„არ დანებდეთ! დააიგნორეთ, რას ამბობს მთავრობა”- მიხაილ როთი

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, მიხაილ როთი გამოცემა civil.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველ ხალხს მიმართავს. „ჩემი გზავნილი ასეთია: არ დანებდეთ! დააიგნორეთ, რას ამბობს მთავრობა. მთავრობა თქვენს სტიგმატიზებას ცდილობს, რომ თქვენი სანდოობა შეარყიოს. საქართველოს შეუძლია იამაყოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აქტივისტების ასეთი მრავალფეროვნებით. მათ უყვართ თავიანთი ქვეყანა. მაგრამ მათ სურთ იცხოვრონ ისე, როგორი ცხოვრების პრივილეგიაც მე მაქვს – ცხოვრება დემოკრატიასა და თავისუფლებაში კანონის უზენაესობისადმი ძლიერი ერთგულებით. ესაა ზუსტად ის, რაც თქვენს ქვეყანაში მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს და ისინი ძალიან აქტიურები არიან” – განაცხადა როთმა.

მეტი...

პოლონეთში წყალდიდობას შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთით მომხდარ წყალდიდობას კიდევ ორი ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. დაღუპულთაგან ერთ-ერთის ცხედარი მაშველებმა მანქანაში აღმოაჩინეს. გამომძიებლების განცხადებით, წინასწარმა მონაცემებმა აჩვენა, რომ მამაკაცი ადგილობრივი არ იყო. მეორე ცხედარი მაშველებმა მდინარის ნაპირზე იპოვეს. პოლონეთის რამდენიმე ქალაქში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესები შეჩერებულია. მთავრობამ დაზარალებულ რაიონებში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სტიქიის ზონიდან მოქალაქეების ევაკუაცია აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა წყალდიდობასთან საბრძოლველად მილიარდი ზლოტი გამოყო. წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის ავსტრიაში, უნგრეთსა და სლოვაკეთში.

მეტი...

„ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ თავისუფლებებს სცემს პატივს“- ჰელსინკის კომისია

„ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ კანონებს იცავს და მათ თავისუფლებებს სცემს პატივს“- ამის შესახებ განცხადებაში აშშ-ის ჰელსინკის კომისია “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს. “ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ კანონებს იცავს და მათ თავისუფლებებს სცემს პატივს. ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა ქვეყნის საკუთარ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების გუშინდელი სანქციები ქართველებთან ამერიკელების სოლიდარობის დემონსტრირებაა. საქართველოს ხალხს საშუალება უნდა ჰქონდეთ მშვიდობიანად შეკრების უფლება გამოიყენონ საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლისთვის საფრთხის გარეშე” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

“ჰეზბოლას” მებრძოლებს პეიჯერები აუფეთქდათ- დაღუპულია 8 და დაშავებულია 2800 ადამიანი

“ჰეზბოლას” ათასობით მებრძოლს პირადი პეიჯერები ერთდროულად აუფეთქდათ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემები Reuters, The Times of Israel და The Wall Street Journal ავრცელებენ. ბეირუთსა და ლიბანის სხვა ქალაქებში ტერორისტული გაჯგუფება “ჰეზბოლას” მებრძოლები პეიჯერებს ერთმანეთთან კავშირისთვის იყენებდნენ. Reuters-ის ინფორმაციით, “ჰეზბოლას” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელიც გამოცემას ანონიმურად ესაუბრა, პეიჯერების აფეთქებას “უსაფრთხოების ყველაზე დიდი გარღვევა” დაარქვა ისრაელთან გასულ ოქტომბერს დაწყებული კონფლიქტის პერიოდში. ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პეიჯერების აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2800 დაიჭრა, მათ შორის 200 სერიოზული დაზიანებები აღენიშნება.

მეტი...

