გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირის ბოლოსწინა დღეს მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიგო. ფინალში ქართველი ჩეხ კრპალეკს შეხვდა, რომელმაც ქართველი შებოჭვით დაამარცხა. გურამმა საქართველოს ტოკიოს ოლიმპიადაზე მეოთხე მედალი მოუპოვა. უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ერთი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები კი გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

ვარლამ ლიპარტელიანი ნახევარფინალშია

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი, 100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანი ნახევარფინალშია. ლიპარტელიანი პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში მან ეგვიპტელი დარვაში გაფრთხილებებით დაამარცხა, შემდეგ კი კანადელ შადი ელნაჰასს სძლია. ნახევარფინალში ვარლამ ლიპარტელიანის მეტოქე იაპონელი აარონ ვოლფი იქნება.

ლაშა ბექაურმა რუსი მეტოქე დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალშია

ლაშა ბექაური ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდა ლაშა ბექაური ასპარეზობს. ქართველი ძიუდოისტი, რომელიც ევროპის მოქმედი ჩემპიონია ოლიმპიადის ნახევარფინალაში რუს მიხაელ იგოლნიკოვს შეხვდა, ერთი ვაზარით დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე გერმანელი ედუარდ ტრიპელი იქნება. შეგახსენებთ, რომ ბექაურმა პირველ წრეში პოლონელი კუჩერა, მეორე შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელი კოჩმანი დაამარცხა, ნახევარფინალის საგზურისთვის ბრძოლაში კი უზბეკ ბობონოვს მოუგო.

გრიგალაშვილმა ეფექტური იპონით დაამარცხა კორეელი ლი და მეოთხედფინალშია

ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის მეოთხედფინალშია. ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს 81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი ასპარეზობს. ქართველი მეორე წრის შეხვედრაში კორეელ სუნგო ლის შეხვდა და მეტოქე სუფთა გამარჯვებით დაამარცხა. მეოთხედფინალში ტატო გრიგალაშვილის მეტოქე მონღოლი მოლაი ან აზერბაიჯანელი ფატიევი იქნება.

ტოკიოს ოლიმპიადაზე ლაშა შავდათუაშვილი ვერცხლის მედალოსანი გახდა

ძიუდოსტმა ლაშა შავდათუაშვილმა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში,  ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლაშა შავდათუაშვილი ტურნირს მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც მან ფრანგი გილიომ ჩაინე ვაზარით დაამარცხა. ლაშა შავდათუაშვილმა ფინალი იაპონელ შოჰეი ონოს წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სულ 10 წუთამდე გაგრძელდა და საბოლოოდ იაპონელის გამარჯვებით დასრულდა. ლაშა შავდათუაშვილისთვის ეს მესამე ოლიმპიური მედალია. 

ნიკოლოზ შერაზადაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე საშეჯიბრო დღეს ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ნიკოლოზ შერაზადაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში მან უზბეკ დავლატ ბობონოვს დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით სძლია. ნიკოლოზ შერაზადაშვილმა მსოფლიოს პირველობა მეორედ მოიგო. ტურნირზე დღეს ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ.) და მარიამ ჭანტურიამაც (70 კგ.) იასპარეზეს. სამწუხაროდ, ორივე მათგანი ტურნირს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობა. შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებიდან ხუთი დღის შემდეგ საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალია. ჩვენი გუნდი კი მამაკაცთა გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილს იკავებს.

ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია. ქართული ძიუდოს ისტორიაში, შავდათუაშვილი  პირველი ძიუდოისტია, რომელიც ფლობს, როგორც მსოფლიოს ჩემპიონის, ისე ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონის ტიტულს. სპორტსმენი 73 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

გიგი უგულავა და საქმის პროკურორი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

