“ამასაც ვასწავლი ჭკუას და პატივისცემას”- მერაბ დვალიშვილი ნურმაგედოვზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა დაღესტნელ უმარ ნურმაგედოვთან კონფლიქტის სათავეებზე ისაუბრა. „ქართველებო, რომ იცოდეთ, ეს ბიჭი არასწორია ჩემთან და არ დაუმსახურებია ჩემთან ბრძოლა. თუმცა, იმიტომ, რომ ხაბიბის ბიძაშვილია, ამასაც თეთრი ფაფახი აქვს, დაუმარცხებელია, არაბი შეიხებიდან ფინანური მხარდაჭერა აქვს, რომლებიც ასპონსორებენ UFC-ის, UFC-იც ხელს უწყობს და შეახვედრეს N2-ს რომ რეიტინგშიც კარგად ჩამჯდარიყო. მოკლედ UFC-ს აწყობს მისი გაჩემპიონება, რადგან ფინანსურად მომგებიანი იქნება ორგანიზაციისთვის. ამიტომ, მე მზად ვარ, ვებრძოლო მას და მივიღო ეგ გამოწვევა. ამასაც ვასწავლი ჭკუას და პატივისცემას”- აღნიშნა მერაბ დვალიშვილმა. დაღესტნელი მებრძოლების გულშემატკივრების გვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აღწერაში აქცენტი იმაზეა…

მეტი...

„საქართველო შორდება თავისივე გაცხადებულ სურვილს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ანტი-დემოკრატიული ქმედებებით“- მილერი

„საქართველო შორდება თავისივე გაცხადებულ სურვილს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ანტი-დემოკრატიული ქმედებებით“- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა. კერძოდ, მან ისაუბრა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ ერთხმად – 84 ხმით მიიღო. “ვიცი, რომ მათ [საქართველოს პარლამენტმა] მიიღეს ის [ანტი-LGBT კანონი], მაგრამ, როგორც ვიცი, ის ჯერ ბოლომდე არ გამხდარა კანონი, ჯერ კიდევ არის კითხვები ამ კანონპროექტთან, საბოლოო სტატუსთან დაკავშირებით, გახდება თუ არა კანონი. თუმცა, როგორც თვეების განმავლობაში ვამბობდით, საქართველო შორდება თავისივე გამოცხადებულ სურვილსა და ხალხის აშკარა სურვილს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ანტი-დემოკრატიული ქმედებებით, მოწყვლად და მარგინალიზებულ ხალხზე ზეწოლით… და…

მეტი...

“ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩეროს”- ევროკომისიის სპიკერი

ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩეროს თუ “ქართული ოცნება” თავის ავტორიტარულ ტრაექტორიას გააგრძელებს. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა გამოცემა Politico-სთან საუბარში განაცხადა. ევროკომისიის სპიკერი ამბობს, რომ “ყველა ვარიანტი განიხილება” თუ მმართველი “ქართული ოცნების პარტია” თავის ავტორიტარულ ტრაექტორიას გააგრძელებს, “მათ შორის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის პოტენციალური დროებითი შეჩერება.” “როგორც ევროკავშირი-საქართველოს ვიზალიბერალიზაციის დიალოგისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ნაწილი, საქართველოს კონკრეტული სტანდარტების დაკმაყოფილება მოეთხოვებოდა, მათ შორის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და დისკრიმინაციის აღკვეთის უზრუნველყოფა… შეფასება, რა თქმა უნდა, შენგენის სივრცის შიდა უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი მოვლენების შემთხვევაში მოხდება, ისევე როგორც საქართველოში შემდგომი დემოკრატიული ვარდნის შემთხვევაში” –…

მეტი...

