ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სილვინიომ საქართველოსთან მოახლოებული შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ნაკრები კარგად მომზადებული და ძლიერი გუნდია. „ამ ჯგუფში ყველაფერია მოსალოდნელი. უკრაინა და ჩეხეთი ძალიან ძლიერი გუნდებია, ხოლო საქართველო თუ ჯერ არ გინახავთ, ის კარგად მომზადებული, ფიზიკურად და ტექნიკურად ძლიერი ნაკრებია. მათ შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ, რომელმაც ბევრი იშრომა. ყველა მწვრთნელი გუნდს გამარჯვებისთვის ამზადებს. ვფიქრობ, ხვალ ძალიან კარგი მატჩი გველის, მოწინააღმდეგემ იცის, რომ მაღალი ინტენსივობის თამაში იქნება. ჩვენ კი თუ გვსურს შედეგს მივაღწიოთ, მაღალ ტემპში უნდა ვითამაშოდ. საქართველო ძალიან კარგი ევროპული დონის ნაკრებია, თუმცა, ვფიქრობ, მათ წინააღმდეგ ძალიან კარგად ვითამაშებთ. საქართველოს ნაკრებს კვარაცხელიას გარდა უმაღლესი…
მეტი...დღე: სექტემბერი 9, 2024
რეჯეფ თაიფ ერდოღანი მუსლიმური ქვეყნების ლიდერებს ღაზაში მიმდინარე ომის შესახებ სამიტის გამართვისკენ მოუწოდებს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მუსლიმური ქვეყნების ლიდერებს ღაზაში მიმდინარე ომის შესახებ სამიტის გამართვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციას მოუწოდა, მოიწვიოს საგანგებო სამიტი ღაზაში მიმდინარე ომისა და „ისრაელის მიერ იერუსალიმზე განხორციელებული თავდასხმების განსახილველად“. „წარმოუდგენელია, რომ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომლის მოვალეობაა იერუსალიმის საკითხზე ზრუნვა, გულგრილი დარჩეს ამ თავდასხმების მიმართ. აუცილებელია, რომ ორგანიზაცია შეიკრიბოს, რაც შეიძლება მალე”,- განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით, თურქეთი მიმართავს ჰააგის სასამართლოს, თურქეთისა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე აიზენურ ეზგი ეიგის მკვლელობის გამო, რომელიც გასულ კვირას დასავლეთ სანაპიროზე, ებრაული დასახლებების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო…
მეტი...იტალიაში მწვრთნელი მინდორზე შევარდა და მეტოქის მცველი წააქცია
იტალიაში მეექვსე დივიზიონის მატჩში „პონტასიევესა“ და „სუბიანოს“ შორის გააძევეს სტუმრების ერთ-ერთი მწვრთნელი ანდრეა ბენედეტი. 54 წლის სპეციალისი მინდორზე შეიჭრა და წააქცია მეტოქე ფეხბურთელი, როცა ის მეკარესთან პირისპირ გადიოდა. ჯარიმის შემდეგ ბენედეტიმ, რომელიც 2008-11 წლებში ასისტენტად მუშაობდა „ფიორენტინაში“, ხელები გაშალა, თითქოს თავისი საქციელისთვის ბოდიშს იხდიდა. მაგრამ ამან მწვრთნელს ვერ უშველა – მსაჯმა მას წითელი ბარათი უჩვენა. გულშემატკივრები მოუწოდებენ იტალიის ფეხბურთის ფედერაციას, სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს ბენედეტის.
