გიგი უგულავა და საქმის პროკურორი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

საქალაქო სასამართლოში, გიგი უგულავას პროცესი დასრულდა. სხდომაზე იყო კამათი, სიტყვიერად ერთმანეთს გიგი უგულავა და საქმის პროკურორი დაუპირისპირდნენ. საუბარია თბილისის აეროპორტში 2019 წლის დეკემბერში მომხდარ ინციდენტზე.

“მე აქ ვინმე რომ ვცემო, ამ კამერებს არ ამოიღებთ საქმეში? თუ ამას მეტყვით, მაშინ აქ მართლმსაჯულება საერთოდ დამთავრებულია. თქვენ მოსამართლე ხართ, ეს ყველაფერი უნდა ნახოთ პროცესში და არა ამოგლეჯილად. თქვენ დღეს ამ ხელისუფლების გაფუჭებულის გამოწმენდა,”- ასე მიმართა გიგი უგულავამ მოსამართლეს.

დედაქალაქის ყოფილ მერს, ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა გოკა გაბაშვილიც – ის გამოძიებამ დაზარალებულად ცნო.

მსგავსი თემები