„თუ საკუთარ სიცოცხლეს პატივს ჰსცემთ,სხვისი სიცოცხლე რატომ არ გიღირთ არაფრად?!“- მეუფე ზენონი

„თუ საკუთარ სიცოცხლეს პატივს ჰსცემთ,სხვისი სიცოცხლე რატომ არ გიღირთ არაფრად?! ჩვენ ვართ ქვეყანა,რომელიც ყალბი ბრწყინვალებით იმოსება და რომლის მოჩვენებითი ბრწყინვალების ქვეშ ადამიანი თანდათან ქრება“-  წერს მეუფე ზენონ ირაჯული. მეუფე ზენონი  სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მოუწოდებს – „იქნებ შეჩერდეთ სიცოცხლისთვის და დარჩეთ ადამიანებად“. „ცხედრები, მკვლელობები, ცხედრები დღენიადაგ! აი,სიძულვილით და სისასტიკით ნასაზრდოები ღატაკი ინდივიდუალური თუ “კოლექტიური სულის” შემოქმედება. ვინც სიძულვილის მომაკვდინებელ უღელს გაურიგდით და დაიდგით და ფიქრობთ, რომ საამურად მოეწყობით “მოარულ ცხედართა” სასაფლაოზე, იქნებ შეჩერდეთ სიცოცხლისთვის და დარჩეთ ადამიანებად. ადამიანურობის გამოვლენა თქვენს ძალას აღემატება?! თუ საკუთარ სიცოცხლეს პატივს ჰსცემთ,სხვისი სიცოცხლე…

მეტი...

„სანამ გაარკვიეს, საიდან მოდიოდა კივილი, ის უკვე კიბეებზე ჩარბოდა”- რას ყვება მეზობელი კესარია აბრამიძის მკვლელობის შესახებ

კესარია ამბრამიძის მეზობელის ინფორმაციით, ტრანსგენდერ  ქალს ფიზიკურად ზამთარშიც გაუსწორდნენ, მაშინ  მისი გადარჩენა შეძლეს. რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, ის ჟურნალისტებს უყვება, რომ სანამ გაარკვიეს საიდან მოდიოდა ხმა, მკვლელი უკვე გარბოდა. “ზამთარშიც იყო შემთხვევა, როცა მოუვარდა… მაშინ მეზობლებმა გადაარჩინეს – [ახლა] სანამ გაარკვიეს, საიდან მოდიოდა კივილი, ის უკვე კიბეებზე ჩარბოდა…”- აცხადებს კესარია აბრამიძის მეზობელი.

მეტი...

„ჰეზბოლას“ ლიდერი საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქებას „ომის გამოცხადებას“ უწოდებს და ისრაელს ემუქრება

ლიბანური შიიტური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქებას „ომის გამოცხადებას“ უწოდებს და ისრაელს ანგარიშსწორებით ემუქრება. მისი თქმით, გასული ორი დღის განმავლობაში ისრაელმა ხუთი ათასი ადამიანის ორ წუთში მოკვლა სცადა. მან მოწყობილობების აფეთქებას ლიბანისა და მთელი მსოფლიოს ისტორიაში უპრეცედენტო უწოდა. „ეს არის წმინდა წყლის ტერორიზმი. ჩვენ მომხდარს ვუწოდებთ სამშაბათისა და ოთხშაბათის ხოცვა-ჟლეტას. ეს არის ომის დანაშაული ან სულ მცირე ომის გამოცხადება. უფალი მოწყალეა და თავიდან აგვაცილა უფრო მეტი მსხვერპლი. პეიჯერების გარკვეული რაოდენობა არ მუშაობდა ან გამორთული იყო. ზოგიერთი არ იყო განაწილებული და ჯერ კიდევ საცავში ინახებოდა“ – განაცხადა „ჰეზბოლას“…

მეტი...

“ფიზკიკურად გაგვისწორდნენ, მე და ახალგაზრდებს, რომელთაგან ერთ-ერთი ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი”- წითლიძე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძე აცხადებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც მათ თავს დაესხნენ, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. როგორც ის ამბობს, ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც თავდასხმის მსხვერპლი გახდა, საავადმყოფოშია გადაყვანილი. “ვარიგებდით ბუკლეტებს, ვხვდებოდით მოსახლეობას, როდესაც 50 – მდე ადამიანი, “ოცნების“ მაისურებით მოგვვარდნენ. ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს და მერე პოლიციის თანდასწრებით, ფიზკიკურად გაგვისწორდნენ, მე და  ახალგაზრდებს, რომელთაგან ერთ-ერთი ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი. გვემუქრებოდნენ, რომ დაგვხოცავენ, რომ არ მოგვცემენ ფიზიკურად არსებობის შესაძლებლობას. შემდეგ დევნილები ჩამოვიდნენ კორპუსბიდან და თვითონ აიძულეს “ოცნების“ აქტივისტები დაეტოვებინათ ადგილი. „ოცნებამ“ იცის, რომ სამეგრელოში და კერძოდ ზუგდიდში გამარჯვების შანსი…

მეტი...