საქალაქო სასამართლოში, გიგი უგულავას პროცესი დასრულდა. სხდომაზე იყო კამათი, სიტყვიერად ერთმანეთს გიგი უგულავა და საქმის პროკურორი დაუპირისპირდნენ. საუბარია თბილისის აეროპორტში 2019 წლის დეკემბერში მომხდარ ინციდენტზე. “მე აქ ვინმე რომ ვცემო, ამ კამერებს არ ამოიღებთ საქმეში? თუ ამას მეტყვით, მაშინ აქ მართლმსაჯულება საერთოდ დამთავრებულია. თქვენ მოსამართლე ხართ, ეს ყველაფერი უნდა ნახოთ პროცესში და არა ამოგლეჯილად. თქვენ დღეს ამ ხელისუფლების გაფუჭებულის გამოწმენდა,”- ასე მიმართა გიგი უგულავამ მოსამართლეს. დედაქალაქის ყოფილ მერს, ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა გოკა გაბაშვილიც – ის გამოძიებამ დაზარალებულად ცნო.

“ძალიან გაუტკბათ ეს ამნისტიების ჩადება” – საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. საუბარია თბილისის აეროპორტში 2019 წლის დეკემბერში მომხდარ ინციდენტს. გიგი უგულავას გამოძიება 126 მუხლს ედავება, რაც პირის ცემას გულისხმობს, შესაბამისად, მას ამნისტიის კანონი ეხება. თუმცა, თბილისის ყოფილი მერი უარს აცხადებს ამნისტიაზე და ამბობს, რომ სასამართლო პროცესი სამართლიანი არ არის. “ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე შეკერილი, აქვს პოლიტიკური საფუძველი. ივანიშვილის მხრიდან არის ჩვეულებრივად შურისძიება და შესაბამისად, მე არ მივცემ იმის ფუფუნებას მათ, რომ ეს საქმე ჩაფარცხონ. ძალიან გაუტკბათ ეს ამნისტიების ჩადება, მიქარავენ, ცემენ, დაასახიჩრებენ, მერე დაგიჭერენ, შეგტენიან, ბრალს წაგიყენებენ, როგორც მელიას და ოქრუაშვილს წაუყენეს 20 ივნისზე და ამ…

ხვალ გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება

ხვალ, საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი გაიმართება. „ის იყო უნდა მერწმუნა „ქართული ოცნების“ ფერისცვალების, ქართულმა თემიდამ ლახვარი ჩამსცა. ხვალ, 3 ივნისს, საქალაქო სასამართლოში 11:00 ჩაინიშნა ჩემი პროცესი, სადაც მე ძიუდოისტ ბადრი (საბა) გავაშელიშვილის აეროპორტში ცემა მედება ბრალად“, – წერს გიგი უგულავა ფეისბუქში. ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.

“13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს” – გიგი უგულავა

13 მაისს ოპოზიციონერ გიგი უგულავას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად გიგი უგულავა ავრცელებს. მისი თმით, პროცესი აეროპორტში ძიუდოისტის, საბა გავაშელიშვილის ცემის საქმეს ეხება. “რა დილა თენდება. 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს. მე რომ აეროპორტში ძიუდოს ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბადრი საბა გავაშელიშვილი ვცემე, აი ეგ საქმე. მოკლედ, ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება. ესტაფეტა გადაცემულია. ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე”, – წერს გიგი უგულავა. 

„დავურიგეთ ბევრი წამალი, აბი გლუკოზა, ვიტამინები“ – მეუფეს დამცინავი შეფასება

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველი მეუფე გრიგოლ კაცია, რომელიც ისევ წალკაში დააბრუნეს, მარტვილში, ბოლო პერიოდში. სასულიერო პირებსა და მრევლს შორის მიმდინარე დაპირისპირებას აფასებს და აცხადებს, რომ მათ დამამშვიდებლები დაუმთავრდათ.    როგორც გრიგოლ კაცია განმარტავს, ეპარქიაში, მისი მმართველობის დროსაც იყო ქაოსი, თუმცა, დამამშვიდებლებმა და ვიტამინებმა უშველათ.    „ყველას ვეუბნებოდი, ძმებო, თუ გინდათ ჩხუბი, მოდით ჩემთან ვაჟკაცურად. ვარ ძიუდოისტი, სამბისტი. გინდა ძიუდო, სამბო გინდა წესების გარეშე… მაგრამ, ისე კი არა კამერების წინ. ვაჟკაცურად მოდით. ჩვენ მათ დავურიგეთ ბევრი წამალი, დამამშვიდებელი, აბი გლუკოზა ვიტამინები და დაუმთავრდათ“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენების…

