ძვირფასი ქვები და კრისტალები – რეპორტაჟი ჩინეთიდან

კასიტერიტი, გეოეთიტი, ფლორიტი, კვარცი; სფალირიტი; ვანადინიტი; პირიტი; კალციტი; ფლუორიტი, რას არ ნახავთ აქ. ეს გუიჯოუს პროვინციიის გეოლოგიური მუზეუმია, რომელიც ყველაზე დიდი ეროვნული საბუნებისმეტყველო მუზეუმი გუიჯოუში. მუზეულში დაცულია უნიკალური გეოლოგიური ელემენტები, მათ შორისაა ფანგინშანის მთის კლდის სოკოს მსგავსი ფორმა და ფანჯინშანის მთის დანალექი ქანები. 2020 წელს მუზეუმმა მიიღო, საუკეთესო არქიტექტურისა და ინჟინერიის ჯილდო. ულამაზესი ქვები და კრისტალები კი ვიდეორეპორტაჟში. ეკა გულუა ჩინეთიდან აქ წარსული ცოცხლდება

მეტი...

ტურისტული სოფელი და “ჟუანგ ხალხის ცოცხალი მუზეუმი” – ვიდეორეპორტაჟი

ძიუჯოუ არის ერთადერთი უძველესი სოფელი გოუჟოუს პროვინციაში. ამ სოფელს მიღებული აქვს  ეროვნული დონის სერთიფიკატი ეკო-კულტურული ტურიზმის განვითარებაში. მას აქვს ულამაზესი მწვერვალები, თვალწარმტაცი მთები და მდინარეები, იდილიური პეიზაჟები, ხანგრძლივი ისტორია და ძლიერი ჟუანგის ხალხური ადათ-წესები. იგი ცნობილია როგორც “ჟუანგ ხალხის ცოცხალი მუზეუმი”. სოფელში არის ტურისტული გრძელი ქუჩა ლამაზი, ხის სახლებით, სადაც გამოფენილია ადგილობრივების ხელთნაკეთი მივტები – ქოლგები, ქუდები, ჩანთები და სხვა აქსესუარები. ასევე, ამ ვუწრო ქუჩაზე იყიდება ადგილობრივი სანელებლები. ძალიან უყვართ სტუმრები. თუ როგორ ხვდებიან სტუმრებს, ვნახოთ ვიდეორეპორტაჟში. ეკა გულუა ჩინეთიდან.

მეტი...

კუს წვნიანი – ვიდეო

ჩინეთში კუ ერთ-ერთ დელიკატესად ითვლება. ვისაც გაინტერესებდათ როგორ გამოიყურება კუს წვნიანი, იხილეთ ვიდეო.

მეტი...

პლანეტის ერთ-ერთი უძველესი ჩანჩქერი ჩინეთში – ვიდეორეპორტაჟი

ჰუანგოშუს ჩანჩქერი ჩინეთში, გუიჯოუს პროვინციაში, მდინარე ბაიჰიზე მდებარეობს. ეს ჩანჩქერი ერთ-ერთი უდიდესია არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ აღმოსავლეთ აზიაშიც. ჩანჩქერის სიმაღლე 77 მეტრზე მეტია, სიგანე კი დაახლოებით 101 მეტრია. ჩანჩქერი მდებარეობს უნიკალურ ბუნებრივ ზონაში, რომელსაც ხშირად „აღმოსავლეთ შვეიცარიას” უწოდებენ. ამ ბუნებრივ ზონაში 18 ჩანჩქერია, ისინი გარშემორტყმულია ზღაპრული ლამაზი ტყეებით. ნაკრძალს უამრავი ტურისტი სტუმრობს დღეც და ღამეც. ღამის ჩამჩქერს კი შემდეგ რეპორტაჟში შემოგთავაზებთ. ეკა გულუა გუიჯოუს პროვინციდან.

მეტი...

მსოფლიოში პირველი 1000 მეტრიანი ხიდი, რომელიც მთის კანიონზე აშენდა (ვიდეო)

ჩინეთი, გუიჯოუს პროვინციია, პრეფექტურის დონის ქალაქი ანშუნი სამხრეთ-დასავლეთ გუიჯოუს პროვინციაში მდებარეობს. ანშუნი ცნობილია ამ უზარმაზარი ხიდით, რომელიც მსოფლიოში პირველი ათასმეტრიანი ხიდია, რომელიც მთის კანიონზე აშენდა. ხიდის სიგრძე 2237 მეტრია, სიმაღლე – 370 მეტრი. ბალინგის ხიდი არის დაკიდული ხიდი, რომელიც კვეთს მდინარე ბალინგის ხეობას.  ეს არის  შანხაი-კუნმინგის ეროვნული ავტომაგისტრალის ნაწილი, რომელმაც ქალაქ კუნმინგსა და გუიანგს შორის ერთსაათიანი მანძილი 4 წუთამდე შეამცირა. ეკა გულუა ჩინეთიდან ვიდეორეპორტაჟი მიაოს ხალხის ცხოვრებიდან  

მეტი...