“გორში შერიგებისა და ურთიერთპატიების მნიშვნელობაზე ვისაუბრე, „ნაცმოძრაობამ“ შერიგებას ღალატი, ხოლო შენდობას მტრობა დაარქვა”- ივანიშვილი

„როდესაც ქალაქ გორში, ჩემს გამოსვლაში შერიგებისა და ურთიერთპატიების მნიშვნელობაზე ვისაუბრე, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ შერიგებას ღალატი, ხოლო შენდობას მტრობა დაარქვა. ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს ქართველ ხალხს, რომ გარდა ომისა და ნგრევისა, გარდა ეთნიკური შუღლის გაღვივებისა, მათთვის სხვა გზა და მიზანი არ არსებობს!“ – ამის შესახებ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, რუსთავში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ბიძინა  ივანიშვილმა შეკრებილებს მიმართა, უკვე ორ თვეზე მეტია , რაც მმართველი გუნდი გადაჭრით ამბობს, რომ 2008 წლის ომი, გარე დაკვეთით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო, თუმცა, არცერთ მათგანს მცდელობა არ ჰქონია, რომ თავი ემართლებინათ. “როდესაც ქალაქ…

მეტი...

კესარია აბრამიძის ფოტო, ყვავილები და სანთლები პარლამენტთან

პარლამენტის უკანა ტერიტორიაზე კესარია აბრამიძის ფოტო, ყვავილები და სანთლები მიიტანეს. ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე გუშინ საკუთარ სახლში მოკლეს. მას სხეულის სხვადასხვა არეში 20-ამდე ჭრილობა აქვს. ბრალდებული 26 წლის მამაკაცია. პოლიციამ ის უკვე დააკავა.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად აღიქვამდა”- ბიძინა ივანიშვილი

„სამუდამოდ ჩავაბარეთ წარსულს დრო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად აღიქვამდა და ისინი მხოლოდ არჩევნებზე ახსენდებოდა. დღეს სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი ადამიანია! საქართველოს თითოეული მოქალაქე, მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, თანასწორია და სრულად სარგებლობს ყველა იმ პრივილეგიით, რასაც სახელმწიფო მოქალაქეებს სთავაზობს“- განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა რუსთავში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, 2012 წელს რუსთავში უმუშევრობა, სიღატაკე და უკიდურესი გაჭირვება სუფევდა. „2012 წელს, ერთ დროს წელგამართულ, მშრომელი ხალხით დასახლებულ რუსთავში უმუშევრობა, სიღატაკე და უკიდურესი გაჭირვება სუფევდა. მაშინ რუსთაველებს დაგპირდით, რომ დაგიბრუნებდით ღირსებას, მაქსიმალურად ავითვისებდით…

მეტი...

უნგრეთში პარლამენტი დაიტბორა

ბუდაპეშტში მდინარე დუნაის ადიდების გამო ქალაქის ცენტრი დაიტბორა, დატბორილია ქვეყნის პარლამენტიც. ქალაქში გზები ნაწილობრივ გადაკეტილია. ინფორმაციას  ადგილობრივი მედია ავრცელებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, წყალდიდობა პიკს 21 სექტემბერს, საღამოს მიაღწევს. სტიქიის გამო ორბანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა გააუქმა. ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ მიუხედავად რთული სიტუაციისა, უნგრეთის ხელისუფლებას აქვს საკმარისი რესურსი წყალდიდობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მეტი...

