიკური აღმასკომის სხდომა“ შოთა ხაბარელმა დატოვა

„სპორტული აღმასკომი“ ძიუდოს ფედერაციაში არსებულ პრობლემებს დახურულ კარს მიღმა განიხილავს. სხდომა, სადაც ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატს უსმენენ, აღმასკომის წევრმა, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელმა, პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი შეფასებით, შემადგენლობა, რომელიც ქევხიშვილთან ერთად იბრძვის, ცდილობს დაინგრეს ყველაფერი რაც აქამდე შექმნილა. „მათ“ რეალობის შეგრძნება დაკარგეს. „მიუღებელია ის ფორმატი რაც აქ ხდება. ფაქტობრივად რეალობის გრძნობა დაკარგული აქვთ. მე ვკითხე დავით ქევხიშვილს თუ ვისი მწვრთნელი უნდა იყოს ჰოლანდიელი სპეციალისტი. ნაკრების ვარჯიშზე სპორტსმენები არ დადიან. ის შემადგენლობა, რომელიც ქევხიშვილთან ერთად იბრძვის, ცდილობს დაინგრეს ყველაფერი რაც შეიქმნა. პირდაპირ ვამბობ არც ერთს არ…

„ჭკვიანი კაცი გუნდის გარეთ არასოდეს თამაშობს“ – დიმიტრი ხუნდაძე დავით ქევხიშვილზე 

  სპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე დღეს, ქართველ ძიუდოისტთა საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ღიად გასაჯაროებული ფაქტები “ოჯახში დამალვას” კი არა, სათანადო დონეზე შესწავლას საჭიროებს. როგორც “მთავარს” დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა, უკვე რამდენიმე დღეა, ქართველ ძიუდოსიტთა მოთხოვნებს ისმენს საზოგადოება და ისეთი ფაქტები გასაჯაროვდა, რომელთა შესწავლა დროულად უნდა დაწყებულიყო. “ისეთი ფაქტები გასაჯაროვდა, ​რამაც შოკში ჩაგვაგდო ყველა. ველოდი, რომ უმალვე დაიწყებოდა ამ ფაქტების შესწავლა. დღეს კი, ამ სახელოვანი ბიჭებისგან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია მივიღეთ. როგორც ჩანს, საპროტესტო აქციები თანდათან უფრო მწვავე ფორმას იღებს, რაც არასასიამოვნოა ჩვენთვის”,- აცხადებს დეპუტატი. დიმიტრი ხუნდაძის აზრით, საყურადღებო…

პრეზიდენტის გადადგომას პარლამენტშიც ითხოვენ – პრეზიდენტმა დანაშაული აღიარა

ქართველი ძიუდოისტების მოთხოვნას, ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით, პარლამენტშიც უერთდებიან. მართალია, აღნიშნულის შესახებ ხმამაღლა ამ ეტაპზე, მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი საუბრობს, თუმცა, როგორც “მთავარისთვის” გახდა ცნობილი, კულუარებში ეს თემა აქტიურად განიხილება. უფრო მეტიც, განცხადებები დავით ქევხიშვილის მფარველებზეც კეთდება. “მთავართან” საუბრისას, საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთი წევრი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი აცხადებს, რომ ფედერაციის პრეზიდენტის შეცდომები იმდენად მძიმეა, მან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს. „არსებულ ბრალდებებთან დაკავშირებით დავით ქევხიშვილს როცა მოვუსმინეთ, ის დარღვევები აშკარაა, რაზეც უკვე დიდი ხანია სპორტსმენები საუბრობენ. ეს ინფორმაცია მე ადრეც მქონდა, თუმცა, უფრო შოკის მომგვრელი…

პრეზიდენტის კაბინეტის კარი აჭედილია, სავარძელი – ნაგავშია

  ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტის წინაამდეგ ახალ საპროტესტო ტალღას იწყებენ და მოქმედების შემდეგომ ეტაპზე გადადიან. მათი ნაწილი დღეს ფედერაციის პრეზიდენტის – დავით ქევხიშვილის კაბინეტთან შეიკრიბა და პროტესტის ერთ-ერთ უკიდურეს ზომას მიმართეს – სამუშაო კაბინეტის კარი აუჭედეს, პრეზიდენტის სავარძელი კი ნაგვის ბუნკერთან გაიტანეს და იქვე დატოვეს. როგორც “მთავარს” პროტესტანტებმა განუცხადეს, დავით ქევხიშვილს საკმაო დრო ჰქონდა მიმხვდარიყო, რომ ძიუდოისტები მას პრეზიდენტად არ ღებულობენ.  მათი მხრიდან ეს მოქმედების შემდგომ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს. მათი მოთხოვნა უცვლელია – გადადგეს ფედერაციის პრეზიდენტი. პროტესტის ეს და კიდევ  სხვა ფორმები მიზნის მოღწევამდე გაგრძელდება.

„ზვიადაურის აზრის იგნორირება საერთაშორისო სირცხვილის ფასად დაგვიჯდა“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, მსოფლიო ოლიმპიური ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ზურაბ ზვიადაური ძიუდოში შექმნილი პრობლემების შესახებ დიდი ხანია საუბრობდა, რაც დღეს დადასტურდა. დეპუტატის თქმით, ქართველი ძიუდოისტების ევროპის ჩემპიონატიდან მედლის გარეშე ჩამოსვლა უპირველესად, ხელმძღვანელობის პრობლემაა და შემდეგ, მწვრთნელების. „ზურაბ ზვიადაური წლების განმავლობაში საუბრობდა ქართულ ძიუდოში არსებულ პრობლემებზე. მისი აზრის იგნორირება დღეს, საერთაშორისო სირცხვილის ფასად დაგვიჯდა. გარდა სირცხვილისა, ეს ტკივილია თავად სპორტსმენებისთვისაც. მათ არაერთხელ ასახელეს ჩვენი ქვეყანა და არ იმსახურებდნენ საქართველოში თავდახრილ ჩამოსვლას”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე და იმედოვნებს, რომ, ასეთი მწარე შეცდომები ჭკუის სასწავლებელი იქნება და…