2 ოქრო, 2 ვერცხლი და 6 ბრინჯაო – თბილისის გრან პრი 2019 დასრულდა

საქართველომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრესტიჟულ ტურნირს ზედიზედ მეექვსედ უმასპინძლა. თბილისის გრან პრი 2019 უმაღლეს დონეზე ჩატარდა. ტრადიციულად, საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები ტურნირის ორგანიზებით კმაყოფილები დარჩნენ.

საქართველოს ნაკრებმა წლევანდელ გრან პრიზე რამდენიმე ლიდერის გარეშე იასპარეზა. დისკვალიფიკაციის გამო, ტუნრირზე ვერ იჭიდავა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა. ჯამში, საქართველოს ნაკრებმა 10 მედალი – 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 6 ბრინჯაო მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველი, ხოლო საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე საფრანგეთი გავიდა.

მსგავსი თემები