ვიდეორეპორტაჟი მიაოს ხალხის ცხოვრებიდან

კაილი, სოფელი შიდონგი – ადგილობრივების ცხოვრება (ფოტორეპორტაჟი)

მეტი...

კაილი, სოფელი შიდონგი – ადგილობრივების ცხოვრება (ფოტორეპორტაჟი)

კაილი არის ქალაქის საგრაფო. ეს არის მაიოს მოსახლეობის პირველი ავტონომიური რეგიონი გუიჯოუს პროვინციაში. ეს არის მაიოს კულტურის ცენტრი, რომელიც  ყოველწლიურად მასპინძლობს 120-ზე მეტ ფესტივალს. აქ ყოველ წელს ტარდება მიაოს დრაკონის ნავის ფესტივალი, რომელიც ულამაზესი სანახავია. დრაკონის ნავებით, ტრადიციულ სამოსში მორთულები გადიან წყალში, იმართება შეჯიბრები და სხვადასხვა სანახაობა. მიაო ცნობილია ხელოვნებითა და ხელოსნობით, მათ შორის სამკაულებით, ნაქარგებით,  ბატიკით და ქაღალდის ჭრით. მათ აქვთ საქმაოდ დიდი ისტორია და  მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა. ეს არის მთიანი, კლდიანი და მწვანე ზონა. აქ არის უნიკალური დრაკონის ნავები, დახვეწილი ნაქარგები და ვერცხლის სამკაულები. ეს ყველაფერი ახასიათებს მიაოს…

მეტი...

ვერცხლის სამკაულების სამშობლო და მიაოს ხალხი

ჩინეთი,  ტაიჯიანგის ოლქი, სოფელი შიდონი – ეს პროვინცია ცნობილია ვერცხლის სამკაულების ჭედვით და ქარგვით, რომლითაც მიაოს ხალხია დაკავებული. ეს ადგილობრივების ძირითადი შემოსავლის წყაროა. მათ აქვთ საკმაოდ დიდი ისტორია და  მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა. ისინი უნიკალურ ვერცხლის სამკაულებს ჭედავენ. ოლქის 14 არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან 11 სწორედ ტაიჯინგის ოლქში მდებარეობს. აქაური ვერცხლის ტრადიცია კი  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ამავე ნუსხაში მოხვდა მიაოს  ნაქარგები და ტრადიციული სიმღერები. 1994 წელს გუიჯოუს პროვინციულმა კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტმა სოფელი შიდონი “ქაღალდის მხატვრული ჭრის, ნაქარგებისა და ვერცხლის სამკაულების სამშობლოდ” დაასახელა. დეტალებს კი ერთად გავეცოთ რეპორტაჟში ეკა…

მეტი...

მიაოს ხალხი ქართულად ალაპარაკდა (ვიდეო)

ეს არის გუიჯოუს პროვინცია ჩინეთში, სოფელი შიდონგი. აქ მიაოს მოსახლეობა ცხოვრობს, რომლებსაც საკუთარი ტრადიცია და კულტურა გააჩნიათ. ერთ-ერთი, რითაც ეს მოსახლეობა არის ცნობილი, არის ვერცხლის დამზადება, სამკაულები და ქარგვა. თუმცა, ქართული მისალმებაც მარტივად აითვისეს. ეკა გულუა ჩინეთიდან

მეტი...

მთელი პროვინცია ტაიპანშია შეკრებილი – რეპორტაჟი კალათბურთის მატჩიდან

ქალები, კაცები, ბავშვები, ჩვილები – მთელი პროვინცია დღეს ტაიპანშია შეკრებილი. მთლიანი სოფელი და გუიჯოუს პროვინცია ქუჩაშია გამოსული. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ასეთი „სპორტული საზოგადოება“ მართლა არ მინახავს. აქ ძირითადად ცხოვრობს მიაოს ხალხი. სწორედ დღეს, აქ იმართება კალათბურთის ლიგის ფინალი. ისეთი ინტერესია კალათბურთის მიმართ, ვინც საკალათბურთო მოედანზე ვერ მოხვდა, ქუჩებში, დიდი ეკრანებიდან ადევნებენ თვალს და გულშემატკივრობენ. მეც მომეცა შესაძლებლობა, მატჩს დავსწრებოდი და რაც აქ ვნახე, მოლოდინს გადააჭარბა. ეკა გულუა ჩინეთიდან

მეტი...

