“უნდა დაიღუპოს აქაც ადამიანი, რომ ვიღაცამ ყური შეიბერტყოს”- თბილისში კოკინაკის დასახლებაში დახმარებას ითხოვენ

თბილისში, კოკინაკის დასახლებაში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, აღნიშნულ დასახლებაში ცხოვრება საშიშია. ადგილობრივებს აქვთ ეჭვი, რომ მათ საცხოვრებელ ზონაში მეწყრული პროცესებია დაწყებული. გარდა ამისა, ამბობენ რომ ყოველი წვიმის დროს მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხების გამო სახლეი იტბორება. სახლებს გამოცლილი აქვს საძირკველი და გაბზარულია კედლები. „2019 წლიდან მოყოლებული, როდესაც შევამჩნიე ბზარები, ჩავედი გამგეობაში და ვთხოვე ყურადღება მოექციათ. არავის არ მოუქცევია ყურადღება. ეს ტონობით მასა, რომ მომწყდება, მარტო ამ მოსახლეს და მე კი არ დამაზიანებს, ჩავა დაახლოებით 500 მეტრში. იგივენაირი ტრაგედია უნდა დატრიალდეს, რაც შოვში დატრიალდა. უნდა დაიღუპოს აქაც ადამიანი, რომ ვიღაცამ ყური შეიბერტყოს“-…

მეტი...

ფრანგი ამომრჩეველი კმაყოფილია საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნით

ფრანგი ამომრჩევლები დადებითად არიან განწყობილი ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის მიმართ, თუმცა მიიჩნევენ, რომ ის დიდხანს ვერ შეძლებს პოსტზე დარჩენას. ამის შესახებ გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტმა, Ifop-მა ფრანგული გამოცემისთვის ჩაატარა. გამოკითხულთა 52% კმაყოფილია საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, მიშელ ბარნიეს დანიშვნით. ასევე, 62% მიიჩნევს, რომ ბარნიე კომპეტენტურია ამ თანამდებობისთვის. ამავე დროს, გამოკითხვებში ჩანს, რომ 74 პროცენტის აზრით, ის ამ პოსტს დიდხანს ვერ დაიკავებს, განსაკუთრებით მემარცხენეების განცხადების შემდეგ, რომ მის მთავრობას მხარს არ დაუჭერენ.

მეტი...

“მეგობარი“ აქტი შექმნილია, რომ გადამწყვეტი მხარდაჭერა გაუწიოს ქართველ ხალხს”- ჰელსინკის კომისია

“მეგობარი“ აქტი შექმნილია, რომ ქართველ ხალხს ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში მხარი დაუჭიროს” – ამის შესახებ შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია X-ზე წერს მათივე განცხადებით, ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით დგას. „ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით დგას, როცა ისინი თავიანთი დემოკრატიული მისწრაფებების რეალიზებაზე მუშაობენ. MEGOBARI აქტი შექმნილია იმისათვის, რომ გადამწყვეტი მხარდაჭერა გაუწიოს ქართველ ხალხს მათი ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ აქტის მიღებას” – წერს ჰელსინკის კომისია.

მეტი...

მზადება შემდეგი მატჩისთვის-საქართველოს ნაკრები ალბანეთშია

საქართველოს ნაკრები დღეს დილით ალბანეთში გაემგზავრა. ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩის ჩასატარებლად ჩვენი ფეხბურთელები ტირანაში ჩავიდნენ, სადაც ათ სექტემბერს ალბანელებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ეარ ალბანიას სტადიონზე გაიმართება. ნაკრებთან ერთად ტირანაში გაემგზავრა ქართული სპორტის ქომაგთა ჯგუფიც, რომლებიც მატჩის დროს  საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს გაამხნევებენ.

მეტი...

პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ცხრა მედლით დაასრულა

პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების დახურვის დღეს ერთმა ქართველმა იასპარეზა – პარაწოლჭიმში აკაკი ჯინჭარაძემ (+107კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ცხრა მედლით დაასრულა, რაც ისტორიული შედეგია ქართული პარასპორტისთვის. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა, პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი, პარაძიუდოისტი ინა ქალდანი და პარაწოლჭიმელი აკაკი ჯინჭარაძე დაეუფლნენ. საქართველოს პარალიმპიურმა ნაკრებმა პარიზის ზაფხულის მე-17 პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით იასპარეზა.

მეტი...