მეტი...„ტანჯვის დონე, რომელსაც ჩვენ ღაზაში ვხედავთ, უპრეცედენტოა”- გაერო-ს გენერალური მდივანი
“გაერო მზადაა, მხარი დაუჭიროს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ნებისმიერ შეთანხმებას”- ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა „ასოშიეითიდ პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა. გუტერეშმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ისრაელი გაერო-ს ამ როლს დათანხმდეს. „რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით გავაკეთოთ ყველაფერი, რასაც საერთაშორისო საზოგადოება მოგვთხოვს, თუმცა საკითხავია, მიიღებენ თუ არა ამას მხარეები, მიიღებს თუ არა ამას ისრაელი“- აღნიშნა გუტერეშმა. ამასთან, გუტერეშმა ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტის გადაუდებელ აუცილებლობას. „ტანჯვის დონე, რომელსაც ჩვენ ღაზაში ვხედავთ, უპრეცედენტოა ჩემი გაერო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. არასდროს მინახავს სიკვდილისა და ნგრევის ასეთი დონე, როგორსაც ბოლო თვეების განმავლობაში ღაზაში ვხედავთ“-…
მეტი...უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის დროებითი რწმუნებული დაიბარეს
თეირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების შესაძლო მიწოდების გამო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის დროებითი რწმუნებული დაიბარეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ამავე ცნობით, საგარეო უწყებაში შეშფოთება გამოთქვეს და ირანელი დიპლომატი მკაცრად გააფრთხილეს, რომ რუსეთისთვის რაკეტების მიწოდებას ექნება დამანგრეველი და გამოუსწორებელი შედეგები ორმხრივი ურთიერთობებისთვის. გასულ კვირას გამოცემა „უოლ სთრით ჯოურნალმა“ ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანმა რუსეთს მცირე რადიუსზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები გადასცა.
მეტი...გერმანია სახმელეთო საზღვრებზე საპასპორტო კონტროლს იწყებს
გერმანია სახმელეთო საზღვრებზე საპასპორტო კონტროლს დროებით აღადგენს. როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეიზერმა განაცხადა, გერმანიამ აღნიშნულის შესახებ ევროკავშირს აცნობა. მისი თქმით, საფრანგეთთან, ლუქსემბურგთან, ნიდერლანდებთან, ბელგიასა და დანიასთან სასაზღვრო კონტროლი 16 სექტემბრიდან დაიწყება და თავდაპირველად ექვს თვეს გაგრძელდება. ამ გადაწყვეტილების მიზანია არალეგალურ მიგრაციასთან, ასევე ისლამისტური ტერორისტული ჯგუფებისა და საერთაშორისო კრიმინალური ორგანიზაციებისგან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავება.
მეტი...რუმინეთში რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ინფორმაციას რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ფრაგმენტები ახლა „კანონის შესაბამისი პროცედურების თანახმად“ ექსპერტიზას გადასცეს. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნამსხვრევები დასახლებული პუნქტების გარეთ აღმოაჩინეს და ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა. გასულ ღამეს რუმინეთის საჰაერო სივრცეში, სულ მცირე, ორი რუსული „შაჰედი“ შეიჭრა. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო სამართლის პატივისცემის მოწოდება გასცა, კერძოდ, რუმინეთის საჰაერო სივრცის ხელშეუხებლობა.
მეტი...“საქართველოს ნაკრების კარის “მშრალად” შენახვა პირველად სწორედ ალბანეთში მოვახერხე”- მამარდაშვილი
“საქართველოს ნაკრების კარის “მშრალად” შენახვა პირველად სწორედ ალბანეთში მოვახერხე, იმედია, ამ სტადიონიდან ხვალაც კარგი მოგონებები გამყვება “ – ამის შესახებ ალბანეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გიორგი მამადაშვილმა განაცხადა. საქართველოს ნაკრების მეკარე ხვალაც მძიმე შეხვედრას ელის. „ვიცით, რომ ყველა ბილეთი გაიყიდა და ტრიბუნაზე საფეხბურთო ატმოსფერო იქნება. თუმცა, ჩვენ წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ. საქართველოს ნაკრების კარის “მშრალად” შენახვა პირველად სწორედ ალბანეთში მოვახერხე. მაშინ ევროპული კარიერა ახალი დაწყებული მქონდა. ამის შემდეგ, ვფიქრობ, საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინე. იმედია, ისე ვითამაშებთ, როგორც ჩეხეთთან, გავიმარჯვებთ და ამ სტადიონიდან ხვალაც კარგი მოგონებები გამყვება. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის –…
მეტი...შვედეთი უკრაინას 400 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების ახალი პაკეტს გადასცემს
შვედეთის მთავრობა უკრაინას 400 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების ახალი პაკეტს გადასცემს.როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეს რიგით მე-17 დახმარების პაკეტია. შვედეთის მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხარდაჭერის პაკეტით შვედეთი გადადის უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ახალ ფაზაში. მხარდაჭერის პაკეტი მოიცავს სახმელეთო საბრძოლო სამხედრო აღჭურვილობას, Robot System 70 -ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს. პაკეტში ასევე შედის საბრძოლო თვითმფრინავებისთვის სათადარიგო ნაწილები, აღჭურვილობა ჯავშანტექნიკისთვის და საბრძოლო მანქანებისთვის. გარდა ამისა, პაკეტი მოიცავს ყუმბარმტყორცნებს, მცირე კალიბრის საბრძოლო მასალას და საბრძოლო კატერებს.