რესტორნებში ცოცხალი მუსიკა დასაშვებია

საკოორდინაციო საბჭომ არსებული შეზღუდვების დამატებით შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ხვალიდან, რესტორნებში ცოცხალი მუსიკაც დასაშვებია. “გაგაცნობთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ახალ გადაწყვეტილებებს. როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების უმეტესი ნაწილი უკვე შემსუბუქებულია. დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო შეზღუდვების დამატებით შემსუბუქების გადაწყვეტილება. პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კინო-თეატერებს. უკვე ხვალიდან, 19 მარტიდან, დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა კვების ობიექტებში. ასევე, მოგეხსენებათ, რომ 28 მარტს დაგეგმილია საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩი. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მატჩზე მაყურებლის დასწრება დისტანციის და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური…

ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა

ქართული ძიუდოს ლეგენდა, ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა. დავით ხახალეიშვილს გულის პრობლემები ჰქონდა. მას ცოტა ხნის წინ მინსკში ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა სეფსისი განუვითარდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიადა საქართველოს დროშის ქვეშ მოიგო.

მხარი დავუჭიროთ ლუხუმ ჩხვიმიანსა და ტატო გრიგალაშვილს!

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები – ლუხუმ ჩხვიმიანი და ტატო გრიგალაშვილი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) 2019-2020 წლების სეზონების შემაჯამებელი დაჯილდოების ნომინაციებში წარადგინა. 2019  წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ლუხუმ ჩხვიმიანი წარდგენილია ნომინაციაში – „წლის საუკეთესო ძიუდოისტი“, 2020 წლის ევროპის ჩემპიონი დიდებსა და 23-წლამდელთა შორის, ტატო გრიგალაშვილი კი ნომინაციაში – „ამომავალი ვარსკვლავი“. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია შემაჯამებელი სეზონის საუკეთესოებს გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, 5 ნომინაციაში გამოავლენს – წლის იპონი, საუკეთესო კაცი ძიუდოისტი, საუკეთესო ქალი ძიუდოისტი, ამომავალი ვარსკვლავი და სამწვრთნელო მიღწევა. გამოკითხვა 21 დეკემბერს დასრულდება, საუკეთესოები კი 27 დეკემბერს დასახელდებიან. ხმის მიცემა ყოველ 24…

დიდი დიღომში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება

საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება. მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა 9 000 კვ.მ ტერიტორიაზე განხორციელდება და სრული დატვირთვის შემდეგ, 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება. მშენებლობის დაწყების პროცესს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო.  „დღეს დიდ დიღომში ახალი პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი. ეს არის მულტიფუნქციური კომპლექსი და ძალიან მიხარია, რომ მსგავსი პროექტი ხორციელდება. ანალოგიური სამუშაო სამგორის რაიონში, კონკრეტულად ვარკეთილშიც დავიწყეთ. ეს არის ადგილი, სადაც თავმოყრილი იქნება საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნები, საჭიდაო და სატრენაჟორო დარბაზები, მედიათეკა, დახურული საცურაო აუზები, კაფე-ბარები. აქ იქნება ერთი…

„ამირხანაშვილის ჩვენებას გავეცანი, ეს არის გაფუჭებული ჩვენება” – გიგა ტატიშვილის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