იტალიაში ქარიშხალის შედეგად 2 ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა

იტალიის ჩრდილოეთში ქარიშხლის შედეგად 2 ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა, ხოლო დაახლოებით 1000  ადამიანი ევაკუირებულია. ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს. ამავე  ცნობით, კერძოდ, იტალიის ჩრდილოეთის ემილია-რომანიას რეგიონში ქარიშხალი “ბორისის” შედეგად 2 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება, ხოლო დაახლოებით 1000-ის ევაკუირებულია. ქარიშხალმა, რომელმაც აქამდე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. 2 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება რავენას პროვინციაში მდებარე ტრავერსარას დასახლებაში, მაშ შემდეგ რაც მდინარე ლამონე ადიდდა. წინასწარი ინფორმაციით, უკანასკნელ წყალდიდობას, რომელიც მეზობელ მარკეს რეგიონსაც შეეხო, მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მეტი...

„2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგაც ვცადეთ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება”- იენს სტოლტენბერგი

„2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგაც ვცადეთ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება, 2022 წლის იანვარშიც კი შევხდით ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში, თუმცა, როდესაც ახორციელებენ მეზობელ ქვეყანაში ინტერვენციას, აზრიანი დიალოგისთვის სივრცე თითქმის გაქრა“– ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოსამშვიდობებელი სიტყვის შემდეგ გამართულ დისკუსიისას განაცხადა. „მე მჯერა, რომ აბსოლუტურად სწორი იყო ჩვენს მეზობელ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბების მცდელობა ცივი ომის შემდეგ. კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ როდის გახდა ცხადი, რომ ეს არ მუშაობდა? რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგაც, ჩვენ ძალისხმევას მივმართეთ, ჩვენ ვცადეთ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესება. 2022 წლის იანვარშიც კი, როდესაც ჩვენ…

მეტი...

“საქართველო ბოდიშს არ მოიხდის!”- აქცია პარლამენტთან

“საქართველო ბოდიშს არ მოიხდის!” – ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია თბილისში,  პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა “დაფიონია”. სამოქალაქო აქტივისტები “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ “მას, ვინც მტერს ბოდიშს მოუხდის, მტერივით მოეკითხება”.

მეტი...

საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-21 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, შავი ზღვის სანაპიროსა და მიმდებარე რაიონებში, ასევე, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან ნაწილში შესაძლებელია ძლიერი. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

მეტი...

“ზუგდიდში ბუკლეტების დარიგებისას „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაგვესხნენ”- ანი წითლიძე

“ზუგდიდში, ბარამიას დასახლებაში, ბუკლეტების დარიგებისას „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაგვესხნენ. 20- ლარიანი სუს-ის აგენტი თეონა ქარდავა ჰყავდათ წინამძღოლად” – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძე FACEBOOK-ზე წერს. ამასთან, როგორც ანა წითლიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, თავდასხმაში 50-მდე ადამიანი მონაწილეობდა. „საარჩევნო კამპანიას ვატარებდი, დევნილების დასახლებაში ვარიგებდი ბუკლეტებს და ფლაერებს, როდესაც თავს დაგვესხნენ „ქართული ოცნების“ წევრები, აქედან ერთ-ერთი არის თეონა ქარდავა, რომელსაც „ქართული ოცნება“ 12 წლის განმავლობაში მსგავსი პროვოკაციებისთვის იყენებს. ეს არის ადამიანი, რომელიც წინა წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს რომ არბევდნენ, მონაწილეობდა. 50-მდე ადამიანი დაგვესხა თავს. მცდელობა ჰქონდათ…

მეტი...

ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრი ომის დაწყების საფრთხეზე საუბრობს

ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდალა ბუ ჰაბიბმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ბოლო დღეებში მომხდარი თავდასხმები, შესაძლოა, „ომის დასაწყისის“ მაუწყებელი იყოს. „ეს საშიში მომენტია და ჩვენ გვეშინია ომის დაწყების, რადგან არ გვსურს ომი. ადრე საზღვარზე იყო შეტაკებები, ზოგჯერ ვითარება მწვავდებოდა, მაგრამ ახლა საუბარია ომზე, ეს არის ომის დასაწყისი“, – განაცხადა აბდალა ბუ ჰაბიბმა. ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს უშიშროებისა საბჭოსა და აშშ-ს ლიბან-ისრაელის საზღვარზე მშვიდობის აღსადგენად დახმარებისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რომ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქებების მორიგი სერიის შედეგად დაიღუპა 14 და დაშავდა 450 ადამიანი. გუშინ კი ლიბანში პეიჯერების კოორდინირებული…

მეტი...

