უნგრეთში პარლამენტი დაიტბორა

ბუდაპეშტში მდინარე დუნაის ადიდების გამო ქალაქის ცენტრი დაიტბორა, დატბორილია ქვეყნის პარლამენტიც. ქალაქში გზები ნაწილობრივ გადაკეტილია. ინფორმაციას  ადგილობრივი მედია ავრცელებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, წყალდიდობა პიკს 21 სექტემბერს, საღამოს მიაღწევს. სტიქიის გამო ორბანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა გააუქმა.

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ მიუხედავად რთული სიტუაციისა, უნგრეთის ხელისუფლებას აქვს საკმარისი რესურსი წყალდიდობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მსგავსი თემები