აქ წარსული ცოცხლდება

ჩინეთი, გუიჯოუს პროვინცია, დედაქალაქი გუინი – სწორედ აქ მდებარეობს გეოლოგიური მუზეუმი, რომელიც ყველაზე დიდი ეროვნული საბუნებისმეტყველო მუზეუმია გუიჯოუში და მისი  საერთო ფართობით 40 ათასი კვადრატული მეტრია. საგამოფენო ფართობი კი 16 ათასი კვადრატული მეტრიზე იშლება.  მუზეუმი აერთიანებს უნიკალურ გეოლოგიურ ელემენტებს, მათ შორისაა ფანგინშანის მთის კლდის სოკოს მსგავსი ფორმა და ფანჯინშანის მთის დანალექი ქანები. 2020 წელს მუზეუმმა მიიღო, საუკეთესო არქიტექტურისა და ინჟინერიის ჯილდო. შენობის მთავარი დიზაინის ელემენტები იყო Fanjing-ის მთა, სოკოს ფორმის კლდეები, ტერასული მინდვრები და გუიჯოუს რელიეფები. რეპორტაჟი გუიჯოუს პროვინციიდან. ეკა გულუა  

მეტი...

ჩაის პლანტაციები ჩინეთში – რეპორტაჟი გაოჟაიდან

სოფელი გაოჟაი გუიჯოუს პროვინციის ნაწილია. ის , ორი ჩინური სოფელიდან ერთ-ერთია, რომელიც  მსოფლიოს საუკეთესო ტურისტულ სოფლად დასახელდა. სოფლის ტურიზმი ძირითადად იაოს კულტურისა და ბუნებრივი პეიზაჟების წყალობით ვითარდება იზიდავს ტურისტებს. გაოჟაი მდებარეობს ბაიჰაჰუს ტბის ულამაზეს მხარეში. სიმაღლე, ტემპერატურა, ტენიანობა, ნიადაგის მჟავიანობა და ნალექი ამ მხარეში შესანიშნავია ჩაის ხეების გასაშენებლად. სწორედ ჩაის პლანტაციები დავათვალიერე დღეს, რომელსაც უამრავი ტურისტი სტუმრობს და საუკეთესო ჩაის აწარმოებენ. ჩაი ხელით მზადდება და სამეფო ოჯახებიც კი ყიდულობენ. პუნებრივი კლიმატიდან გამომდინარე, აქ მოყვანილი ჩაი უნიკალურად ითვლება. ას სამკურნალო თვისებებიც გააჩნია. დეტალები კი რეპორტაჟში. ეკა გულუა ჩინეთიდან

მეტი...

კუს წვნიანი და ეგზოტიკური კერძები – ჩინური სამზარეულო

ჩინეთში ყველა მხარეს თუ პროვინციას საკუთარი სამზარეულო აქვს. ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება და უფრო ეგზოტიკურია. გუიჩჟოუ არის ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია, სადაც ტრადიციული კერძებით გიმასპინძლდებიან. მისი დედაქალქი კი არის გუიანში, რომელსაც დღეს ვესტუმრე და ადგილობრივი კერძებიც დავაგემონე. რეპორტაჟი გუიანშის ტრადიციული რესტორნიდან. ეკა გულუა ჩინეთიდან.

მეტი...

ღამის ცხოვრება პეკინში (რეპორტაჟი ჩინეთიდან)

დღეც და ღამეც, აქ, პეკინში მუდმივად მხიარულებაა. ამ, ხალისიანი განწყობით იწყებენ დღეს და ასევე ხალისიანი განწყობით ასრულებენ. თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით მსგავს სანახაობას. ერთ მხარეს  ცეკვავენ, მეორე მხარეს თამაშობენ, მესამე მხარეს მღერიან. ასე ახალისებენ ერთმანეთს და იხალისებენ ცხოვრებას. ამ ყველაფერს კი ასაკოვნები აკეთებენ, ისინი თავად ზრუნავენ განწყობაზეც და ცხორების წესზეც. თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახვთ ჯგუფებს, რომლებიც ასე ერთობიან. ნებისმიერს შეუძლია შეუერთდეს და გაიხალისოს ცხოვრება. ეკა გულუა პეკინიდან     

მეტი...

ტიბეტი – ადგილობრივების ცხოვრება (ვიდეორეპორტაჟი)

ტიბეტი მხოლოდ დალაი ლამა, ბერები პოლატას სასახლე და სერას მონასტერი არ არის. ეს არის ჩვეულებრივი დასახლება, სოფლის მეურნეობით თუ ღამის აქტიური ცხოვრებით. ეს არის სიმწვანეში ჩაძირული ავტონომიური რეგიონი. ტიბეტის მოსახლეობა თითქმის მთლიანად ტიბეტელია. ფერმერების უმეტესობას ჰყავს შინაური ცხოველები, როგორიცაა იაკები, ცხენები,  ცხვრები, პონები.  ძირითადად იკვებებიან  ძროხის, ცხვრის, ღორის, იაკის  და ქათმის ხორცით. ადგილობრივების შემოსავლის წყაროა როგორც სოფლის მეურნეობა, ისე ტურისტბის მომსახურება. მოსახლეობა განსაკუთრებულად თბილი და მომღიმრია. უყვართ სტუმარი და მაქსიმალურად ცდილობენ ასიამოვნონ. ერთადერთი პრობლემა ენის ბარიერია, თუმცა, ჟესტების ენა აქაც ყველაზე გამოსადეგია. ბებოები ფოტოს გადაღებისას მორცხვობენ და ამბობენ, რომ მათ…

მეტი...