ამირხანაშვილმა და ფოტოგრაფმა ბევრი რამ იციან და არ ამბობენ. იმაზე მეტი იციან, რაც ჩვენებაში წერია” – ეს განცხადება “მედიაცენტრ მთავართან” გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, “მერსედესის” მძღოლის, გიორგი ტატიაშვლის ადვოკატმა გააკეთა. გიორგი ყიფშიძე გუკა ამირხანაშვილის შეცვლილ ჩვენებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჩვენებას „თავის სურვილით“ არავინ ცვლის. „გურამ ამირხანაშვილი, რომ შემოიყვანეს პირდაპირ დაადო ხელი ტატიაშვილს,  და თქვა, რომ ეს არის ის ახალგაზრდა კაცი, რომელიც ვერცხლისფერი ავტომანქანით მოვიდა, მან კატეგორიულად გამორიცხა გიგას მოქმედება და მონაწილეობა რაიმე ტიპის ძალადობაში, მე მაქვს სამართლებრივი ხედვა და არა ვარაუდი,  ჩვენებას არავინ ცვლის თავისი ნებით თუ…

„თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამოვრიცხავ“ – გიგა ტატიაშვილის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„მკვლელობის ვერსისიაც ძალიან ბუნდოვანია ამ ყველაფერში, რაღაცის დამალვის ვერსიები უფრო მეტია,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ განაცხადა. ყიფშიძე ვარაუდობს, რომ 18 – 19 წლის ახალგაზრდები ვერ შეძლებდნენ მკვლელობის ორგანიზებას იმ დროში, რაც ვიდეო კადრებიდან არის დაკარგული. „რაც შეეხება მკვლელობას, გამორიცხული შეიძლება არაფერი იყოს, თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამოვრიცხავ. არანარი ზოგადი მინიშნება საამისოდ არ არსებობს, მკვლელობის ვერსიისთვისაც ძალიან ბუნდოვანია ეს ყველაფერი. ჩემი აზრით, რაღაცის დამალვის ვერსიები უფრო მეტია, ვიდრე მისი მოკვლის და მერე გადაგდების. სადღაც 6 წუთია დაკარგული ვიდეოკადრებში, რეალურად 6 წუთში მოკვლა, გადამალვა ჩანთის დადება ძალიან…

“გიგა ტატიაშვილი ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი არ არის” – ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

“გიგა ტატიაშვილი ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი არ არის”, – ამის შესახებ ნათქვამია ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის განცხადებაში. ფედერაცია სთხოვს ყველას, მეტად ფრთხილები და ყურადღებიანები იყვნენ ინფორმაციის გავრცელებისას. „ბოლო დღეებში, მასმედიაში რამდენიმეჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებს მოჭიდავე გიგა ტატიაშვილი. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია აზუსტებს, რომ ტატიაშვილი არაა ჩვენს ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი და სთხოვს ყველას, მეტად ფრთხილები და ყურადღებიანები იყვნენ ინფორმაციის გავრცელებისას. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ 19 წლის წევრის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გიორგი შაქარაშვილის…

“თუ ვამბობთ, რამ მოკლა გიორგი, ფაქტია რომ სიტუაციამ მოკლა გიორგი” – გიორგი შაქარაშვილის ბიძა

გიორგი შაქარაშვილის ბიძა თვლის, რომ  ახალგაზრდა ფეხბურთელი იმ სიტუაციამ მოკლა, რაც ინციდენტის დღეს მოხდა. როგორც ოჯახის ადვოკატი ამბობს,  ჯერჯერობით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მოხდა თუ არა დანაშაული, რომ დადგინდეს კონკრეტული დამნაშავეები. “ჩვენ, რომ გავარკვიოთ ვინ არის დამნაშავე, უნდა გავარკვიოთ მოხდა თუ არა დანაშაული. რადგან ვსაუბრობთ ჩვენ ექსპერტიზის დასკვნაზე, მის მნიშვნელობაზე, სწორედ ეს იქნება ამოსავალი წერტილიც. თუ დადგინდა დანაშაულის ფაქტი, შემდგომი კითხვები იქნება ბევრად უფრო მძაფრი, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვინც ბოლო მომენტში გამოეკიდნენ გიორგის. ყველამ ვიცით, რომ კონფლიქტის გაგრძელება იყო ეს დევნა. საკმაოდ გრძელ მანძილზე სდიეს ახალგაზრდებს ავტომობილის ბიჭებმა, ზუსტად ეს გახდა…

