გიორგი შაქარაშვილი ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. შემთხვევის დღეს, წვეულებაზე იმყოფებოდა ევროპის ჩემპიონი გიორგი ტატიაშვილიც, ოჯახი ექსპერტიზას ელოდება.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ვარკეთილის სასაფლაოზე დაკრძალეს.

დადასტურდა გავრცელებული, ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც,  ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი გიორგი ტატიაშვილი აღნიშნულ დაბადების დღეზე იმყოფებოდა. დღეს მცხეთაში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 19 ივნისის ღამეს ტატიაშვილი  დაბადების დღეზე იმყოფებოდა. ვრცელდება სხვადასხვა ვერსია მის მონაწილეობასთან დაკავშირებით, ასევე დაუზუსტებელი ინფორმაციაა, რომ „ტოიოტა“ ტატიაშვილს ეკუთვნოდა.

„დაველოდებით შესაბამის უწყებებს და ექსპერტიზას, დანარჩენი ის ვიცი, რომ გიგა წვეულებაზე იმყოფებოდა საკუთარი ავტომობილით,“ – განაცხადა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა.

ოჯახი და ახლობლები საბოლოო დასკვნას ელოდებიან:

„ოჯახისთვის ამოსავალი წერტილი გახლავთ ის, რომ ბავშვს როდის აქვს მიყენებული დაზიანებები, თუ ის სიცოცხლეში მიიღო ძალიან ცუდ ამბებს დავატრიალბთ და თუ დაზიანებები შემდეგ მიიღო, აქაც ვიქნებით მკაცრები, რადგან გიორგი ღამე არაგვში თავის სურვილით არ ჩავიდოდა და აქაც ვიქნებით მკაცრები,“ – ამბობს გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძე.

მსგავსი თემები