სერგეი შოიგუ ირანში ჩავიდა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ირანში იმყოფება. თეირანში ის უკვე შეხვდა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შოიგუმ ირანის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინის გზავნილი გადასცა და წარუდგინა „ანგარიში მიღწეული შეთანხმებების შესახებ“. მანამდე, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ირანელ კოლეგასაც შეხვდა. როგორც მედია წერს, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მეტი...

“სანქციებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაცია”- პრემიერი

რობინ დანიგანთან შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, რომ სანქციებთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ, რობინ დანიგანის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, ის სრულიად კონტრპროდუქტიულია, რადგან, სინამდვილეში, ვერც ოპოზიციის საარჩევნო შედეგს წაადგება და ვერც მმართველ გუნდს შეაშინებს. როგორც პრემიერმა განაცხადა, პირიქით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება კიდევ…

მეტი...

„ჰეზბოლა“ მასშტაბურ აფეთქებებში ისრაელს ადანაშაულებს და შურისძიებით ემუქრება

ლიბანური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ პეიჯერების მასშტაბურ აფეთქებებში ისრაელს ადანაშაულებს და შურისძიებით ემუქრება. დაჯგუფების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ისრაელის კრიმინალურმა აგრესიამ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გამოიწვია. „შურისძიება იქნება, საიდანაც მტერი მოელის და საიდანაც არ ელოდება“ – აღნიშნულია განცხადებაში. ლიბანში აფეთქებების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა, ხოლო 2 800-მდე ადამიანი დაშავებულია. კოორდინირებული აფეთქებების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა სირიაშიც. გაერო-ში აცხადებენ, რომ ლიბანის მოვლენები „უკიდურესად შემაშფოთებელია“.

მეტი...

სეზონის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს

უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება. ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, საქართველოს გულშემატკივრისათვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 18 სექტემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება. „ბილეთის ფასი 32 ლარი (45 პოლონური ზლოტი) იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია” – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

ბათუმში ლიფტი მოწყდა-დაღუპულია ერთი ადამიანი

ბათუმში, 16 სართულიდან ლიფტი მოწყდა. შემთხვევის შედეგად,ლიფტში მყოფი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.  ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო, სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟები.

მეტი...

ხურჩაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები,დროებით დააკავეს

ხურჩის რაიონში, აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები „ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა“ დროებით დააკავეს. ამის შესახებ ინფომაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. “დღეს ნაშუადღევს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები, გეგმიური პატრულირების განხორციელებისას ხურჩის რაიონში, აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს, დროებით დააკავეს  ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა. დამკვირვებლები უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს.  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნებისმიერ ისეთ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს უშლის მის დამკვირვებლებს მანდატით გათვალისწინებული მათი საქმიანობის განხორციელებაში. ასეთი პატრულირებები აუცილებელია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში სტაბილურობის, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მსგავსი ხასიათის ინციდენტები ძირს უთხრის ნდობის აღდგენისა და დაძაბულობის პრევენციისკენ…

მეტი...

ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, ის სრულიად კონტრპროდუქტიულია, რადგან,…

მეტი...

“ანტი-LGBT კანონი, ისევე “აგენტების კანონის” მიღება, პირდაპირ კრემლის ავტორიტარული სახელმძღვანელოდან არის ამოღებული”- Freedom House

ანტი-LGBT კანონი, ისევე “აგენტების კანონის” მიღება, პირდაპირ კრემლის ავტორიტარული სახელმძღვანელოდან არის ამოღებული. ამის შესახებ განცხადებას Freedom House ავრცელებს. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ოფიციალურ პირებს, კურსი შემოაბრუნონ. “მკაცრად ვგმობთ საქართველოს პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც სხვა არაფერია, გარდა საქართველოს LGBT+ საზოგადოებასა და ყველა ქართველის ფუნდამენტურ თავისუფლებებზე თავდასხმისა. ეს ნაბიჯი, ისევე როგორც გასულ მაისს ქვეყანაში “აგენტების კანონის” მიღება, პირდაპირ კრემლის ავტორიტარული სახელმძღვანელოდან არის ამოღებული და საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას კვლავ კითხვის ქვეშ აყენებს. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, კურსი შეაბრუნონ”- ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. „ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

მეტი...