პეკინის მეტრო პიკის საათში (ვიდეო)

დილით და საღამოს, სამუშაო საათის დასრულების შემდეგ, პეკინის მეტროში მუდმივად ხალხმრავლობაა. მიუხედავად ამისა, არავინ ცდილობს სხვას გადაასწროს და მეტროს ვაგონში შევარდეს. პირიქით, თავად ქმნიან რიგს, იცავენ წესრიგს და მწკრივში მიყვებიან ერთმანეთს. ვერ ნახავთ ადამიანს, ვინც ცდილობს, რომ წინ წავიდეს და ვაგონში პირველი შევარდეს. სამსახურის დასრულების შემდეგ ანალოგიური ხდება ველოსიპედებთან. თუ დღის განმავლობაში ასობით ველოსიპედს ნახავთ ყოველ ფეხის ნაბიჯზე, საღამოს ველოსიპედის ნახვა ჭირს, რადგანაც სამსახურიდან სახლში სწორედ ველოსიპედებით ბრუნდებიან. დეტალები კი რეპორტაჟში. ეკა გულუა პეკინიდან  

მეტი...

ნატურალური ქვების ბაზრობა ჩინეთში და ფასები – ვიდეორეპორტაჟი

ნეფრიტი, მარგალიტი, ფირუზი და უამრავი რამ, რას არ ნახავთ აქ. ეს პეკინია, ნატურალური ქვების ბაზრობა, რომელსაც უზარმაზარი ტერიტორია უკავია და მის დასათვალიერებლად ერთი დღეც კი არ გეყოფათ. დაახლოებით 2 საათი ვიარე და სწრაფ ტემპში რაც მოვასწარი, გიზიარებთ ვიდეორეპორტაჟში. ეკა გულუა პეკინიდან  

მეტი...

8 პუნქტი, რომელსაც ჩინეთის პრეზდენტი მსოფლო ქვყნებს სთავაზობს

პირველი –  მრავალგანზომილებიანი “სარტყელი და გზა“ კავშირის ქსელის აშენება; მეორე –  ღია მსოფლიო ეკონომიკის მხარდაჭერა;  მესამე –  პრაქტიკული თანამშრომლობის განხორციელება; მეოთხე – მწვანე განვითარების ხელშეწყობა და ასე შემდეგ. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ის 8 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა, რომელსაც ინივიატივის –  „სარტყელი და გზა“ ფარგლებში, ჩინეთი მსოფლიოს ქვეყნებს სთავაზობს. როგორც პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნა, კაცობრიობა არის საზოგადოება, რომელსაც აქვს საერთო მომავალი და ჩინეთი ყველფერს შეძლებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მსოფლიო კარგად და გამართულად იმუშავებს. „როდესაც ჩინეთი კარგად იქცევა, მსოფლიო კიდევ უკეთესი გახდება. „ქამარი და გზის“ თანამშრომლობის მეშვეობით ჩინეთი კიდევ უფრო ფართოდ ხსნის…

მეტი...

ბავშვების საყვარელი სახლი – „ლეგოს“ სამყარო პეკინში და ფასები

ეს „ლეგოს“ უზარმაზარი სახლი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მდებარეობს, რომელიც რამდენიმე სართულს მოიცავს. აქ ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი – უზარმაზარი ასაწყობი სახლებით თუ ცხოველებით დაწყებული და მინიატურული დეტალებით. რაც შეეხება ფასებს, იწყება 120 იუენიდან, რაც დაახლოებით 20 დოლარია და ადის და ადის ათასებამდე. ასაწყობი ფიგურებისა და კონსტრუქციების გარდა, აქვეა კუთხე, სადაც ნებისმიერი ფერის თუ ფიგურის დეტალი წონით იყიდება. შეგიძლია შეარჩიო, ააწონინო, წაიღო და სახლში ააწყო რაც გინდა, თან, ნახატებსაც გთავაზობენ, რომ მის მიხედვით აარჩიო ფიგურები წონით. ამ სახლს, მთელი დღის განმავლობაში ათასობით სტუმარი ჰყავს, ბავშვებს კი შეუძლიათ, ადგილზეც გაერთონ და სასურველი ფიგურები ადგილზე ააწყონ. დანარენი…

მეტი...

