მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდება, საქართველოს ძიუდოს ფედერაციას პრეზიდენტი არ ჰყავს – შოთა ხაბარელი

​პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი აცხადებს, რომ ძიუდოს ფედერაციაში ახალი პრეზიდენტის არჩევნები, სულ მცირე ერთი თვის ვადაში უნდა გამოცხადდეს, რადგან ახლოვდება მსოფლიო ჩემპიონატი, საქართველო ყველა ასაკობრივ ჯგუფებში მონაწილეობს და ნაკრები ამ პირობებში ვერ გავა შეჯიბრზე. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შოთა ხაბარელმა განაცხადა, საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად შეირჩეს ადამიანი, რომელიც არის ახლოს ძიუდოსთან, აქვს საერთაშორისო გამოცდილება და არ გაუჭირდება ურთიერთობა, როგორც ადგილობრივ სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან, ისე ევროპისა და საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციებთან. “ყველასათვის ცნობილია ძიუდოს ფედერაციაში რა პროცესები ვითარდებოდა, ეს არ იყო მარტივი, რთული პერიოდი გაიარეს…

მეტი...

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს

​საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი თანამდებობას ტოვებს და იმედოვნებს, რომ პროექტები, რომელიც უკანასკნელ პერიოდში დიდი ძალისხმევისა და შრომის შედეგად შეიქმნა, ძალიან მალე, კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს ქართულ ძიუდოს და ქვეყანას. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ ქევხიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს და მის წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციებზე საუბრობს.    “ჩემს თითოეულ თანამშრომელს, მწვრთნელებს, კლუბების წარმომადგენლებს, ძიუდოს გულშემატკივრებს, ნამდვილ ძიუდოისტებს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას, თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი უნდა დაგემშვიდობოთ. რა თქმა უნდა, აქამდეც შემეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ითხოვდნენ პიროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები ეს…

მეტი...

„ჭკვიანი კაცი გუნდის გარეთ არასოდეს თამაშობს“ – დიმიტრი ხუნდაძე დავით ქევხიშვილზე 

  სპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე დღეს, ქართველ ძიუდოისტთა საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ღიად გასაჯაროებული ფაქტები “ოჯახში დამალვას” კი არა, სათანადო დონეზე შესწავლას საჭიროებს. როგორც “მთავარს” დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა, უკვე რამდენიმე დღეა, ქართველ ძიუდოსიტთა მოთხოვნებს ისმენს საზოგადოება და ისეთი ფაქტები გასაჯაროვდა, რომელთა შესწავლა დროულად უნდა დაწყებულიყო. “ისეთი ფაქტები გასაჯაროვდა, ​რამაც შოკში ჩაგვაგდო ყველა. ველოდი, რომ უმალვე დაიწყებოდა ამ ფაქტების შესწავლა. დღეს კი, ამ სახელოვანი ბიჭებისგან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია მივიღეთ. როგორც ჩანს, საპროტესტო აქციები თანდათან უფრო მწვავე ფორმას იღებს, რაც არასასიამოვნოა ჩვენთვის”,- აცხადებს დეპუტატი. დიმიტრი ხუნდაძის აზრით, საყურადღებო…

მეტი...

პრეზიდენტის გადადგომას პარლამენტშიც ითხოვენ – პრეზიდენტმა დანაშაული აღიარა

ქართველი ძიუდოისტების მოთხოვნას, ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით, პარლამენტშიც უერთდებიან. მართალია, აღნიშნულის შესახებ ხმამაღლა ამ ეტაპზე, მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი საუბრობს, თუმცა, როგორც “მთავარისთვის” გახდა ცნობილი, კულუარებში ეს თემა აქტიურად განიხილება. უფრო მეტიც, განცხადებები დავით ქევხიშვილის მფარველებზეც კეთდება. “მთავართან” საუბრისას, საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთი წევრი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი აცხადებს, რომ ფედერაციის პრეზიდენტის შეცდომები იმდენად მძიმეა, მან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს. „არსებულ ბრალდებებთან დაკავშირებით დავით ქევხიშვილს როცა მოვუსმინეთ, ის დარღვევები აშკარაა, რაზეც უკვე დიდი ხანია სპორტსმენები საუბრობენ. ეს ინფორმაცია მე ადრეც მქონდა, თუმცა, უფრო შოკის მომგვრელი…

მეტი...