მეტი...“ისმის კითხვა, ხომ არ სარგებლობს კეზერაშვილი ხელშეუხებლობის გარანტიით რადიკალების დაფინანსების სანაცვლოდ?”- პაპუაშვილი
„რალეგალური ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული თანხების გადარიცხვის ბოლოდროინდელმა სკანდალმა ნათლად დაგვანახა, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, უსაგნო მორალისტობის ნაცვლად, რომ დაეხმარონ საქართველოს, თავიდან აირიდოს სასიცოცხლო საფრთხეები“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილი ამბობს, რომ უცხოელმა პარტნიორებმა კარგად იციან ეს „საიდუმლო“. „უკანონო წყაროებიდან მოპოვებული ეს არალეგალური პოლიტიკური დაფინანსება არსად ფიქსირდება და არც რაიმე ფორმით აღირიცხება. ენმ-ს უკანონო დაფინანსება ღია საიდუმლოებაა. ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა კარგად იციან ეს „საიდუმლო“. მეტიც, კეზერაშვილს საქართველოში ხუთწლიანი თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი სახელმწიფო თანხების მითვისებისთვის. ამ ისტორიის ნამდვილი პარადოქსი ისაა, რომ კეზერაშვილი, რომლის დანაშაული…
მეტი...“დასავლეთი უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთთან პატიოსნად მოლაპარაკებას არ აპირებს”- ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთი უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთთან პატიოსნად მოლაპარაკებას არ აპირებს. „უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის ინიციატივა, დიდი ხანია, ცნობილია და ყველას მობეზრებული აქვს, ეს სუფთა წყლის ულტიმატუმია. დასავლეთის მიერ ამ ულტიმატუმზე ჩაბღაუჭება მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: დასავლეთს არ სურს პატიოსნად მოლაპარაკება და სურს, გააგრძელოს ყველაფრის კეთება, რათა რუსეთი, როგორც თავად აქვთ იმედი, მიუახლოვდეს იმ ვითარებას, როდესაც შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ მათ რუსეთს ბრძოლის ველზე სტრატეგიული მარცხი მიაყენეს“- განაცხადა ლავროვმა.
მეტი...“შევეცდებით, რომ ისეთი ფეხბურთი ვაჩვენოთ და ვითამაშოთ, როგორც ჩეხეთის ნაკრებთან”- ვილი სანიოლი
ალბანეთთან შეხვედრამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ტირანას „ეარ ალბანია არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული შეხვედრისთვის გუნდის მზადებაზე ისაუბრა. „ალბანეთის ნაკრებმა, ისევე როგორც ჩვენ, ევროპის ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინა. ვიცით, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვხვდებით. სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იქნება და რთულ გარემოში მოგვიწევს თამაში. ეს ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა, რომ ფხიზლად ითამაშონ. ორი წლის წინ ალბანეთთან ამხანაგური მატჩი ფრედ (0:0) დავასრულეთ და მეტოქე კარგად შევისწავლეთ. შევეცდებით, რომ ისეთი ფეხბურთი ვაჩვენოთ და ისევე კონცენტრირებულად ვითამაშოთ, როგორც თბილისში ჩეხეთის ნაკრებთან მოვახერხეთ. მიუხედავად ანგარიშისა, ვერ ვიტყვი, რომ ჩეხეთთან იოლი მატჩი გვქონდა – უბრალოდ ფეხბურთელებმა ამ დღეს საუკეთესო თამაში…
მეტი...“საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დაადასტუროს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ერთგულება”- ვარჰეი
“საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დაადასტუროს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ერთგულება და ევროკავშირის გზაზე წინ წაიწიოს”- ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა. ვარჰეი ამბობს, რომ ევროკავშირი მზადაა გაფართოებისთვის და მზად არის, მიესალმოს ახალ წევრ ქვეყნებს უახლოეს წლებში. „გასული თვეებისა და წლების განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილებები და ვამაყობ კომისიის წარმატებებით გაფართოებასთან დაკავშირებით, რადგან ეს მართლაც შთამბეჭდავია. ჩვენ მივიღეთ ოთხი ახალი განაცხადი ორგანიზაციის წევრობისთვის. ეს ქვეყნებია უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და კოსოვო. კანდიდატის სტატუსი მიენიჭა უკრაინას, მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას. საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დაადასტუროს ევროკავშირის გაწევრიანებისადმი ერთგულება და ევროკავშირის გზაზე წინ წაიწიოს.…
მეტი...პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯილდოებს
13 სექტემბერს, ორბელიანების სასახლის წინ გაიმართება სახალხო ზეიმი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯილდოებს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ვლადიმერ ონოფრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, ათონელის ქუჩის მიმდებარედ, ორბელიანების სასახლის წინ გაიმართება სახალხო ზეიმი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს ჯილდოებს გადასცემს. ჩვენ ვეპატიჟებით ყველას. იმედი გვაქვს, რომ მოვა ბევრი ხალხი, სადაც საზოგადოებას ექნება საშუალება, რომ მიულოცოს ოლიმპიელებს გამარჯვება, იზეიმოს მათთან ერთად, გადაიღოს ფოტოები, ნახო მისი კუმირები. ღონისძიებას ექნება მუსიკალური ნაწილიც – დაჯილდოების შემდეგ იქნება ლელა წურწუმიას და „ჩვენი ბენდის“ სოლო…
მეტი...რესპუბლიკის მოედანზე საქართველოსა და ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრის საჯარო ჩვენება გაიმართება
პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენება გაიმართება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას მერია ავრცელებს. “შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 9 სექტემბრის 21:00-დან 11 სექტემბრის 12:00 საათამდე იმოქმედებს. დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და…
მეტი...“გვაქვს პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს”- ჰელსინკის კომისია
“გვაქვს პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ისინი არიან რუსული ჩარევისა და დემოკრატიის ეროზიის წინაშე”- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც პლატფორმა X-ზე გამოქვეყნდა. „ქართველმა ხალხმა აირჩია მომავალი, რაც არის თავისუფალი, დემოკრატიული და ევროატლანტიკური ინსტიტუტების ნაწილი. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ მათ ამ რეალობის მიღწევაში, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ისინი არიან რუსულ ჩარევისა და დემოკრატიის ეროზიის წინაშე საკუთარ სახლში“- წერს ჰელსინკის კომისია.
მეტი...“აშშ-ს ფინანსური დახმარება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტს გაურკვეველი ვადით შეუჩერდა”- გოდოლაძე
“ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფო სსიპ-ია, შესაბამისად, ფინანსური შეზღუდვები, რომლებიც აშშ-ის მთავრობამ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო დააწესა, შეეხო მიზნობრივ პროგრამასაც, რომლის ბენეფიციარებიც ჩვენ ვიყავით “ – ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც გოდოლაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატებისგან ფინანსური დახმარება გაურკვეველი ვადით არის შეჩერებული. „ამჟამად ვმუშაობდით სეისმური საფრთხის რუკების განახლებულ ვერსიაზე, რომელსაც რა თქმა უნდა აშშ აფინანსებდა. აშშ აფინანსებდა ასევე მონიტორინგის სისტემების მოვლისა და შენახვისათვის საჭირო სამუშაოების უდიდეს ნაწილს. აპარატურის შეძენა და ინსტალაცია არაა საკმარისი,…
მეტი...“სამსახურიდან გაგდებას დიდი ხანია ველი”- ლაშა ბაქრაძე
“სამსახურიდან გაგდებას დიდი ხანია ველი, მაგრამ სასიამოვნო იქნებოდა, სულ ცოტა, ეს ინფორმაცია არა მედიიდან გამეგო, ან კულტურის სამინისტროს საიტზე მენახა, არამედ სამინისტროდან ვინმე შემხმიანებოდა”- ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერი ლაშა ბაქრაძე აცხადებს. ბაქრაძე ამ განცხადებით, ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ კულტურის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა. ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. “სამსახურიდან გაგდებას მე უკვე დიდი ხანია, მოველი. შეიძლება ითქვას, უკვე რამდენიმე წელიც არის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვმონაწილეობდი სხვადასხვა პროტესტში და მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში წამოვედი, ჩემთვის ცხადზე ცხადი იყო,…
მეტი...„ცხოვრების სიყვარულის პოვნა ღმერთის უდიდესი საჩუქარია“ – ილია თოფურიას და მისი მეუღლის ოჯახური კადრები
UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუია პირველი საერთო შვილის მშობლები ცოტა ხნის წინ გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც დედის სახელი, ჯორჯინა დაარქვეს. ჯორჯინასთვის ეს პირველი შვილია, ილიას კი პირველი ქორწინებიდან უკვე ჰყავს ვაჟი. ამჯერად ჯორჯინა უსაყვარლეს ოჯახურ კადრებს გვიზიარებს: ,,ცხოვრების სიყვარულის პოვნა ღმერთის უდიდესი საჩუქარია“, – წერს ის სოციალურ ქსელში.