“ჩემი მხრიდან პოზიცია დაფიქსირებულია, ხაზარაძემ ითხოვა დრო”- გიორგი გახარია

„ჩემი მხარიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო – კიდევ ერთი დღე, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლეში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერთან მამუკა ხაზარაძესთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ინიციატივისთვის. “მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს იმიტომ, რომ მე აქ პირველ რიგში, ვარ მისი შემოთავაზების გამო. ეს იყო მისი ინიციატივა, რომელზეც ჩვენ უარის თქმის უფლება არ გვქონდა და რომელსაც ჩვენ დავეთანხმეთ. რა თქმა უნდა, მადლობა მამუკა ხაზარაძეს. რომ როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა. არ მინდა ბევრ დეტალზე ვისაუბრო, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია…

მეტი...

“გიორგი გახარიასთან მოლაპარაკებები არ დასრულებულა”- ხაზარაძე

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ მოლაპარაკებები არ დასრულებულა. მან შეხვედრის ორგანიზებისთვის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ბევრი საკითხი განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ “ქართული ოცნებას,” ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გაუშვებენ ხელისუფლებიდან. “პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს, ასევე, მადლობა გიორგის (გახარიას). ჩვენ შევხვდით პირისპირ, ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, ვისაუბრეთ წარსულზე, მაგრამ, რაც მთავარია, ვისაუბრეთ მომავალზე. მინდა გითხრათ, რომ ქვეყანა არის გზაგასაყარზე, ჩვენს ქვეყანას ემუქრება დიდი საშიშროება, ეს არის ან რუსული არჩევანი ან ჩვენი თავისუფლების ევროპული არჩევანი,…

მეტი...

პრეზიდენტთან შეხვედრა დასრულდა-რაზე შეთანხმდნენ ხაზარაძე და გახარია?!

“მიუხედავად ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი აზრთა სხვადასხვაობისა, შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გავაკეთოთ სრული მობილიზაცია და “ქართული ოცნება,” ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გავუშვათ ხელისუფლებიდან“ – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. ხაზარაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებები არ დასრულებულა. “პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს, ასევე, მადლობა გიორგის (გახარიას). ჩვენ შევხვდით პირისპირ, ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, ვისაუბრეთ წარსულზე, მაგრამ, რაც მთავარია, ვისაუბრეთ მომავალზე. მინდა გითხრათ, რომ ქვეყანა არის გზაგასაყარზე, ჩვენს ქვეყანას ემუქრება დიდი საშიშროება, ეს არის ან რუსული არჩევანი ან ჩვენი თავისუფლების ევროპული არჩევანი, აქედან…

მეტი...

11 წლის ბიჭი ლოდებს შორის 9 საათის განმავლობაში იყო გაჭედილი

დიდ ბრიტანეთში, ნიუ-ჰემფშირში, მაშველებმა 11 წლის ბიჭი გადაარჩინეს, რომელსაც ფეხი დაუცდა და ლოდებს შორის 9 საათის განმავლობაში იყო გაჭედილი. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს. ბიჭი საკუთარი სკოლის ეზოში, საღამოს დიდ ლოდებს ათვალიერებდა, როდესაც ფეხი დაუცდა და ლოდებს შორის გაიჭედა. მაშველებმა ბიჭის ლოდებიდან დახსნა გამთენიისას, 3:15 საათისთვის შეძლეს, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი მოსწავლე საავადმყოფოდან უკვე გაწერილია. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბიჭის ლოდებიდან დახსნას სკოლის თანამშრომლებიც ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც მათ მაშველები გამოიძახეს.

მეტი...

მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია UFC-ის ყველა წონის საერთო რეიტინგის ათეულში არიან

შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ, UFC-იმ ბოლო ღონისძიების შემდეგ, სადაც სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი გახდა, რეიტინგი განაახლა. UFC-ის ყველა წონის საერთო რეიტინგში (P4P) სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი მეშვიდე ადგილზეა, ხოლო ქვემსუბუქი წონის ქამრის მფლობელი ილია თოფურია მეოთხე ადგილს იკავებს. ლას ვეგაში გამართულ UFC 306-ზე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა. რაც შეეხება თოფურიას, მან დივიზიონის ჩემპიონობა თებერვალში, ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის ძლევის შემდეგ მოიპოვა. P4P რეიტინგის ლიდერი საშუალო წონის ქამრის მფლობელი ისლამ მახაჩევია. მეორე ადგილზე ბრაზილიელი ალექს პერეირაა, ხოლო მესამე პოზიციას ჯონ ჯონსი იკავებს.

მეტი...

,,ხდებოდა ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა” – უჩა აბაშიძის მეუღლემ დანაშაული აღიარა

ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლემ, მარიამ იაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დანაშაული აღიარა და უდაოდ ცნო ბრალდების მტკიცებულებები. ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ანი ხახანაშვილმა დახურული სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, იაშვილმა აღიარა, რომ სექსუალურ მომსახურებას უწევდა სხვადასხვა მამაკაცს და ხდებოდა მისი გადაღება და კადრების შენახვა. ამასთან, პროკურორის განცხადებით, იაშვილი ამ დრომდე დანაშაულს არ აღიარებდა და მეუღლის მსგავს პოზიციას აფიქსირებდა. დღევანდელ სასამართლო სხდომას არ დასწრებია უჩა აბაშიძე. მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ საქმეში არსებულ ფირებზე, მტკიცებულებებზე შინაარსობრივად ვერ იმსჯელებენ, რადგან კანონის დარღვევით არის მოპოვებული. ადვოკატის თქმით, აბაშიძე დანაშაულს არ აღიარებს და…

მეტი...

„ღმერთის მთაზე“ მეცნიერებმა ვულკანი აღმოაჩინეს, რომელიც იღვიძებს

ტანზანიაში მეცნიერებმა ვულკანი აღმოაჩინეს, რომელიც იღვიძებს. მოსალოდნელი ამოფრქვევის შესახებ ისინი მოსახლეობას აფრთხილებენ. ვულკანი ,,ღმერთის მთაზე” მდებარეობს. მკვლევრების განცხადებით, ვულკანი Ol Doinyo Lengai იბერება და იღვიძებს, რადგან მის ქვეშ მაგმის დიდი მასა გაედინება. მე-20 საუკუნის განმავლობაში, 2962 მეტრის სიმაღლის ვულკანი ყოველი 20-40 წლის განმავლობაში იღვიძებდა. ვულკანის ბოლო ამოფრქვევა 2007 წელს მოხდა და მის მიერ ამოფრქვეული ფერფლი 16 კილომეტრის მანძილზე გავრცელდა. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

მეტი...

,,ვიღაც გათხოვილია თუ გამოთხოვილია, ეს არ გვაინტერესებს” – მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე საქართველოში მიხაელ როთის ვიზიტს გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის აზრით, ის, რომ ოპოზიცია ასეთი ადამიანების იმედზეა, მათ სრულ ლუსტრაციაზე მიუთითებს. „ვიღაც გათხოვილია თუ გამოთხოვილია, ეს არ გვაინტერესებს, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ის, რომ ეს ადამიანი შეურაცხყოფას აყენებს ქართულ სახელმწიფოს, ქართველი ხალხის არჩევანს და ქართულ ეკლესიას და ბოდიშის მოხდის ნაცვლად კვლავ შეურაცხყოფით პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს. აქედან გამომდინარე, თუკი ასეთი ხალხის იმედზეა ჩვენი ოპოზიცია, აქაც სრულ ლუსტრაციასთან გვაქვს საქმე, იმიტომ, რომ რაც არ უნდა მეგობარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი იყოს, ზევიდან ქვევით ვერავის…

მეტი...