გიორგი შაქარაშვილი ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. შემთხვევის დღეს, წვეულებაზე იმყოფებოდა ევროპის ჩემპიონი გიორგი ტატიაშვილიც, ოჯახი ექსპერტიზას ელოდება.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ვარკეთილის სასაფლაოზე დაკრძალეს. დადასტურდა გავრცელებული, ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც,  ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი გიორგი ტატიაშვილი აღნიშნულ დაბადების დღეზე იმყოფებოდა. დღეს მცხეთაში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 19 ივნისის ღამეს ტატიაშვილი  დაბადების დღეზე იმყოფებოდა. ვრცელდება სხვადასხვა ვერსია მის მონაწილეობასთან დაკავშირებით, ასევე დაუზუსტებელი ინფორმაციაა, რომ „ტოიოტა“ ტატიაშვილს ეკუთვნოდა. „დაველოდებით შესაბამის უწყებებს და ექსპერტიზას, დანარჩენი ის ვიცი, რომ გიგა წვეულებაზე იმყოფებოდა საკუთარი ავტომობილით,“ – განაცხადა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა. ოჯახი და ახლობლები საბოლოო დასკვნას ელოდებიან: „ოჯახისთვის ამოსავალი წერტილი გახლავთ ის, რომ ბავშვს როდის აქვს მიყენებული…

მთავრობამ სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა

პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის შემუშავდა „ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვებისგან გამონაკლისების დაშვების დროებითი პროტოკოლი“. სამინისტროს ცნობით, სპორტულმა ფედერაციებმა და ორგანიზაციებმა საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესის ორგანიზებისას მკაცრად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და იხელმძღვანელონ შემუშავებული რეკომედაციების მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს დეზინფექციის, სავალდებულო კარანტინის, ჰიგიენური ნორმების დაცვას და სხვა. შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, გამონაკლისები სპორტის სახეობების სპეციფიკის გათვალისწინებით დაიშვება, რომელიც უკავშირდება კონტაქტური და არაკონტაქტური წვრთნის/ვარჯიშის ფორმას. სპორტის კონტაქტური სახეობების შემთხვევაში სპორტსმენებისთვის განისაზღვრა…

„ვირუსი კაცობრიობის საერთო მტერია, ის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება გაჩნდეს“ – ინტერვიუ ჩინეთის ელჩთან

 “დღევანდელ სიტუაციაში ჭორები უფრო საშიშია, ვიდრე ვირუსი. იმის მიუხედავად, რომ მეცნიერებმა ჯერ ვერ დაადგინეს ვირუსის წყარო, ზოგიერთები ამპარტავნული, მიკერძოებული თუ პოლიტიკური მიზნებისთვის განზრახ ჩირქს სცხებენ ჩინეთს, რაც ფაქტების და მეცნიერების უპატივცემულობაა, უფრო მეტად კი  ჩინელი ხალხის მიერ ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის გაღებული უზარმაზარი ძალისხმევისა და მსხვერპლის შეურაცხყოფაა, რაც ჩინეთისთვის დაუშვებელია” – აცხადებს ჩინეთის ელჩი „მედიაცენტრ მთავართან.“ რა პრობლემები შექმნა ე.წ. ჩნურმა ვირუსმა; როგორ უმკლვდება  პანდემიას და როგორ „ცოცხლდება“  ქვეყანა; როგორ გაგრძელდება ორი ქვეყნის ურთიერთობა და რა ეკონომიკურ ზარალს განიცდიან ქვეყნები – ამ და სხვა საკითხებზე „მედიაცენტრი მთავარი“   ჩინეთის ელჩი საქართველოში…

საქართველოს მთავრობის კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს. „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა კორონავირუსის პანდემია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში არსებული ვითარების და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით ინტენსიურად მუშაობს და, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცხადებული პანდემიისთვის მზაობის შესაბამისად, ახორციელებს საკუთარ სამოქმედო გეგმას. მსოფლიოს მასშტაბით არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით, კოორდინირებული და დროულად მიღებული ზომებით, საქართველოში ვითარება ამ ეტაპზე სტაბილურია. თუმცა, გამოწვევა ძალიან დიდია და თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი თავის, ასევე – საზოგადოების წინაშე. საქართველოს მთავრობა, განსაკუთრებით ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, საგარეო, ეკონომიკის, განათლების,…