მეტი...საქართველოსა და ჩინეთს შორის სატვირთო ავიარეისების რაოდენობა გაიზარდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ავიაკომპანია SF Airlines-მა, რომელმაც საქართველოzს მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული სატვირთო ფრენების განხორციელება მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაიწყო, გაზარდა ოპერირების სიხშირე ურუმჩი – თბილისის – ურუმჩის საჰაერო ხაზზე. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. კერძოდ, სექტემბრიდან, ავიაკომპანია აღნიშნული მიმართულებით პირდაპირ სატვირთო რეისებს კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, SF Airlines-ს გაზრდილი სიხშირით ფრენების შესრულების ნებართვა უკვე მიენიჭა.
მეტი...ლაშა ბაქრაძე თანამდებობიდან გათავისუფლდა
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე, თანამდებობიდან გათავისუფლდა. უწყების ცნობით, ბაქრაძის მიმართ ჩაატარა დისციპლინური წარმოება, რომელიც ეხებოდა 3 სექტემბერს მის განცხადებას ვასო გოძიაშვილის სახელობის სკვერში გამართულ ღონისძიებაზე. ,,ფაქტებისა და გარემოებების შესწავლითა და ინფორმაციის ანალიზით დასტურდება, რომ ლაშა ბაქრაძემ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, რაც გულისხმობს ზნეობრივ-ეთიკური ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფას ან დარღვევას, არაეთიკურ საქციელს ან სხვა ქმედებას, რომელსაც შედეგად მოჰყვა დაწესებულების დისკრედიტაცია, მიუხედავად იმისა სამსახურშია იგი ჩადენილი თუ მის გარეთ. დასკვნის საფუძველზე, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.…
მეტი...,,გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ ვართ წარმატებულები ამ ბოლო პერიოდში” – ლაშა დვალი ალბანეთთან შეხვედრის წინ
საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ ტირანაში, ალბანეთს დაუპირისპირდება. ჩეხეთის ნაკრებთან მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი ერთა ლიგის მორიგი შეხვედრისთვის უკვე ემზადება. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ლაშა დვალის თქმით, გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, რაც მოედანზეც ჩანს. ,,გუნდში ძალიან კარგი განწყობა არის. მგონია, რომ ეს მოედანზეც ჩანს და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატომაც ვართ წარმატებულები ამ ბოლო პერიოდში. მნიშვნელოვანია ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ერთა ლიგაც იგივე ენთუზიაზმით და იგივე ბრძოლის უნარიანობით გაგვემართა ეს თამაში, მოგებით დაგვეწყო. გახარებულები ვართ, რომ მოგება მოვახერხეთ. შემდეგ თამაშებშიც იმავეს შევეცდებით”, – აღნიშნა ლაშა დვალმა.
მეტი...,,ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს” – პიტერ სტანო
ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენლის, პიტერ სტანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „ევროკავშირი არ აღიარებს ყირიმში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს და მათ შედეგებს. ისინი ბათილად ითვლება და ვერ ექნება სამართლებრივი შედეგები. რუსეთის ხელმძღვანელობა და ამ უკანონო ქმედებების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ. რუსეთის შეჭრიდან და ყირიმის უკანონო ანექსიის მცდელობიდან ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ, ევროკავშირი ხაზს უსვამს თავის პოზიციას, ყირიმი არის უკრაინა“, – წერს სტანო. როგორც პიტერ სტანო განმარტავს, ომის დასასრულებლად ერთი გზა არსებობს, რომ რუსეთმა გაიყვანოს ძალები უკრაინის…
მეტი...სტოკჰოლმის აეროპორტმა დრონების გამო მუშაობა დროებით შეაჩერა
სტოკჰოლმის აეროპორტმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოჩენის გამო მუშაობა დროებით შეაჩერა. Reuters-ის ცნობით, საჰაერო ხომალდების მოძრაობა შვედეთის უმსხვილეს აეროპორტში 9 სექტემბრის ღამეს 2,5 საათით შეწყდა. ადგილობრივი მედია კი წერს, რომ აეროპორტთან 4 დრონი გამოჩნდა. პოლიციამ შესაძლო დივერსიის გამოძიება დაიწყო.