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩია

პარლამენტმა 83 ხმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას დაუჭირა მხარი. ნიკოლოზ მარსაგიშვილს მოსამართლედ მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი 2020 წლიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევამდე ნიკოლოზ მარსაგიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. მოსმენის პროცესში მონაწილეობა მიიღეს ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ და ასევე არასაპარლამენტო სუბიექტების იურიდიული დახმარების სამსახურისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განმარტა, მოქმედ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა 2025 წლის 12 ივნისს ეწურება, კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატი კი უფლებამოსილებას 2025 წლის 13 ივნისიდან შეუდგება.

მეტი...

მე-10 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაასრულა

მეათე მოწვევის პარლამენტში დღეს ბოლო პლენარული სხდომა გაიმართა. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საპარლამენტო სხდომები აღარ ტარდება. თუმცა, ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა აღნიშნა, რომ პარლამენტი საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, შეიკრიბოს. ,,მოგეხსენებათ, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საპარლამენტო სხდომები აღარ ტარდება, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პარლამენტი, შეიძლება, შეიკრიბოს. დიდი ალბათობით, დღევანდელი დღე იყო ბოლო სხდომა ამ მოწვევის პარლამენტისთვის“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

მეტი...

,,თუ თქვენ ეძებთ მამაც პოლიტიკოსს, მას საქართველოში იპოვით!” – როთი ზურაბიშვილზე

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. ის სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილთან გადაღებულ ერთობლივ ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ ზურაბიშვილი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გარანტია. ,,თუ თქვენ ეძებთ მამაც პოლიტიკოსს, მას საქართველოში იპოვით! მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო ინტენსიური საუბრისთვის. სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გარანტი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. ის ნამდვილი გმირია!”, – წერს მიხაილ როთი.

მეტი...

საფრანგეთის პარლამენტმა მაკრონის იმპიჩმენტის პროცედურა დაამტკიცა

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის ბიურომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის იმპიჩმენტის პროცედურა დაამტკიცა. „უფლებათა კავშირი რესპუბლიკისთვის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ერიკ ჩიოტიმ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი დამტკიცდა 12 ხმით 10-ის წინააღმდეგ. მაკრონის თანამდებობიდან გადაყენების წინადადება მემარცხენე პარტიამ, „დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა“ წამოაყენა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, შემდგომი ეტაპის ფარგლებში საკითხი განსახილველად იურიდიულ კომისიაში გაიგზავნება, სადაც 73 დეპუტატიდან მემარცხენეებს მხოლოდ 24 ადგილი აქვთ. კომისიაში დამტკიცების შემთხვევაში, 385 დეპუტატისგან შემდგარმა ეროვნული ასამბლეის ორმა მესამედმა მას ორი კვირის განმავლობაში უნდა დაუჭიროს მხარი. ბოლო ორი ეტაპი ასევე უნდა გაიაროს პარლამენტის ზედა პალატაში სენატში, სადაც მემარცხენეებს უმრავლესობა არ აქვთ. თუ ტექსტს სენატი…

მეტი...

ფინანსური და სავიზო სანქციები ,, ქართულ ოცნებას” – აშშ-ის საელჩო ბლინკენის განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო საქართველოში, სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის გუშინდელი განცხადების სრულ თარგმანს ავრცელებს. განცხადებაში საუბარია სახაზინო დეპარტამენტის მიერ, საქართველოს 4 მოქალაქის დასანქცირებაზე, ასევე სავიზო შეზღუდვებზე: ,,შეერთებული შტატები დღეს აწესებს ანგარიშვალდებულების დაცვის ზომების ფართო სპექტრს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სხვა პირების მიმართ, რომლებმაც ხელყვეს საქართველოს დემოკრატია და ქართველი ხალხის ადამიანის უფლებები. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლების ორ ოფიციალურ პირს – შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს, ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილს და მის ერთ-ერთ მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს, სანქციები დაუწესა – „უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების დროს ძალადობრივი რეაგირებისას ადამიანის უფლებების…

მეტი...