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების გამო საქართველოში სპორტული ღონისძიებების ჩატარება შეჩერდა

“ახალი კორონა ვირუსის (COVID – 19) გავრცელების გამო, რომელიც გუშინ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ოფიციალურად გამოაცხადა პანდემიად, მსოფლიოს მასშტაბით არაერთი სპორტული ღონისძიების ჩატარდება გადაიდო და გაუქმდა”  – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პრემიერ მინისტრის ხელძღვანელობით შექმნილი მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციით, სპორტული ღონისძიებები დროებით შეწყდა საქართველოშიც და სპორტულ ორგანიზაციებს რეკომენდაცია მიეცათ, რომ ჯერჯერობით არ ჩაატარონ – სპორტული შეჯიბრებები, მოსამზადებელი შეკრებები, სწავლებები და სემინარები, ყველაფერი რაც ხალხმრავალ ღონისძიებას უკავშირდება და ვირუსის გავრცელების საფრთხეს წარმოადგენს.  “ამ დროისთვის ოფიციალურად შეწყდა: საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის  უმაღლესი, ასევე ასაკობრივი პირველობები,…

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად ერთდროულად ექვსი ქართველი ჩემპიონი დასახელდა

პირველად ქართული სპორტის ისტორიაში ჩვენს ქვეყანას 2019 წელს ოლიმპიურ სახეობებში ექვსი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავდა. წელს კიდევ ერთი რეკორდი დაფიქსირდა.  ჩვენმა სპორტსმენებმა ჯამში 1200-ზე მეტი მედალი მოიპოვეს.  გამოვლინდენ საუკეთესოები 11 ნომინაციაში და  ათი სპეციალური პრიზი გაიცა. 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება – წლის სპორტსმენი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი – უპრეცედენტო შემთხვევა – ექვსივე მსოფლიო ჩემპიონი: ლუხუმ ჩხვიმიანი, ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ბექა ლომთაძე, ნუგზარ წურწუმია, ლაშა გობაძე. ნომინაციებში გამარჯვებულები: 1. 2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი სათამაშო სახეობებში – საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები.2. 2019…

“ბრალდებას არ უარვყოფ და არც ვადასტურებ” – ვინ დაასხა სითხე სხდომათა დარბაზში

“შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, მზად ვარ გამოძიებას გავცე პასუხი, ხოლო საჯაროდ უაპელაციო განმარტებებს არ გავაკეთებ” – ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას “ევროპული საქართველოს” წევრმა ლელა ქებურიამ, რომელმაც, მმართველი გუნდის ვარაუდით, სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება დაასხა. ქებურია არ უარყოფს და არც ადასტურებს ფაქტს, შეიტანა და გამოიყენა თუ არა უცნობი ნივთიერება სხდომათა დარბაზში. ის ამბობს, რომ განმარტებებს გამოძიებასთან მხოლოდ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში გააკეთებს: “არა ვარ ვალდებული, ამ შეკითხვაზე პასუხი გავცე, იმიტომ რომ ამ ბრალდებაზე თავის მართლება არ არის ჩემი ვალდებულება. ვინც ამ ბრალდებას აჟღერებს, ის არის ვალდებული, დაამტკიცოს ეს და წარმოადგინოს მტკიცებულებები. ეს…

“პოლიცია დიდსულოვნად მომადგა სახლში და ბრალს მიყენებენ” – გიგი უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პოლიციამ ბრალი წაუყენა. ინფორმაციას თავად უგულავა ავრცელებს. „ჰოი საოცრებავ! პოლიცია დიდსულოვნად მომადგა სახლში და ბრალს მიყენებენ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც პირის ცემას გულისხმობს. ვინმე ბადრი გავაშელაშვილი ყოფილა, ვინც მიჩივის, მცემაო. პროფესიით ძიუდოისტი. მე დავესხი თავს ძიუდოისტს“, – წერს უგულავა სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, “ევროპული საქართველოს” წევრების, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დღეს, მათ თავს ორი უცნობი პირი დაესხა.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. 