მეტი...59 დაღუპული და ასეულობით დაშავებული – ვიეტნამს ქარიშხალი „იაგი“ დაატყდა თავს
ვიეტნამში, აზიის ყველაზე ძლიერმა ქარიშხალმა ,,იაგიმ” 59 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაშავებულია ასობით ადამიანი. ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, სულ მცირე 44 ადამიანი ძლიერი წვიმებისგან გამოწვეულ მეწყრებს შეეწირა. ქარიშხალი ,,იაგი” ვიეტნამს შაბათს დაატყდა თავს, რის შემდეგაც ,,ტროპიკულ დეპრესიამდე შემცირდა”, მაგრამ ხელისუფლებამ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ქვეყნის რეგიონებში მოსალოდნელია ახალი წყალმოვარდნები, მეწყერი და ძლიერი ქარი, რადგან ქარიშხალი ვიეტნამის დასავლეთისკენ მიემართება.
მეტი...ჩერნობილის ზონაში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა
კიევის რეგიონში, ჩერნობილის ზონაში ღია ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ახალი კერის ჩაქრობას უკვე მეორე დღეა ცდილობენ. ხანძრის ქრობის ოპერაციაში 4 ასეული მეხანძრეა ჩართული. ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის 103 ერთეული ტექნიკა, ასევე სატყეო მეურნეობის 17 ერთეული ტექნიკა. ძლიერი ქარის გამო ხანძარი სწრაფად ვრცელდება ახალ უბნებზე. ასევე ცნობილია, რომ ხანძრის ჩასაქრობად მინერალიზებული ზოლების შესაქმნელად ჩართულია 5 ერთეული მძიმე საინჟინრო ტექნიკა: ბულდოზერები, ტრაქტორები და მძიმე ტრაქტორები. შეგახსენებთ, რომ 3 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩერნობილის ზონაში ტყის ნიადაგზე ხანძარი დაახლოებით 20 ჰექტარზე იყო გავრცელებული. 7 სექტემბრის საღამოს მდგომარეობით ხანძარმა 2600 ჰექტარზე მეტი ტერიტორია…
მეტი...,,გაფართოება დარჩება ევროკავშირის პოლიტიკური დღის წესრიგის პრიორიტეტად, რადგან ჩვენი პარტნიორების გარეშე ორგანიზაცია სრულყოფილი ვერ იქნება” – ოლივერ ვარჰეი
,,გაფართოების პოლიტიკა ევროკავშირის უმთავრესი პრიორიტეტი გახდა. ევროპაში გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების სიტუაციიდან გამომდინარე გაფართოება გარდაუვალია”, – განაცხადა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ. მისი თქმით, გაფართოების გარეშე მშვიდობა, კეთილდღეობა და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ იქნება. „აღარ არის დებატები იმის შესახებ, შედგება თუ არა გაფართოება, საკითხი და კითხვა ასე დგას – როდის მოხდება გაფართოება. მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო სწრაფად მოხდება, მით უფრო სწრაფად განვახორციელებთ გეოპოლიტიკურ ინვესტიციას და მოვახდენთ ჩვენს კონტინენტზე მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის კონსოლიდაციას. ჩვენ მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილებები და მე ვამაყობ მიმდინარე კომისიის მუშაობით გაფართოების მიმართულებით, ვინაიდან მართლაც შთამბეჭდავია.…
მეტი...ავტოსაგზაო შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტში
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა სოფელ ანაგასთან მოხდა, სადაც ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ. ძლიერი შეჯახების შემდეგ, მსუბუქი ავტომობილი აფეთქდა და მთლიანად დაიწვა. ავარიის შედეგად, ორივე ავტომობილის მძღოლი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
მეტი...ნავთობმზიდისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად, 50 ადამიანი დაიღუპა
ნიგერიაში ნავთობმზიდისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. შემთხვევა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ნიგერის შტატში მოხდა. შეჯახებამ აფეთქება გამოიწვია, რის გამოც დაიწვა ორივე სატრანსპორტო საშუალება. აფეთქების შედეგად ცეცხლი სხვა მანქანებსაც მოედო. სატვირთო მანქანას ხალხი და პირუტყვი გადაჰყავდა. როგორც „ბიბისის“ ნიგერიის საგანგებო სამსახურებში განუცხადეს, რვა ადამიანი საავადმყოფოში რჩება.