,,ჩემი ძმის მკვლელი ოსები არასდროს იქნებიან ჩემი დები და ძმები” – შმაგი სოფრომაძის და ივანიშვილის განცხადებაზე

2008 წლის ომში დაღუპული ჯარისკაცის, შმაგი სოფრომაძის და სოფო სოფრომაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება. ივანიშვილმა გორში წინასაარჩევნო შეხვედრაზე თქვა, რომ ,,ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”. ,,ჩემი ძმის მკვლელები ოსები, ო ს ე ბ ი არასოდეს, არასოდეეეეეეეს იქნებიან ჩემი დები და ძმები. არასოდეეეეეეს. არ ვარ მიმტევებელი, ვერ ვიქნები, ვერ ვაპატიებ ჩემი ძმის ასე წამებრივ სიკვდილს, ვერ ვაპატიებ საწოლზე მიჯაჭვულ გამწარებულ დედას, ვერ ვაპატიებ ობლად დარჩენილ შვილებს. ვერ და არ,…

მეტი...

მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის დახურული შეხვედრა მიმდინარეობს

მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია შეხვედრას მართავენ. ინფორმაციას ,,ლელოში” ადასტურებენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, ერთი-ერთზე მიმდინარეობს და მას სხვა არავინ ესწრება. უცნობია სად მიმდინარეობს შეხვედრა. გახარია და ხაზარაძე შესაძლო გაერთიანებაზე მსჯელობენ, რისკენაც მათ გუშინ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მოუწოდა. გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე შეხვედრის შემდეგ ორბელიანების სასახლეში, სალომე ზურაბიშვილთან მივლენ და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა შედეგით დასრულდა მოლაპარაკებები.

მეტი...

,,ქართულმა ოცნებამ” ამნისტიის კანონპროექტი დაამტკიცა

,,ქართულმა ოცნებამ” ამნისტიის კანონპროექტს მესამე მოსმენით უყარა კენჭი და მხარი დაუჭირა, 84 მომხრე 0 წინააღმდეგი. კანონპროექტების განხილვასა და კენჭისყრას არ დასწრებია ოპოზიციის უმრავლესობა. პარლამენტის ოფიციალური ინფორმაციით, კანონპროექტით, ამნისტია ცივი იარაღის ტარებისთვის მსჯავრდებულ პირებზე, მხოლოდ გარკვეული დათქმით გავრცელდება. მომხსენებლის განმარტებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც ჩაიდინეს 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რაც გულისხმობს ცივი იარაღის ტარებას ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის მსჯავრდებული პირის მიერ. კანონპროექტის თანახმად, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის მსჯავრდებული პირები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქნება დაზარალებულების თანხმობა. ასევე, დაზარალებულების თანხმობით გათავისუფლდებიან დოკუმენტის…

მეტი...

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 20 სექტემბრამდე

გარემოს ეროვნული სააგენტო 20 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. დედაქალაქში – თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის…

მეტი...

,,პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრა გადაიდო 6 სთ-მდე” – გიორგი გახარია

პარტია ,,გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ესაუბრა პრეზიდენტს და ორბელიანების სასახელში დღეს ,,ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრა 6 საათისთვის გადაიდო. კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს თქვა, რომ ჯერ პირადად სურს შეხვდეს გიორგი გახარიას, რაც მისი თქმით, დღეს ვერ ხერხდებოდა, და ამის შემდეგ გამართულიყო საერთო მოლაპარაკებები პრეზიდენტთან. ,,ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას. ვესაუბრე ქალბატონ პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება. პრეზიდენტი დამეთანხა, შეხვედრა გადაიდო 6 საათამდე. თუმცა ეს საკითხი მეტი ხნით ვერ გადაიდება”, – წერს გიორგი გახარია. შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს პრეზიდენტმა ,,ძლიერი საქართველოსთვის” და…

მეტი...