ერთ წამში, ღილაკზე თითის დაჭერით ხდები ჩინელი – თანამედროვე ტექნოლოგია

ეს არის ცირული სამყარო, თანამედროვე ტექნოლოგია და ახალი საუკუნე. აქ ყველაფერი ციფრულია, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეგიძლია გახდე ჩინელი და იმოგზაურო კონტინენტის ნებისმიერ წერტილში. რეპორტაჟი პეკინიდან ეკა გულუა    

მეტი...

როგორ ხდება ჩინეთის მოსახლეობის წყლით მომარაგება და კანალიზაციის გადამუშავება – რეპორტაჟი პეკინიდან (ვიდეო)

წყლის დამუშავება,  სახიფათო მყარი ნარჩენების განთავსება- გამოყენება,  კანალიზაციის წმენდა, წვიმის წყალდიდობის კონტროლი და საბოლოო ჯამში მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფა – ეს ყველაფერი აქ,   CITIC ჯგუფში ხდება, რომელიც აზიაში ერთადერთი პროექტია, რომელმაც ნობელის პრემია მოიპოვა. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის მთლიანმა აქტივებმა  11,794.2 მილიარდ დოლარს მიაღწია. ზოგადად, ჩინეთის ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია, რომ სტრატეგიული დანიშნულების კომპანიები არ გასხვისდეს. შესაბამისად, წყლის გადამუშავება-მიწოდების კომპანიაც სწორედ სახელმწიფო კომპანიად რჩება. კომპანიაში დასაქმებულია 5000-ზე მეტი პროფესიონალი ტექნიკური და მენეჯმენტის პერსონალი, მათ შორის ეროვნული საინჟინრო კვლევისა და დიზაინის ოსტატები, სახელმწიფო საბჭოს სპეციალური შემწეობის ექსპერტები, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს კვლევისა…

მეტი...

ჩინეთში ნახევარი კილო მწყრის კვერცხი 4 ლარი ღირს

ეს ფოტოები ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, სასურსათო მაღაზიაშია გადაღებული. აქ მწყერის კვერცხი წონით იყიდება და ნახევარი კილოს ფასი 4 ლარია. კვერცხი ძალიან მჩატეა, წონა არც აქვს. 20 ცალ მწყრის კვერცხში ფაახლოებით 3 ლარი გადავიხადე.   ეკა გულუა პეკინიდან

მეტი...

„ეს კი ჩემს არქივს დარჩება“ – ეკა გულუა „CHINADAILI“-ს მეორე გვერდზე (ვიდეო)

პირველ გვერდზე პრეზიდენტები, მეორეზე კი „მედიაცენტრი მთავარის“ ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ეკა გულუა – ეს გაზეთი „CHINADAILI”-ა, 18 ოქტომბრის გამოცემა. გაზეთი მთლიანად საერთაშორისო მნიშვნელობის ფორუმს – „ქამარი და გზა“  ეხება, რომელიც ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიხსნა. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად 140 ქვეყნის თუ რეგიონის 4 000-ზე მეტი მაღალი დონის დელეგაცია ჩავიდა. მათ შორის პრეზიდენტები, პრემიერ მინისტრები, მინისტრები და სხვა. ფორუმი პირადად პრეზიდენტმა სი ძინპინმა გახსნა და სტუმრებს შორის იყვნენ პრეზიდენტი პუტინი, გაეროს გენერალური მდივანი გუტერეში და სხვა მაღალი დონის სტუმრები. აღნიშნულ გამოცემა კი მთლიანად აღნიშნულ ფორუმს ეძღვნებ, რომლის  მეორე გვერდზე „მედიაცენტრი მთავარის“ დამფუძნებელი ეკა…

მეტი...

„ერთად დავგეგმოთ, ერთად ავაშენოთ და ერთად ვისარგებლოთ“ – პრეზიდენტი სი ძინპინი

„როდესაც ქვეყნები თანამშრომლობენ და მოქმედებენ ერთობლივად, ღრმა უფსკრული შეიძლება გადაიქცეს გამზირად,  ზღვაზე ჩაკეტილი ქვეყნები შეიძლება გახდეს ხმელეთთან დაკავშირებული და განუვითარებლობის ადგილი შეიძლება გარდაიქმნას კეთილდღეობის ქვეყნად“ – ეს ჩინეთის პრეზიდენტის სიტყვებია, რომელზეც მან საერთაშორისო მნიშვნელობის ფორუმის – „სარყელი და გზა“ გახსნაზე ისაუბრა. „მედიაცენტრი მთავარი“ ფორუმს სწორედ პეკინიდან რადენიმე დღეა აშუქებს. ამჯერად კი შემოგთავაზებთ იმ ძირითად ასპექტებს, რაზეც პრეზიდენტმა ფორუმის გახსნაზე ისაუბრა. „წელს აღნიშნავს მე 10 წლის იუბილეს. „სარტყელი და გზა“ ფოკუსირებულია კავშირის გაღრმავებაზე, მიზნად ისახავს გააძლიეროს პოლიტიკა, ინფრასტრუქტურა, ვაჭრობა, ფინანსური და ადამიანთა შორის კავშირი, მისცეს ახალი იმპულსი გლობალურ ეკონომიკას, შექმნას ახალი…

მეტი...