“ესენი არიან ჩვეულებრივი ფაშისტები – არანაირი ზღვარი მათთვის არ არსებობს”-კახა კალაძე ოპოზიციაზე

„სიახლე არაფერია იმაში, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სიძულვილის ენის გააქტიურება ხდება“ – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამის მარტივი მაგალითია ის რეაქცია, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, მოძრაობა „სირცხვილიას“ რეგისტრაციას მოჰყვა. „სიახლე არ არის, რომ განსაკუთრებით მაშინ, როცა არჩევნები ახლოვდება, სიძულვილის ენის გააქტიურება ხდება. წყალტუბოს შემთხვევასაც თავი დავანებოთ და ავიღოთ ერთი მარტივი მაგალითი – ნახეთ, რა მდგომარეობაში ჩააყენეს საკუთარმა თანაგუნდელებმა მოძრაობა „სირცხვილია“. ესენი არიან ჩვეულებრივი ფაშისტები. არანაირი წითელი ხაზი არ არსებობს, არანაირი ზღვარი – რასაც…

მეტი...

“როგორც კი აიკრძალება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მაშინვე დასრულდება სიძულვილი და ზიზღი ქართულ პოლიტიკაში”- კობახიძე

„ლიბერალური ფაშიზმი არის ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ხელწერა“ –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერი ამბობს, რომ  პოლიტიკური ოპონენტების ხელწერაა სიძულვილის და ზიზღის კამპანიების წარმოება. „ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი, თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ როგორია სხვა ქვეყნებში პრაქტიკა. ასეთი ძალები, ერთი და იგივე ცენტრიდან მართული ძალები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ, რომ დათესონ ზიზღი, სიძულვილი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სიძულვილს დავუპირისპირდეთ ამ ქვეყანაში. ერთ-ერთი მთავარი, რამაც უნდა გაიმარჯვოს 26 ოქტომბრის არჩევნებში, არის სწორედ ის, რომ უნდა დასრულდეს სიძულვილი ამ ქვეყანაში. ეს არის პრინციპული არჩევანი, რომელიც უნდა გაკეთდეს…

მეტი...

„ფაქტობრივად, დღეს ჩართულნი ვართ არა წინასაარჩევნო კამპანიაში, არამედ ბრძოლაში”- ბიძინა ივანიშვილი

„ფაქტობრივად, დღეს ჩართულნი ვართ არა წინასაარჩევნო კამპანიაში, არამედ ბრძოლაში მშვიდობის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ჩვენი ტრადიციებისა და ფასეულობების დასაცავად, ამ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ასპარეზი კი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი განცხადებით, 2012 წლის მსგავსად, 2024 წლის არჩევნებს და მასში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. „26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას, სამწუხაროდ, არ უწევს არჩევანი კარგსა და უკეთესს შორის; უსამშობლო, რადიკალური ოპოზიციის დამსახურებით, 26 ოქტომბერს არჩევანს ვაკეთებთ – ომსა და მშვიდობას, ფსევდო-ლიბერალურ ღირებულებებსა და ეროვნულობაზე, ოჯახზე, რწმენასა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ ფასეულობებს შორის, არჩევანს ვაკეთებთ ჩვენი…

მეტი...

“ჩემი ხმა“ პირდაპირ არის ჩართული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაში”- კობახიძე

„ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და ახორციელებენ სინამდვილეში არა დაკვირვებას, არამედ, პირდაპირ არიან ჩართულნი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაში“- ირაკლი კობახიძე ორგანიზაციაზე „ჩემი ხმა“ როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, ისინი ატარებენ საარჩევნო კამპანიას. „ყველამ კარგად იცის, ვინ არიან ეს ადამიანები. ესენი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და ისინი ახორციელებენ სინამდვილეში არა დაკვირვებას, არამედ, ისინი წარმართავენ საარჩევნო კამპანიას. შეგიძლიათ ნახოთ მათი ფეისბუქ გვერდი, ისინი დაკავებულები არიან არა დაკვირვებით, არამედ, პირდაპირ არიან ჩართულნი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაში. თუმცა, იმდენად რეპუტაცია შელახულები არიან ეს ადამიანები, რომ ვერავითარ დადებით გავლენს ვერ მოახდენს მათი ჩართულობა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შანსებზე, პირიქით,…

მეტი...