მეტი...,,რუსული დრონები ნატო-ს ტერიტორიაზე ჩვენი უმოქმედობის გამო ჩამოვარდა” – ლანდსბერგისი
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, რუსული დრონები ნატო-ს ტერიტორიაზე წევრი ქვეყნების უმოქმედობის გამო ჩამოვარდა. მან გაიმეორა, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს მოკავშირთა ძლიერ პასუხს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ,,3 წლის წინ წარმოუდგენელი ინციდენტები ახლა განიხილება, როგორც რუტინა. არაფერი არ უნდა დაეშვას უკრაინის, ლატვიის ან სადმე ნატო-ს ტერიტორიაზე, მაგრამ ეს არის ახალი რეალობა, რომელიც ჩვენმა უმოქმედობამ წარმოშვა. ლიეტუვა, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს მოკავშირეთა ძლიერ პასუხს”, – წერს ლანდსბერგისი. 7-8 სექტემბრის ღამეს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, რუმინეთმა განაცხადა, რომ დრონმა დაარღვია მისი საჰაერო სივრცე, ლატვიამ ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში ჩამოვარდნილი…
მეტი...რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს – დაიღუპა 2 ადამიანი, დაჭრილია 13
საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს, დაიღუპა 2 ადამიანი, დაჭრილია 13. იერიშები იყო სუმის ოლქშიც. დაიჭრა 2 ადამიანი. ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის კიდევ სოფელი, სოფელი ვოდიანე აიღეს და რამდენიმე საბრძოლო მიმართულებებზე წინ წაიწიეს. ,,იტალიაში ,,დიდი შვიდეულის” ფორუმის ფარგლებში ამერიკის კონგრესის დელეგაციას შევხვდი. ვსაუბრობდით უკრაინის გამარჯვების გეგმაზე და ამ გეგმის განხორციელების დეტალებზე. ყველა ნაბიჯს სრულად წარვუდგენთ აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს და ორივე საპრეზიდენტო კანდიდატს, ტრამპსა და ჰარისს. ჩვენი მთავარი ამოცანა უკრაინის და უკრაინელების პოზიციები მაქსიმალურად გავამყაროთ. ჩვენი ქალაქები და სოფლები რუსული ტერორისგან დავიცვათ. ფრონტის წინა ხაზზე ჩვენს სამხედროებს ეფექტური ქმედებისთვის…
მეტი...კომიტეტმა ,,დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ” კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი ,,დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ”, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად და პლენარულ სხდომაზე მის გატანას მხარი დაუჭირა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, კანონპროექტის ძირითად მიზანია ქვეყანაში შეიქმნას დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომელსაც ასევე ექნება რამდენიმე ქვემიზანი: დანაშაულის პრევენცია, დანაშაულის გახსნა და გამოძიება, დაკარგული პირების იდენტიფიცირება. მომხსენებლის განმარტებით, ეს მონაცემები დღეის მდგომარეობით, გარკვეული ფორმით არსებობს, ვინაიდან სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ხდება დნმ-ის მონაცემების შეგროვება, ასევე ადამიანები საკუთარი სურვილით აკეთებენ დნმ-ის ანალიზს და ა. შ. თუმცა ამას ერთიანი სტრუქტურიზებული ფორმა არ გააჩნია. დნმ-ის…
მეტი...„დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია, ნებისმიერი წინაღობა გადავლახოთ“ – გიორგი ქოჩორაშვილი