საქართველო ჩინეთს კიდევ უფრო უახლოვდება – პეკინის საერთაშორისო ფორუმი (ვიდეო) 

„ქამარი და გზა“ – საერთაშორისო მნიშვნელობის 2 დღიანი ფორუმი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გუშინ დსრულდა. ფორუმში წარმოდგენილი იყო 140-მდე ქვეყნისა თუ რეგიონის 4000-მდე მაღალი დონის დელეგაცი პრზეიდენტების, პრემიერ-მინისტრების თუ მინისტრების სახით. ფორუმი პირადად პრეზიდენტმა სი ძიმპინმა გახნა. სტუმრებს შორის იყვნენ: გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში; უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი; რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი; რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი; საქართველოს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და სხვები. წლევანდელი ფორუმის თემა იყო „ერთად სართო განვითარებისა და კეთილდღეობისთვის“. რა შედეგი შეიძლება მოუტანოს საქარტთველოს „სარტყელი და გზის“ ინიციატივაში ჩრთულობამ, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითარშვილმა ფორუმის მთავარი დისლოკაციის წერტილიდან  „მედიაცენტი მთავართან“ ისაუბრა.…

მეტი...

პუტინი და სი ძინპინი ერთ დარბაზში – პეკინი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, უნგრეთის პრემიერი ორბანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, სულ 140 ქვეყნის თუ რეგიონის 4000-ზე მეტი დელეგაცია პეკინშია. ჩინეთის დედაქალაქში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი – “სარტყელი და გზა” ოფიციალურად გაიხსნა. სტუმრებს პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიმართა, შემდეგ კი ტრიბუნა ვლადიმერ პუტინმა დაიკავა. ეს არის პუტინის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ სანქციების შემდეგ. ფორუმში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს. აქ იმყოფება ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ელჩი ჩინეთში არჩილ კალანდია და დავით საგანელიძე. ფორუმი მესამედ იმართება და ის ინიციატივის 10 წლის იუბილეს უკავშირდება. “როცა მსოფლიოში ყველაფერი კარგადაა, ჩინეთშიც ყველაფერი…

მეტი...

პუტინი ჩინეთში – ,,მედიაცენტრი მთავარის” ვიდეოკადრი

ვლადიმერ პუტინი, სერგეი ლავროვი და რუსეთის დელეგაციის სხვა წევრები სრული შემადგენლობით ჩინეთში იმყოფებიან. პუტინმა პრეზიდენტს სი ძინპინთან ერთად საერთაშორისო ფორუმის – “სარტყელი და გზა” გახსნაში მიიღო მონაწილეობა. დეტალებს “მედიაცენტრი მთავარი” პეკინიდან მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ეს კადრები კი იმ დარბაზში გაფავიღეთ, სადაც, ფორუმის გახსნის შემდეგ ჩინურ-რუსული მოლაპარაკებები გრძელდება.

მეტი...

„გამარჯობა საქართველო“ – მაქსიმალურად ცდილობენ, ყველაფერი აგათვისებინონ (რეპორტაჟი პეკინიდან)

2 დღის განმავლობაში ჩინეთის დედაქალაქი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. „მედიაცენტრი მთავარი“ პეკინიდან აქტიურად აშუქებს საერთშორისო ფორუმის – „ქამარი და გზა“ გახსნას, რომლის ოფიციალური ნაწილიც ხვალ შედგება. თუმცა, ფორუმის პარალელურად, უზარმაზარ პავილიონში მოწყობილია სხვადასხვა სივრცე, სადაც დელეგაციის წევრებს კულტურასა და ტრადიციებს უზიარებენ და ხდიან კიდეც ამ კულტურის ნაწილად. ამ ყველაფერს ადგილობრივი მედიაც აშუქებს და უფრო მეტიც, შენი კულტურითა და ტრადიციებითაც ინტერესდებიან. დეტალები  ერთად ვნახოთ რეპორტაჟში. ეკა გულუა პეკინიდან პეკინში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია – ვიდეორეპორტაჟი პეკინში 140-ზე მეტი ქვეყნის 4 000-ზე მეტი დელეგაცია იმყოფება – ვიდეორეპორტაჟი პეკინიდან

მეტი...