პოლიციამ ტრამპის მიტინგის ჩატარების ადგილას ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა

ამერიკელმა სამართალდამცველებმა ლონგ-აილენდში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგი უნდა ჩატარდეს, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. The Daily Mail-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მიტინგის ჩატარების ადგილას გაჩერებულ ერთ-ერთ ავტომობილში იპოვეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ახალი შემთხვევა ტრამპზე თავდასხმის მომზადების აღკვეთიდან სამი დღის შემდეგ მოხდა. მაშინ პოლიციელებმა ტრამპის გოლფის მოედანზე პალმ-ბიჩში 58 წლის რაიან უესლი რუთი დააკავეს. რაც შეეხება მანქანაში ნაპოვნ ასაფეთქებელ მოწყობილობას, პოლიციას ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია. გამოკითხვაზეა გადაყვანილი კინოლოგი, რომლის ძაღლმაც აღმოაჩინა ეს მოწყობილობა. თავად მანქანის პატრონი კი მიიმალა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ტრამპის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიცია და…

მეტი...

ირანს ისრაელის პრემიერ-მინისტრის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი – ებრაული მედია

ირანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის, უსაფრთხოებისა სამსახურის უფროსის რონენ ბარისა და ყოფილი პრემიერის ნაფტალი ბენეტის მკვლელობა დაგეგმა. ებრაული მედიის ცნობით, ირანმა ეს აქცია 31 ივლისს თეირანში „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ დაგეგმა. ირანი ამაში ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურს „მოსადს“ ადანაშაულებს. გეგმის სისრულეში მოსაყვანად ირანმა ებრაელი ბიზნესმენი გადაიბირა, რომელიც დიდ დროს თურქეთში ატარებდა. ებრაელი ბიზნესმენი რამდენჯერმე მალულად თურქეთიდან ირანში გადავიდა, სადაც ირანელებთან ოპერაციის დეტალები განიხილა. ის ამის სანაცვლოდ 1 მილიონ დოლარს ითხოვდა. ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა ებრაელი ბიზნესმენის დადგენა და დაკავება შეძლო. ახლა მის საქმეს სასამართლო განიხილავს.

მეტი...

უნგრეთი და ნიდერლანდები ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკაზე უარის თქმას გეგმავენ

უნგრეთი ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკაზე უარის თქმას აპირებს. ინფორმაციას DW ავრცელებს. „არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებაა საჭირო“, – ციტირებს გამოცემა უნგრეთის ევროპულ საკითხთა მინისტრს იანოშ ბოკას. DW მტკიცებით, უნგრეთი შესაბამისი განცხადებით ევროკომისიას მიმართავს. მანამდე ანალოგიური განაცხადით ევროკომისიას ნიდერლანდებმა მიმართა. როგორც ნიდერლანდების უმსხვილესი მემარჯვენე პოპულისტური „თავისუფლების“ პარტიის ლიდერმა გერტ ვილდერსმა განაცხადა, „ეს იმის ნიშანია, რომ ახალმა ქარმა დაუბერა“. იმისათვის, რათა უნგრეთი და ნიდერლანდები ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკას გამოეთიშონ 27 წევრი-სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო.

მეტი...

EU-მ უკრაინას უნდა მისცეს უფლება, დასავლური იარაღით რუსეთში ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებს დაარტყას – ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინას მისცენ უფლება, გამოიყენოს დასავლური იარაღი რუსეთში ლეგიტიმური სამიზნეების წინააღმდეგ. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 425-მა ევროდეპუტატმა, 63-მა თავი შეიკავა, ხოლო 131 წინააღმდეგი იყო. რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ არსებული შეზღუდვების მოხსნის გარეშე, უკრაინა ვერ შეძლებს სრულად გამოიყენოს თავდაცვის უფლება, რაც მის მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურას დაუცველს ტოვებს. ევროპარლამენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის არასაკმარისი მიწოდება და მათი გამოყენების შეზღუდვა ქმნის რისკს, რომ აქამდე გაწეული ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდეს. ევროპარლამენტის დეპუტატებმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდეს, შეასრულონ 2023 წლის მარტში აღებული ვალდებულებები, უკრაინისთვის ერთი მილიონი ჭურვის გადაცემის…

მეტი...