სარფში, საზღვართან კლდის მასა ჩამოიშალა

სარფში, საქართველო-თურქეთის საზღვართან კლდე ჩამოიშალა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. დაზიანდა სატვირთო მანქანა, თუმცა დაშავებული, თვითმხილველების ცნობით, არავინაა.

მეტი...

,,მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას 15:00 საათზე სადილად ვეპატიჟები, მანამდე რაც უნდათ, ის გააკეთონ” – ზურაბიშვილი

,,მე ვეპატიჟები 15:00 საათზე სადილად ორივეს და მანამდე რაც უნდათ, ის გააკეთონ. შეხვდნენ. პირიქით, ძალიან კარგი იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ზურაბიშვილი გამოეხმაურა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ პრეზიდენტთან ორბელიანის სასახლეში სტუმრობამდე ის და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ერთმანეთს პირადად უნდა შეხვდნენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება.

მეტი...

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა წარადგინა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა წარადგინა. ლაიენმა ექვსი აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დაასახელა: ტერეზა რიბერა (ესპანეთი), ჰენა ვირკკუნენი (ფინეთი), სტეფან სეჟურნე (საფრანგეთი), კაია კალასი (ესტონეთი), როქსანა მინზატუ (რუმინეთი), რაფაელე ფიტო (იტალია). რაც შეეხება სხვა თანამდებობებს, თავდაცვის საკითხებში ევროკომისრის პოსტზე ლიეტუვის ყოფილი პრემიერის, ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურაა დასახელებული. სრული სია ასე გამოიყურება: მაგნუს ბრუნერი (ავსტრია): შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითები ჰაჯა ლაჰბიბი (ბელგია): მზადყოფნა, კრიზისის მართვა, თანასწორობა ეკატერინა ზაჰარიევა (ბულგარეთი): სტარტაპები, კვლევა და ინოვაცია დუბრავკა სუიცა (ხორვატია): ხმელთაშუა კოსტას კადისი (კვიპროსი): მეთევზეობა და ოკეანეები იოზეფ სიკელა (ჩეხეთი): საერთაშორისო პარტნიორობა დენ იორგენსენი (დანია):…

მეტი...

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ელექტროენერგეტიკის კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს რეგისტრაცია სასწავლო კურსზე ,,ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების პრინციპები”. კურსის მონაწილეები შეისწავლიან ენერგეტიკის სექტორის განვითარების ტენდენციებსა და არსებულ სიახლეებს, გაეცნობიან ელექტროენერგეტიკული სექტორის ძირითადი პარამეტრებს, ტიპოლოგიასა და სუბიექტებს, ენერგეტიკის სექტორის მარეგულირებელი ჩარჩოს, საქმიანობის ავტორიზაციას, ელექტროენერგეტიკის ბაზრებსა და სატარიფო რეგულირების პრინციპებს. ასევე, გაეცნობიან რა არის ენერგეტიკული ბიზნესი. კურსის ფარგლებში ტრენინგებს ჩაატარებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები. კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 2024 წლის 20 სექტემბერი. დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის…

მეტი...

,,როდესაც მონანიებისა და შერიგების იდეას ისტერიკას უპირისპირებ, აშკარაა, რომ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთ გზად ომს განიხილავ” – პრემიერი

,,იმას, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, თვეზე მეტია მთელი გუნდი აცხადებს და ამ მხრივ, ბიძინა ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, თვეზე მეტია, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ომის დაწყების თემაზე ვერაფერს ამბობენ. „მინდა გამოვეხმაურო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ქართულ-ოსური შერიგების შესახებ და ამ განცხადების გარშემო ხელისუფლების ოპონენტების მიერ აგორებულ არაჯანსაღ აჟიოტაჟს. ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ ორი გზით არის შესაძლებელი – ომით ან შერიგებით. ძმათამკვლელი ომის შემდეგ შერიგება კი, ორმხრივი მონანიების გარეშე, დამეთანხმებით, შეუძლებელია.…

მეტი...