“ამასაც ვასწავლი ჭკუას და პატივისცემას”- მერაბ დვალიშვილი ნურმაგედოვზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა დაღესტნელ უმარ ნურმაგედოვთან კონფლიქტის სათავეებზე ისაუბრა.

„ქართველებო, რომ იცოდეთ, ეს ბიჭი არასწორია ჩემთან და არ დაუმსახურებია ჩემთან ბრძოლა. თუმცა, იმიტომ, რომ ხაბიბის ბიძაშვილია, ამასაც თეთრი ფაფახი აქვს, დაუმარცხებელია, არაბი შეიხებიდან ფინანური მხარდაჭერა აქვს, რომლებიც ასპონსორებენ UFC-ის, UFC-იც ხელს უწყობს და შეახვედრეს N2-ს რომ რეიტინგშიც კარგად ჩამჯდარიყო. მოკლედ UFC-ს აწყობს მისი გაჩემპიონება, რადგან ფინანსურად მომგებიანი იქნება ორგანიზაციისთვის. ამიტომ, მე მზად ვარ, ვებრძოლო მას და მივიღო ეგ გამოწვევა. ამასაც ვასწავლი ჭკუას და პატივისცემას”- აღნიშნა მერაბ დვალიშვილმა.

დაღესტნელი მებრძოლების გულშემატკივრების გვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აღწერაში აქცენტი იმაზეა გაკეთებული, რომ უმარს დვალიშვილის მიმართ ნეგატიური გრძნობები არ აქვს და მხოლოდ და მხოლოდ ქამარი აინტერესებს. ტექსტში ასევე მითითებულია, რომ ვიდეო დვალიშვილის სეჰუდოსთან ბრძოლის შემდეგ არის გადაღებული. როგორც ჩანს, ქართველ ჩემპიონს არ მოეწონა სიტუაციის ინტერპრეტაციის ასეთი მცდელობა, რასაც პასუხი ეგრევე გასცა.

მსგავსი თემები