გერმანია უკრაინელი ჯარისკაცების სამკურნალოდ 50 მილიონ ევროს გამოყოფს

გერმანიის მთავრობა დაჭრილი და დაშავებული უკრაინელი ჯარისკაცების სამკურნალოდ 50 მილიონ ევროს გამოყოფს. ახალი ინიციატივის ფარგლებში უკრაინელი სამხედროების გერმანიის სამედიცინო დაწესებულებებში რეგისტრაციაც გამარტივდება. უკრაინელი ჯარისკაცების სტაციონარული მკურნალობის ხარჯებს მომავალში ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე გერმანიის ფედერალური ორგანოები დაფარავენ. ინფორმაციის თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან გერმანულმა კლინიკებმა 1 173 მძიმედ დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებსა და მშვიდობიანი მოქალაქეებს უმკურნალეს.

მეტი...

,,ჩვენ ხელმოწერისთვის მზად ვიყავით გუშინ, შეიძლება ესე ჩათვალეს ამ ეტაპზე” – ხაზარაძე გახარიას პარტიის განცხადებაზე

,,ჩვენ ამ ხელმოწერისთვის ვიყავით მზად გუშინ, როცა დავტოვე პრეზიდენტის სასახლე დღეს 2 საათზეც, თქვენ გითხართ ამის შესახებ. შეიძლება ესე ჩათვალეს ამ ეტაპზე”, – მამუკა ხაზარაძე გახარია-საქართველოსთვის პარტიის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ,,ლელოში” არსებობდა მზაობა შეთანხმების მიღწევაზე, მისივე თქმით, ის კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” სახელით საუბრობს. ხაზარაძისთვის გახარიას პარტიის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა: ,,3 საათი იყო თუ 4 იყო დაწყებული, ვნახე განცხადება, რომელიც გახარიას პარტიამ გამოაქვეყნა. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ იმ პრინციპებზე რაც გუშინ მოვილაპარაკეთ და ეს პრინციპებია ჩვენი ქვეყნის დაყენება ევროპულ გზაზე, ქართული ოცნების გასტუმრება, ძლიერი კოალიციის შექმნა და ყველა…

მეტი...

,,საქართველო არასდროს არ მოიხდის ბოდიშს, დღეს არის სიძლიერის და საკუთარი სიმართლის გატანის დრო” – მიხეილ სააკაშვილი

ბიძინა ივანიშვილის გორში გაკეთებულ განცხადებას დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, ,,ვივა მედიდან” ჩართვისას, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ დღევანდელ მსოფლიოში სისუსტისა და ბოდიშების მოხდის დრო არ არის და ის არ აპირებს ბოდიშის მოხდას იმ საქმეების გამო, რომელიც მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთდა. ,,ეს კაცი თვითონ ჩაიკეტა გალიაში და მეც ჩამკეტა გალიაში. მან კარგად იცის რამხელა მხარდაჭერა მაქვს, როგორ მიყვარს ჩემი ხალხი და როგორ ვუყვარვარ ჩემს ხალხს. თვითონ არის გალიაში ჩაკეტილი იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცის თუ როგორ ეზიზღებათ, ეს იცის. ამ ზიზღსაც დამსახურება უნდოდა…

მეტი...

,,დუმილის უფლებას იყენებს, ჩვენება არ მიუცია” – ბექა ჯაიანის ადვოკატი

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი დუმილის უფლებით სარგებლობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა დიღმის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. სალომე არდოტელმა ჯაიანი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა. ,,გასაუბრების შესაძლებლობა მქონდა, თუმცა, კომუნიკაცია, რომელიც ჩვენს შორის შედგა, კონფიდენციალურია. ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ჩვენება არ მიუცია, საქმის მასალებს არ ვიცნობ, ბრალის წარდგენა ხვალ იქნება”, – განაცხადა არდოტელმა.

მეტი...