კორონავირუსის ტესტის უზარმაზარი რიგი პეკინში (ვიდეო)

ეს ვიდეო ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გადავიღე, სადაც კორონავირუსის ტესტის ჩასატარებლად რიგში ერთ საათზე მეტი დამჭირდა. ეს იმიტომ, რომ ხვალ „ქამარი და გზის“ საერთაშორისო ფორუმი იხსნება, რომელსაც პირადად პრეზიდენტი სი ძინპინი ხსნის. ფორუმის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი კი რუსეთის პრეზიდენტი იქნება. შესაბამისად, იმ სივრცეში, სადაც ფორუმი ტარდება, კორონავირუსის ტესტის გარეშე არავინ დაიშვება. ამიტომ, მთელი საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც პეკინში ფორუმზე დასასწრებად ჩამოვიდა, სწორედ ამ რიგში დგას და ტესტის რიგს ელოდება. პეკინში კი 140 ქვეყნისა თუ რეგიონის 4 000-ზე მეტი დელეგცია იყოფება. ეკა გულუა პეკინიდან   პეკინში 140-ზე მეტი ქვეყნის 4 000-ზე მეტი დელეგაცია…

მეტი...

პეკინში 140-ზე მეტი ქვეყნის 4 000-ზე მეტი დელეგაცია იმყოფება – ვიდეორეპორტაჟი პეკინიდან

17-18 ოქტომბერს, ჩინეთის დედაქალაქი პეკინი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იქნება. აქ ჩამოდიან როგორც ქვეყნის პრეზიდენტები, ისე პრემიერ-მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა ჩინოვნიკები. სწორედ 17 ოქტომბერს იხსნება „სარტყლისა და გზის“ 10 წლისთავთან დაკავშირებული უზარმაზარი ფორუმი, რომელსაც პრეზიდენტი სი ძინპინი გახსნის. მისი ერთ-ერთი მთავარი სტუმარი კი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იქნება. ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი უცხოეთში, სანქცირების შემდეგ. საგარეო საქმეთა აღმასრულებელი ვიცე მინისტრის მა ჟაოსის ინფორმაციით,  საერთაშორისო თანამშრომლობის „სარტყელი და გზის“  ფორუმი არის ყველაზე მნიშვნელოვანი დიპლომატიური ღონისძიება, რომელსაც ჩინეთი მასპინძლობს. წლევანდელი ღონისძიება ინიციატივის 10 წლის იუბილეს უკავშირდება. ფორუმს თავად პრეზიდენტი სი…

მეტი...

პეკინში 140-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია ჩამოდის, მათ შორის ვლადიმერ პუტინიც იქნება

17-18 ოქტომბერს, ჩინეთის დედაქალაქი პეკინი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. აქ 140-ზე მეტი ქვეყნის 4 000-ზე მეტ დელეგაციას ელოდებიან. ჩამოდიან როგორც ქვეყნის პრეზიდენტები, ისე პრემიერ მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა ჩინოვნიკები. სწორედ 17 ოქტომბერს იხსნება „სარტყლისა და გზის“ 10 წლისთავთან დაკავშირებული უზარმაზარი ფორუმი, რომელსაც პრეზიდენტი სი ძინპინი გახსნის. მისი ერთ-ერთი მთავარი სტუმარი კი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იქნება. ფორუმს „მედიაცენტრი მთავარიც“ დაესწრება და მას ცენტრალური წერტილიდან გააშუქებს. ეკა გულუა პეკინიდან  

მეტი...

დარბაზში ყველა ტიროდა – პეკინში ქართული კინომატოგრაფიის დღე აღნიშნეს   

„ფესვები“, „ჯარისკაცის მამა,“ „რაჭა ჩემი სიყვარული“ …. ქართული კულტურა, ისტორია, ტრადიციები ჩინეთის დედაქალაქ პეკინში კიდევ ერთხელ გაცოცხლდა. ქალაქის ცენტრში, კინოთეატრში, საქართველოს საელჩომ ქართული კინომატოგრაფიის 115 წლისთავი დიპლომატებთან, დიასპორასთან და ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნა. ქართული კინომატორაფიისა და ქართული კინოს ისტორიის წარდგენის შემდეგ კი რეალურ ისტორიაზე აგებული ემოციური და ტრაგიკული ფილმის – ე.წ. თვითმფრინავის ბიჭების ჩვენება გაიმართა. დიახ, დარბაზში ბევრი ემოცია დაგროვდა, ტიროდნენ კიდეც. დიპლომატიური კორპუსის ემოციებიც შესაბამისი იყო.  თავისუფლებისკენ სწრაფვა და საბჭოთა რეჟიმი, თამამად აღნიშნავდნენ ისინი. ფილმის ჩვენების შემდეგ კი საქართველოს საელჩოს სახელით ქართული ღვინისა და ეროვნული კერძების დეგუსტაციაც გაიმართა და ყველა…

მეტი...