შსს მსოფლიო ჩემპიონს ლაშა ბექაურს პოლიციისადმი დაუმორჩილებლოსა და ხულიგნობას ედავება

მსოფლიო ჩემპიონს, ლაშა ბექაურს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავება.  ლაშა ბექაურის მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით. შსს-ს ინფორმაციით, მოგვიანებით ბექაური, სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ბექაური სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს. ძიუდოისტი აცხადებს, რომ პოლიციამ მას თბილისში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

წყნეთში, სპორტული ცენტრი გაიხსნა

წყნეთში, ამილახვარის ქუჩის N21-ში სპორტული ცენტრი გაიხსნა. სპორტულ ცენტრის 700-მდე კვ. მ ფართობზე განთავსებულია სავარჯიშო დარბაზი, ტრიბუნა, სატრენაჟორო დარბაზი, გასახდელები, სველი წერტილები და ადმინისტრაციული ოთახები. სპორტულ დარბაზში იფუნქციონირებს კარატეს, ძიუდოს, ტანვარჯიშის, აკრობატიკის სექციები და ფიტნეს დარბაზი. ობიექტი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.  როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისის მერია ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გააგრძელებს. „ეს არის პატარა კომპლექსი. იცით, ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა რამდენად მნიშვნელოვანია და ამისთვის, რა თქმა უნდა, დედაქალაქის მერიამ, გამგეობებმა შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განახორციელონ, რომ უფრო მეტი პოპულარიზაცია გავუწიოთ სპორტს, სპორტულ…

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სემინარი გაიმართა

სპორტკომპლექს „არენა I“-ში დღეს, 4 აპრილს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ერთობლივი ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სემინარი ჩატარდა. ღონისძიება მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და ფედერაციის პრეზიდენტი მაია აზარაშვილი გახსნეს. სემინარი 6 აპრილს გასამართ სპორტის საერთაშორისო დღეს უკავშირდება, რომელიც შემდეგი დევიზით ტარდება – სპორტი მშვიდობისა და განვითარებისთვის. სემინარის მონაწილეებმა – სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა, სპორტის საერთაშორისო დღის დაარსებისა და მნიშვნელობის შესახებ სრული ინფორმაცია მოისმინეს,  საუბარი შეეხო მასობრივი სპორტის…

2 ოქრო, 2 ვერცხლი და 6 ბრინჯაო – თბილისის გრან პრი 2019 დასრულდა

საქართველომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრესტიჟულ ტურნირს ზედიზედ მეექვსედ უმასპინძლა. თბილისის გრან პრი 2019 უმაღლეს დონეზე ჩატარდა. ტრადიციულად, საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები ტურნირის ორგანიზებით კმაყოფილები დარჩნენ. საქართველოს ნაკრებმა წლევანდელ გრან პრიზე რამდენიმე ლიდერის გარეშე იასპარეზა. დისკვალიფიკაციის გამო, ტუნრირზე ვერ იჭიდავა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა. ჯამში, საქართველოს ნაკრებმა 10 მედალი – 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 6 ბრინჯაო მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველი, ხოლო საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე საფრანგეთი გავიდა.

“არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი, ვისაც ასე ექცევიან” – სალომე ფაჟავას წარმატება კიევში

ქართველი სპორტსმენი სალომე ფაჟავა, რომელმაც კიევის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა, სოციალურ ქსელში გულისტკივილს გამოთქვამს, რომ მისი დიდი წარმატება ქართულმა ტელევიზიებმა არ გააშუქეს.   „კიევში გრან პრის ეტაპზე ოქროს მედალი ავიღე. ამ შედეგის უკან ჩემი და ჩემი მწვრთნელების თავდაუზოგავი შრომა დგას. მისი მიღწევა სულაც არ არის იოლი. ახლახან დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართა. არც ერთ ტელევიზიას ჩემს მიერ მოპოვებული ოქროს მედლის თაობაზე სიტყვაც არ უთქვამს. გული მწყდება. ჩემი წარმატების გაშუქება აზრადაც არ მოსვლიათ. მაინტერესებს – რატომ? “, – წერს სალომე ფაჟავა. მის სტატუსს, სოციალურ ქსელში გულშემატკივრები გამოეხმაურნენ: “არა მარტო შენს ოქროს მედალზე, არამედ არც მოჭიდავეებისა…