ცნობილია, სად და როდის დაკრძალავენ კესარია აბრამიძეს

მოდელისა და მსახიობის კესარია აბრამიძის სამოქალაქო პანაშვიდი ალექსანდრე საშა იოსელიანის N96-ში გაიმართება, ჯიქიას სახელობის სასაფლაოს მდებარე დარბაზში. ახლობლების ცნობით, უკანასკნელ გზაზე კვირას, 22 სექტემბერს, 14:00 სააღზე გააცილებენ და ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კესარიას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამით მიმდინარეობდა. გამთენიისას კი ცნობილი გახდა, რომ მკვლელი დააკავეს. ბრალდებული ქუთაისის აეროპორტში აიყვანეს და ის სავარაუდოდ, ქვეყნის დატოვებას გეგმავდა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული მეგობარი მამაკაცია, რომელიც მასზე ადრეც ძალადობდა.

მეტი...

ევროკავშირი უკრაინას 160 მილიონ ევროს ზამთართან გასამკლავებლად გამოუყოფს

,,ევროკავშირი უკრაინას 160 მილიონ ევროს გამოუყოფს, რათა ქვეყანა ზამთრის სიცივეებს გაუმკლავდეს”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. „მე შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ უკრაინას ზამთრისთვის დამატებით თანხებს, დაახლოებით 160 მილიონ ევროს გამოვუყოფთ. გამოყოფილი თანხის 60 მილიონი ევრო ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება, მაგალითად თავშესაფრების გაშლასა და გამათბობლების შესყიდვას, ხოლო 100 მილიონი ევრო სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. მან ასევე აღნიშნა, რომ 100 მილიონი ევრო უკრაინას გადაეცემა ევროპაში გაყინული რუსული აქტივების წყალობით. ფონ დერ ლაიენის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირმა უკრაინას ენერგეტიკის მხარდასაჭერად დაახლოებით 2 მილიარდი ევრო უკვე…

მეტი...

მესტიის მუნიციპალიტეტში, ტყეში ხანძარია

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი შერეულ ქვედა საფარს გაუჩნდა. უწყების ცნობით, ცეცხლი ლოკალიზებულია და ამ წუთებში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მეტი...

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მომავალ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკის სავარაუდოდ შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც მომავალ კვირას აშშ-ში ჩასვლას გეგმავს. „სავარაუდოდ, დიახ“, – ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას, შეხვდება თუ არა უკრაინელ ლიდერს. მანამდე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ სურდა, სამშვიდობო გეგმა წარედგინა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის და პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის, კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპისთვის. როგორც „როიტერი“ წერს, ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ში ჩავა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა.

მეტი...

კესარია აბრამიძეს 20-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული – ბრალდებული ქუთაისის აეროპორტთან დააკავეს

კესარია აბრამიძის ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა. მოკლული სარიტუალო დარბაზშია გადასვენებული. მას დანით 20-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. დაკავებულთან დროებითი მოთავსების იზოლატორში საზოგადოებრივი ადვოკატი, სალომე არდოტელი ცოტა ხნის წინ შევიდა. უფლებადამცველი ამ ეტაპზე არ იცნობს ჯაიანის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებს, უცნობია მისი პოზიციაც. შეგახსენებთ, გენდერული ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის გამო აბრამიძის მეგობარი მამაკაცი, 26 წლის ბექა ჯაიანია დაკავებული. მას ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ. სადარბაზოში დამონტაჟებული უსაფრთხოების კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ ბრალდებული აბრამიძესთან დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ის სადარბაზოს ნაჩქარევად ტოვებს. ჯაიანი მოგვიანებით ქუთაისის აეროპორტთან დააკავეს.

მეტი...

ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა

ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. შტორმ „ბორისის“ შედეგად, ჩეხეთში, ავსტრიაში, პოლონეთსა და რუმინეთში წყალდიდობაა. შვიდი ადამიანი დაიღუპა რუმინეთში, შვიდი პოლონეთში, ხუთი ავსტრიაში, ოთხი კი ჩეხეთში. პოლონეთის რამდენიმე ქალაქში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესი შეჩერებულია. სტიქიის ზონებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა. მდინარე დუნაის ადიდებისა მოსალოდნელი წყალდიდობისთვის ემზადებიან სლოვაკეთისა და უნგრეთის დედაქალაქებში.

მეტი...