იმპერატრიცამ ამ რეზიდენციებისთვის 30 მილიონი ვერცხლი დახარჯა – ვიდეორეპორტაჟი პეკინიდან

იჰეიუანის პარკი – სწორედ ასე ჰქვია საზაფხულო საიმპერატორო სასახლეს, რომელიც  პეკინის გარეუბანში მდებარებს და ჯინის, იუანის და კინგის იმპერატორების საზაფხულო რეზიდენციაა. ის 3000-ზე მეტ შენობას მოიცავს  და შეტანილია  იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ბაღის შექმნა იმპერატორ ციანლონგის ბრძანებით დაიწყო. ტბის მშენებლობის დროს გამოთხრილი მიწიდან კი აშენდა დღეგრძელობის გორა, რომლის თავზე რამდენიმე ბუდისტური ტაძარია. ნაპირის გასწვრივ გადის გრძელი დერეფანი, რომელიც შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც “მსოფლიოს ყველაზე გრძელი მოხატული დერეფანი” – 728 მეტრი. კედლებზე დაახლოებით 8 ათასი ნახატია ჩამოკიდებული. გარშემორტყმული დრაკონებისა და ლომების ბრინჯაოს ფიგურებით – იმპერიული ძალაუფლების სიმბოლოებით. აქ ნაპირზე…

მეტი...

იმპერატრიცამ, ზაფხულის სასახლის აღდგენისთვის, საზღვაო ფლოტის ფული მთლიანად დახარჯა – რეპორტაჟი პეკინიდან

იჰეიუანის პარკი – სწორედ ასე ჰქვია საზაფხულო საიმპერატორო სასახლეს, რომელიც  პეკინის გარეუბანში მდებარებს და ჯინის, იუანის და კინგის იმპერატორების საზაფხულო რეზიდენციაა. ის 3000-ზე მეტ შენობას მოიცავს  და შეტანილია  იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ბაღის შექმნა იმპერატორ ციანლონგის ბრძანებით დაიწყო. ტბის მშენებლობის დროს გამოთხრილი მიწიდან კი აშენდა დღეგრძელობის გორა, რომლის თავზე რამდენიმე ბუდისტური ტაძარია. ნაპირის გასწვრივ გადის გრძელი დერეფანი, რომელიც შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც “მსოფლიოს ყველაზე გრძელი მოხატული დერეფანი” – 728 მეტრი. კედლებზე დაახლოებით 8 ათასი ნახატია ჩამოკიდებული. გარშემორტყმული დრაკონებისა და ლომების ბრინჯაოს ფიგურებით – იმპერიული ძალაუფლების სიმბოლოებით. აქ ნაპირზე…

მეტი...

ტიბეტელი ბერების დებატები სერას მონასტერში – რეპორტაჟი ტიბეტიდან

სერას ტაძარი – სრული სახელი “სელა მაჰაიანას ტაძარი.” ეს სწორედ ის ადგილია, სადაც შინდისფერ სამოსში გამოწყობილი სასულიერო პირების დებატების საყურებლად ტიბეტს უამრავი ტურისტი სტუმრობს. ტაძარი ტიბეტის დედაქალაქ ლასაში 3700 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ტიბეტური ბუდიზმის ექვსი ძირითადი ტაძრიდან ეს ერთ-ერთია. ის არის ერთ-ერთი უმსხვილესი ლასას სამი მთავარი მონასტრიდან, რომელიც ბოლოს აშენდა. სწორედ სერას მონასტერში იმართება ბუდისტური წმინდა წერილების დებატები. ტაძრის ცენტრში არის ერთი მთავარი დარბაზი. ცოკენის დარბაზი სერას მონასტრის უდიდესი ნაგებობაა, რომელსაც აქვს 108 დიდი სვეტი და იტევს 8000-ზე მეტ ბერს რელიგიური ცერემონიების დროს. დარბაზში არის ტაძრის დამაარსებლის, შაკიამუნი იეშის ქანდაკება.…

მეტი...

ფორუმს „სარტყელი და გზა“ პრეზიდენტი სი ძინპინი გახსნის

17-18 ოქტომბერს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში „სარტყელი და გზის“ ფორუმი იხსნება. ფორუმს პორადად პრეზიდენტი სი ძინპინიც დაესწრება, რომელიც სიტყვითაც გამოვა და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებსა და სტუმრებს მიმართავს. საერთაშორისო თანამშრომლობის მე-3 ფორუმი 2 დღე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მსოფლის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი და დელეგაცია მიიღებს. ეს იქნება რიგით მესამე ფორუმი, რომლის თემაა „მაღალი ხარისხის  თანამშრომლობა –  ერთად საერთო განვითარებისა და კეთილდღეობისთვის“. ფორუმს „მედიაცენტრი მთავარიც“ დაესწრება და მოვლენებს პეკინიდან გააშუქებს.

მეტი...