„დავურიგეთ ბევრი წამალი, აბი გლუკოზა, ვიტამინები“ – მეუფეს დამცინავი შეფასება

  •  

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველი მეუფე გრიგოლ კაცია, რომელიც ისევ წალკაში დააბრუნეს, მარტვილში, ბოლო პერიოდში. სასულიერო პირებსა და მრევლს შორის მიმდინარე დაპირისპირებას აფასებს და აცხადებს, რომ მათ დამამშვიდებლები დაუმთავრდათ.   

როგორც გრიგოლ კაცია განმარტავს, ეპარქიაში, მისი მმართველობის დროსაც იყო ქაოსი, თუმცა, დამამშვიდებლებმა და ვიტამინებმა უშველათ.   

„ყველას ვეუბნებოდი, ძმებო, თუ გინდათ ჩხუბი, მოდით ჩემთან ვაჟკაცურად. ვარ ძიუდოისტი, სამბისტი. გინდა ძიუდო, სამბო გინდა წესების გარეშე… მაგრამ, ისე კი არა კამერების წინ. ვაჟკაცურად მოდით. ჩვენ მათ დავურიგეთ ბევრი წამალი, დამამშვიდებელი, აბი გლუკოზა ვიტამინები და დაუმთავრდათ“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.

მსგავსი თემები