ილონ მასკი აცხადებს, რომ Neuralink-ის ახალი იმპლანტი უსინათლო ადამიანებს მხედველობას დაუბრუნებს

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ მისი კომპანია Neuralink-ის ახალი იმპლანტი Blindsight უსინათლო ადამიანებს მხედველობას დაუბრუნებს. „ეს მოწყობილობა მხედველობის უნარს დაუბრუნებს მათაც კი, ვინც ორივე თვალი და მხედველობის ნერვებიც დაკარგა. იმ შემთხვევაში თუ მხედველობის ქერქი არ არის დაზიანებული, მოწყობილობა მხედველობის უნარს უსინათლოდ დაბადებულებსაც შესძენს“, – აცხადებს მასკი. მისი თქმით, თავიდან Blindsight-ი გამოსახულებას დაბალი რეზოლუციით გადასცემს, მაგრამ საბოლოო ჯამში შეიძლება ბუნებრივ მხედველობასაც აჯობოს და მისი მომხმარებელი სამყაროს ინფრაწითელ და ულტრაიისფერ სპექტრშიც დაინახავენ. Blindsight-მა უკვე მიიღო „გამრღვევი მოწყობილობის“ სტატუსი აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების მარეგულირებელი სააგენტოსგან (FDA), რაც მისი გამოყენების დაწყებას დააჩქარებს.

მეტი...

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება რატიფიცირებისთვის დუმას წარუდგინა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო დუმას რატიფიკაციისთვის წარუდგინა შეთანხმება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ. შესაბამისი დოკუმენტი 19 სექტემბერს განთავსდა რუსეთის ფედერაციის პარლამენტის პალატის საკანონმდებლო საქმიანობის მონაცემთა ბაზაში. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ,,რატიფიცირდეს რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის 2023 წლის 23 აგვისტოს ქალაქ ცხინვალში ხელმოწერილი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმების”, – ნათქვამია დოკუმენტში. დოკუმენტში მოცემულ განმარტებით ბარათსა და მთავრობის დასკვნაში მითითებულია, რომ ,,ამ შეთანხმების განხორციელება ხელს შეუწყობს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით”. იმავდროულად, ცხინვალის საოკუპაციო…

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე დააკავე

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ იქნა დაკავებული საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ,,აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ,,ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება  საოკუპაციო ძალას”, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

მეტი...

,,არ ვიცი, რა ესაქმება პრეზიდენტს პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებებში” – კახა კალაძე

„გახარიასა და ხაზარაძეს ერთმანეთი არ მოსწონთ, თუმცა, დაავალეს გაერთიანება, რომ საარჩევნო ბარიერი როგორმე ერთად გადალახონ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი თემის კომენტირებისას ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მისთვის გაუგებარია გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის შესაძლო გაერთიანების საკითხზე გამართულ მოლაპარაკებებში რატომ არის ჩართული ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი საერთოდ პრეზიდენტს რა ესაქმება პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებებში. თუმცა, ყველაფერი ძალიან მარტივია და საზოგადოებისთვისაც ცხადია. ეს ყველაფერი მოდის გარედან, ხდება გარე დირექტივების შესრულება. უბრალოდ ამაში ჩართულია სალომე ზურაბიშვილი და ის კონკრეტული ორი პოლიტიკური პარტია. მათ, რა თქმა უნდა, ერთმანეთი…

მეტი...

,,ერთხელ ხომ უკვე დაგვასანქცირეს თქვენი ინფორმაციით, ახლა მეორედ დავსანქცირდით?” – კახა კალაძე

„რომელი სანქციები, ერთხელ ხომ უკვე დაგვასანქცირეს თქვენი ინფორმაციით, მეორედ დავსანქცირდით? დღეს ვარ ისეთი ამაყი, როგორც არასდროს, რადგან ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც იცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, იცავს ქვეყანაში მშვიდობას, სიმშვიდეს და არავის ვაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ თავისი დიდი ქვეყნის ინტერესებისთვის, ისეთი პატარა, თუმცა ძალიან დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა, როგორიც საქართველოა, გამოიყენოს და ჩააგდოს მსგავს მძიმე მდგომარეობაში, რაც უკრაინაშია“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებულ შეკითხვას.ერთხელ ხომ უკვე დაგვასანქცირეს

მეტი...