„ჰეზბოლას“ ლიდერი საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქებას „ომის გამოცხადებას“ უწოდებს და ისრაელს ემუქრება

ლიბანური შიიტური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქებას „ომის გამოცხადებას“ უწოდებს და ისრაელს ანგარიშსწორებით ემუქრება.

მისი თქმით, გასული ორი დღის განმავლობაში ისრაელმა ხუთი ათასი ადამიანის ორ წუთში მოკვლა სცადა. მან მოწყობილობების აფეთქებას ლიბანისა და მთელი მსოფლიოს ისტორიაში უპრეცედენტო უწოდა.

„ეს არის წმინდა წყლის ტერორიზმი. ჩვენ მომხდარს ვუწოდებთ სამშაბათისა და ოთხშაბათის ხოცვა-ჟლეტას. ეს არის ომის დანაშაული ან სულ მცირე ომის გამოცხადება. უფალი მოწყალეა და თავიდან აგვაცილა უფრო მეტი მსხვერპლი. პეიჯერების გარკვეული რაოდენობა არ მუშაობდა ან გამორთული იყო. ზოგიერთი არ იყო განაწილებული და ჯერ კიდევ საცავში ინახებოდა“ – განაცხადა „ჰეზბოლას“ ლიდერმა.

მსგავსი თემები