“ძლიერი საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ მათ თავს დაესხნენ

“ძლიერი საქართველოს“ წევრი ლანა გალდავა აცხადებს, რომ ქარელში წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის ფაქტები დაფიქსირდა. კერძოდ, მისი ინფორმაციით, ქარელში მათ თავს დაესხნენ. „ქარელის მერის მოადგილის – ვლადიმერ სულაქველიძის მეუღლე. შეგვიშალა ხელი წინასაარჩევნო კამპანიაში, ასევე, ფიზიკურად დაგვესხა თავს კონკრეტულ პირთან ერთად. საპატრულო ეკიპაჟი აქ არის, რომელიც არ რეაგირებს. პირიქით, ერთი მათგანი შეიკეტა მარკეტში დამნაშავესთან ერთად. გარშემო არის უამრავი ვიდეოთვალი და არ ხდება არაფერი, საკითხის გასარკვევად. ასევე გვაქვს სხვა მტკიცებულებები, მათ შორის, პოლიციის ინდიფერენტულობის და დამნაშავეებთან ერთად მარკეტში ჩაკეტვის” – წერს ლანა გალდავა.  

მეტი...

“ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ ჩაერთონ დაკვირვების პროცესში”- ნინო ლომჯარია

30-ამდე სამოქალაქო ორგანიზაცია ერთიანდება იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს დააკვირდეს. “ჩემი ხმა” – ეს არის მთავარი ლოზუნგი, რომლის გარშემო მესამე სექტორთან ერთად, არჩევნებზე დაკვირვების მსურველი მოქალაქეები ერთიანდებიან. როგორც ყოფილი სახალხო დამცველი, პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი, ნინო ლო,ჯარია ცხადებს, საყოველთაო სამოქალაქო დაკვირვება საქართველოს მოქალაქეების დაკვეთაა. “რუსული კანონის” მიღებიდან მეორე დღესვე მოქალაქეებმა თავად დაიწყეს ამ ინიციატივის გარშემო გაერთიანება. ეს სურვილი თავად მოქალაქეებში დაიბადა. ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, 30-მდე ორგანიზაცია ამ მოლოდინებს ვპასუხობთ. ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ ჩაერთონ დაკვირვების პროცესში. გაერთიანებული ვართ ის ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებსაც გვაქვს როგორც ადგილობრივი, ასევე…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა“ ომში არა უბედურებას, არამედ – შესაძლებლობას ხედავს”- ბიძინა ივანიშვილი

“საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, პოლიტიკური ძალები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთი სიტყვით – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ომში არა უბედურებას, არამედ – შესაძლებლობას ხედავს, შესაძლებლობას იმისა, რომ უცხოელი პატრონების მხარდაჭერით, თუნდაც ომის, ანუ საკუთარი მოსახლეობის სისხლის ფასად, ხელისუფლებაში დაბრუნდეს”- განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარებ ბიძინა ივანიშვილმა. როგორც მან ხალხთან შეხვედრის დროს აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია ნებისმიერ ფასად დაბრუნდეს ხელისუფლებაში. „ამ ხალხის ნაწილმა ჯერ 2008 წელს დაღუპა ქვეყანა, როცა შეგნებულად მოახდინა ომის პროვოცირება, შემდეგ კი, ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ საქართველო უკრაინაში დაწყებული სამხედრო კონფლიქტის მონაწილედ, მეორე ფრონტად აქციოს. ეს მათი…

მეტი...

საქართველოს ეროვნული ნაკრები 10 სექტემბერს ალბანეთს დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული ნაკრები  ტირანაში გაემგზავრა. ქართველი ფეხბურთელები  ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას ალბანეთის ნაკრებთან გამართავს. „ჯვაროსნებმა“ ერთა ლიგის გათამაშება დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყეს. თბილისში, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი ვილი სანიოლის გუნდმა 4:1 მოიგო. ერთა ლიგის მეორე ტურის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრები ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ ტირანაში 10 სექტემბერს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. თამაშის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მეტი...

“გულშემატკივრებთან ერთად იზეიმა”- რას წერს BBC გიორგი მამარდაშვილის შესახებ?!

ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) სპორტის რედაქცია ქართველი მეკარის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მაუწყებელი ქართველი მეკარისა და ეროვნული ნაკრების გულშემატკივრების ფოტოებს აქვეყნებს და წერს: “გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც მომავალ ზაფხულს ლივერპულს შეუერთდება, გასულ ღამით, ჩეხეთის 4-1-ით დამარცხების შემდეგ, ქართველ გულშემატკივრებთან ერთად იზეიმა” – ვკითხულობთ პოსტში.    

მეტი...

“ლატვიაში რუსული სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა”- ედგარს რინკევიჩი

„ლატვიის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო დრონი ჩამოვარდა“ – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „გუშინ აღმოსავლეთ ლატვიაში რუსული სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. მიმდინარეობს გამოძიება. მჭიდრო კონტაქტში ვართ ჩვენს მოკავშირეებთან“ – დაწერა მან. ლატვიის პრეზიდენტი ამბობს, რომ  მსგავსი ინციდენტების რიცხვი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე იზრდება.