ხაშურში, 1500 -ზე მეტ სპორტსმენზე გათვლილი სპორტის სასახლე გაიხსნა

ქალაქ ხაშურში, იმერეთის ქუჩის N103-ში, ახალაშენებული, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა, სადაც 1500 -ზე მეტი სპორტსმენი სპორტის სხვადასხვა სახეობაში ივარჯიშებს. ​შენობაში 40 ადამიანზე გათვლილი სასტუმრო განთავსდა, ხოლო ეზოში ავტოსადგომი, მინისტადიონი, საჩოგბურთო მოედანი და რეკრეაციული ზონა მოეწყო. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ხაშურის მინიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ​სპორტული კომპლექსი ყველა თანამედროვე სტანდარტს პასუხობს და ადაპტირებულია შშმ პირებზე. კეთილმოეწყო საკალათბურთო, ფუტსალის, საჭიდაო, ძალოსნობის და ფიტნეს დარბაზები. შენობის მეორე სართულზე განთავსებულია საჭადრაკო ოთახი და სატრენაჟორო დარბაზი. დასრულებულია მცირე საკონფერენციო დარბაზისა და კაფე-სასადილოს მოწყობაც.   მათივე ინფორმაციით, ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებზე 700 000 ლარი დაიხარჯა. მთლიანად სპორტული კომპლექსის მშენებლობა ადგილობრივი…

ქართველმა პარამოფარიკავეებმა საემიროებიდან 2 ოქროს მედალი ჩამოიტანეს

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიოს თასის გათამაშებაზე ქართველმა სპორტსმენებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვეს. 23-წლამდელთა მსოფლიოს პირველობაზე ქართველმა სპორტსმენებმა ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა წარმატებით იასპარეზეს.  ირმა ხეცურიანმა ხმლით მოფარიკავეთა ტურნირის ფინალში, უკრაინელი მეტოქე, ოლენა ფედოტა 15-10 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ ეს ირმას მე-14 ოქროს მედალია მსოფლიო თასის ტურნირებზე, რაც მართლაც გამორჩეული შედეგია. ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე შედეგიანად იასპარეზა და ფინალში ტაილანდელი ატიტაია ჩუკერდის (15:7) დამარცხებით 23 წლამდე ეტლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. საინტერესოა, რომ ამ ასაკობრივ კატეგორიაში, თიბილაშვილისთვის ეს მესამე ოქროს მედალია – მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს…

ცენტრმა „აფხაზეთი“ ვარლამ ლიპარტელიანს პრიზი გადასცა

პარიზის „გრანდ-სლემის“ ოქროს პრიზიორი 100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი, საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთი“, სპეციალური პრიზით „Fair Play Trophy” დააჯილდოვა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა ონისე წურწუმიამ საპატიო პრიზი ქართველ სპორტსმენს პარიზში, გამარჯვების შემდეგ გადასცა. „ჩვენი ორგანიზაცია ქართველი ძიუდოისტების და ზოგადად, ძიუდოს დიდი გულშემატკივარია. მე ხშირად დავყვები ჩვენს ბიჭებს ტურნირებზე, როგორც აქტიური გულშემატკივრი. პარიზის „გრანდ-სლემისთვის“ დიდი ხნით ადრე მოვემზადე, ასეთ მნიშვნელოვან ტურნირს ვერ გამოვაკლდებოდი“, – აღნიშნა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას ცენტრ „აფხაზეთის“ თანამშრომელმა ონისე წურწუმიამ. „Fair Play Trophy” სპორტულ სამყაროში საკმაოდ საპატიო ჯილდო გახლავთ. პრიზი იმ სპორტსმენებს გადაეცემათ, რომლებიც თამაშის დროს სპორტული წესებისა და…