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ჩეხეთის ეროვნულ გუნდთან გამარჯვებასა (4:1) და სანაკრებო კარიერაში თავის პირველ გოლს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „ჩემი პირველი გოლი ეროვნულ ნაკრებში და გამარჯვება სახლში ჩვენს წარმოუდგენელ გულშემატკივრებთან ერთად უდიდესი პატივი და ბედნიერება იყო. ეს მომენტი წარმოადგენს არა მხოლოდ ჩემს პირად მიღწევას, არამედ ეს დადასტურებაა ყველას შრომისა და თავდადების, ვისაც ამ გამარჯვებაში წვლილი მიუძღვის. უზომოდ მადლობელი ვარ ჩვენი გულშემატკივრების ურყევი მხარდაჭერისა და ენერგიისთვის, რამაც ეს გამარჯვება კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა. ეს გოლი და გამარჯვება არ არის მხოლოდ ჩემი მიზანი, რომლის მიღწევაც მსურდა, არამედ სიმბოლოა იმის, რისი მიღწევა…
მეტი...პორტუგალიაში ციხიდან გაქცეულ 5 პატიმარს შორის, ერთი ქართველია
პორტუგალიაში ერთ-ერთი ციხიდან ხუთი პატიმარი გაიქცა, მათ შორის ერთი ქართველია. ციხე, საიდანაც პატიმრები გაიქცნენ ,,მაღალი უსაფრთხოების” მქონეა, მას სხვა დაწესებულებებთან შედარებით მაღალი (6-მეტრიანი) კედლები აქვს. შესაბამისი უწყებები ამბობენ, რომ გაქცეულებს გარედან აღმოუჩინეს დახმარება, რაშიც სამი ეჭვმიტანილი იყო ჩართული, მათ გამოიყენეს კიბე და თოკი, ვარაუდობენ, რომ ოპერაციაში ასევე ორი მანქანა მონაწილეობდა. მედია წერს, რომ გაქცეული ქართველია შერგილ ფარჯიანი, მასთან ერთად დაწესებულებიდან გაიქცა ორი პორტუგალიელი, ასევე ბრიტანეთისა და არგენტინის მოქალაქეები. ციხის დაცვის კორპუსის ეროვნული კავშირის პრეზიდენტი აფრთხილებს მოსახლეობას, რომ გაქცეულები უკიდურესად საშიშები არიან და თუ მათ შენიშნავენ, მიმართონ ხელისუფლებას.
მეტი...ზუგდიდში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 66 წლის კაცი დააკავეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 66 წლის კაცი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი 9 წლის გოგონაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ძალადობდა. დამნაშავე სარგებლობდა იმით, რომ ბავშვის მშობლები დღის განმავლობაში მუშაობდნენ და შვილიშვილი მასთან რჩებოდა. მომხდარის შესახებ ბავშვმა დედას გაუმხილა, რომელმაც გადამოწმების მიზნით, სახლში დარჩენილები მოულოდნელად შეამოწმა და ბაბუის მიერ შვილიშვილზე მორიგი ძალადობის მცდელობისას პოლიციას გამოუძახა. ამ ეტაპზე, გამოძიება მიმდინარეობს. 9 წლის მოზარდს შესაბამისი ექსპერტიზები უტარდება და მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ. შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება 141-ე პრიმა მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილი ქმედება) და 151-ე მუხლით (მუქარა) არის დაწყებული.
მეტი...ილონ მასკი მარსისკენ პილოტირებული ფრენების დაწყებას 4 წელიწადში გეგმავს
SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ფიქრობს, რომ მარსისკენ პირველი პილოტირებული ფრენა 4 წლის შემდეგ შედგება. „პირველი კოსმოსური ხომალდები Starship-ები მარსზე ორი წლის შემდეგ გაფრინდებიან, როდესაც დედამიწასა და წითელ პლანეტას შორის შემდეგი სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება. ისინი დისტანციურად მართვადები იქნებიან, რათა მარსზე დაჯდომის უსაფრთხოება შევამოწმოთ. თუ ხომალდები მარსზე წარმატებით დაეშვებიან, პლანეტისკენ პირველი პილოტირებული ხომალდები უკვე 4 წელიწადში გაემართება“, – დაწერა მასკმა საკუთარ სოციალურ ქსელ X-ზე. მისი თქმით, ამის შემდეგ ფრენების სიხშირე გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება. თავის მთავარ მიზნად ამ მიმართულებით მასკი 20 წლის შემდეგ მარსზე თვითმყოფადი ქალაქის შექმნას მიიჩნევს. „მრავალპლანეტიანობა მნიშვნელოვნად გაზრდის გონების სიცოცხლის…
მეტი...