მეტი...

ავლაბარში სახლი ჩამოინგრა

ავლაბარში ხიდისთავის ქუჩაზე 25 ნომერში სახლი ჩამოინგრა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ვრცელდება. არსებული ცნობით, დაზიანდა მხოლოდ ავტომობილი. „მეპატრონეს ზარალს არავინ უნაზღაურებს. ამ შემთხვევაში როგორ უნდა იყოს მძღოლის უფლება დაცული?“- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.    

მეტი...

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ მათ წევრს მანქანა დაუზიანეს

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ამბროლაურის ორგანიზაციის წევრს ბესო ქართველიშვილს, რაჭაში ამბროლაურში მის კუთვნილებაში არსებული ავტომობილი დაუზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. ენმ-ში აცხადებენ, რომ ამ თავდასხმის მიზეზი არის ის, რომ ბესო ქართველიშვილი, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად გადააგილდება რაჭის სხვადასხვა სოფლებში, სადაც ხვდება მოსახლეობას და უკეთ აცნობს, პარტიის სამომავლო გეგმებს. “დღეს, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრს ამბროლაურში, ბესო ქართველიშვილს ვანდალური თავდასხმის მოგერიება მოუწია. მანქანა დახვდა დაზიანებულ მდგომარეობაში, რადგან ეს ადამიანი ამ მანქანის მეშვეობით გადაადგილდება ჩვენს სხვადასხვა წევრთან ერთად და ხვდება რაჭის სხვადასხვა სოფლებში, ქალაქებში ადგილობრივ მოსახლეობას და აცნობს გეგმებს და…

მეტი...

აშშ-ში მეწყერი მრავალმილიონიან სახლებს ანადგურებს

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, რანჩო პალოს ვერდესში მეწყერი მრავალმილიონიან სახლებს ანადგურებს. ვითარება სულ უფრო უარესდება. რანჩო პალოს ვერდესი მოძრავი ქანების მქონე მთაზე მდებარეობს. ქანების მოძრაობა 1950-იანი წლებიდან ფიქსირდება და ნიადაგი წელიწადში რამდენიმე მეტრით გადაადგილდება. ზამთრის ძლიერი წვიმების შემდეგ, მოძრაობის ტემპი და მასშტაბები გაიზარდა. გასულ შაბათ-კვირას, ნიადაგის გადაადგილების მოულოდნელმა აჩქარებამ დამანგრეველი შედეგები გამოიწვია. მილიონობით დოლარის ღირებულების სახლები დაბზარულ მიწაზეა მიმოფანტული, გზები ჩაკეტილია და ელექტროენერგია 200-ზე მეტ ოჯახს აქვს გათიშული. გუბერნატორმა გევინ ნიუსომ ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.        

მეტი...

დააკავეს მამაკაცი, რომელსაც 5 წლის განმავლობაში, ქალი გატაცებული ჰყავდა და მასზე სექსუალურად ძალადობდა

პოლონეთში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომელსაც, 5 წლის განმავლობაში, ქალი გატაცებული ჰყავდა და მასზე სექსუალურად ძალადობდა. ასევე, ცნობილია, რომ მამაკაცი მასზე სხვადასხვა ექსპერიმენტს ატარებდა, რის გამოც ქალმა ორივე ტუჩი და ყველა კბილი დაკარგა. ინფორმაციას მედია ავრცელებს. საქმეზე გამოძიება პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალი საავადმყოფოში ხელის მოტეხილობით მოხვდა და თავისი ისტორია პალატის მეზობელს მოუყვა. ექიმების განცხადებით, ქალს სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა და მისი ფსიქიკური მდგომარეობაც შერყეული იყო. ცნობილია, რომ ქალს მოძალადისგან შვილიც ეყოლა, რომელიც გააშვილეს. ძალადობაში ბრალდებულ მამაკაცს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მეტი...

“ასეთი დასაწყისი ცხადია ძალიან კარგია”- ლუკა ლოჩოშვილი

ერთა ლიგის სასტარტო მატჩში ჩეხეთთან მოგების შესახებ (4:1) კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ნაკრების ლუკა ლოჩოშვილმა, რომელმაც ამ გამარჯვებაში წვლილი საგოლე გადაცემით შეიტანა. „ჩემი აზრით, ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ. დასაწყისში ცოტა ვპასიურობდით, მაგრამ მე-20 წუთის შემდეგ ვითარება გამოვასწორეთ, თავს კარგად ვიცავდით და კონტრშეტევებზე მწვავედ ვთამაშობდით. შესვენების შემდეგ კი უპირატესობა მოვიპოვეთ. ასეთ ძლიერ გუნდთან ასეთი ანგარიშით მოგება, ძალიან სასიხარულოა. ასეთი დასაწყისი ცხადია ძალიან კარგია, თუმცა ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და იმედია, შემდეგ შეხვედრებშიც ასევე გავაგრძელებთ. რაც შეეხება ჩემს ახალ პოზიციას, ფეხბურთელმა ნებისმიერ ადგილზე მაქსიმუმი უნდა გააკეთო. რა თქმა უნდა, სირთულეები არის, თუმცა ნელ-ნელა…

მეტი...

ტრამპს სურს აშშ-ის კონსტიტუციის შეცვლა, რათა კამალა ჰარისს იმპიჩმენტი გამოუცხადონ

“რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი მხარს უჭერს აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების ცვლილებას, რათა კონგრესს საშუალება ჰქონდეს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს გამოუცხადოს იმპიჩმენტი „ჯო ბაიდენის უუნარობის დაფარვისთვის“- ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს. როგორც მედია წერს,  ტრამპმა დაადანაშაულა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და დემოკრატები ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი გონებრივი შესაძლებლობების დაფარვაში. „თქვენ თუ ამას აკეთებთ, ეს არის საფუძველი დაუყოვნებლივი იმპიჩმენტისა და თანამდებობიდან გადაყენებისთვის“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მეტი...

კოლორადოს მთაზე ტურისტებმა, უცნაური, 6-მეტრიანი არსება დააფიქსირეს

აშშ-ში, კოლორადოს მთაზე, ტურისტებმა, კამერით, უცნაური, 6-მეტრიანი არსება დააფიქსირეს. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს. ტურისტები ლონგსის მწვერვალზე, კლდოვან მთებში, სალაშქროდ იმყოფებოდნენ, როდესაც, ფოტოს გადაღების დროს, შემთხვევით დააფიქსირეს უცნაური ნაცრისფერი არსება, რომელიც კლდეზე მიცოცავდა. ტურისტების განმარტებით, ფოტო ლამაზი ხედის გამო გადაიღეს და არა იმიტომ, რომ მათ რაიმე უცნაური შეამჩნიეს. მათ არსება მაშინვე არ აღმოუჩენიათ. მისი დაფიქსირება ლაშქრობის დასრულების შემდეგ, ფოტოების დათვალიერების დროს შეძლეს.        

მეტი...

ბოლივიაში ცეცხლი 4 მილიონამდე ჰექტარს უკიდია

ტყის ხანძრების გამო ბოლივიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ცეცხლი 4 მილიონამდე ჰექტარს უკიდია. ძლიერი სიცხისა და მშრალი ჰავის გამო მაშველები ცეცხლის გავრცელების კონტროლს ვერ ახერხებენ.

მეტი...

აშშ-ში ქარიშხალ “ლორასა” და “დელტასგან” დაზიანებული ცათამბჯენი ააფეთქეს

აშშ-ში, ლუიზიანას შტატში, ქარიშხალ “ლორასა” და “დელტასგან” დაზიანებული ცათამბჯენი ააფეთქეს. ცათამბჯენი, თითქმის 4 წლის განმავლობაში, დაცარიელებული იყო. ცათამბჯენისგან 5-სართულიანი სახლის სიმაღლის ნანგრევების გორა დარჩა. შენობა, რომელიც Capital One Tower-ის სახელით იყო ცნობილი, 40 წლის განმავლობაში, ქალაქის მთავარს სიმბოლოდ მიიჩნეოდა. 2020 წლის ქარიშხლების სერიის შედეგად, შენობა სერიოზულად დაზიანდა და ის სამშენებლო ბრეზენტით დაიფარა.    

მეტი...

„დღეს ისრაელისთვის ძალიან მძიმე დღეა“- ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დასავლეთ სანაპიროსა და იორდანიის საზღვართან მომხდარი თავდასხმა დაგმო. ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ დღეს ისრაელისთვის ძალიან მძიმე დღეა. „ეს ძალიან მძიმე დღეა. ტერორისტმა ცივსისხლიანად მოკლა ჩვენი სამი მშვიდობიანი მოქალაქე. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენ გარშემორტყმული ვართ მკვლელი იდეოლოგიით, რომელსაც ირანი ხელმძღვანელობს“- განაცხადა ნეთანიაჰუმ. დასავლეთ სანაპიროსა და იორდანიის საზღვართან თავდასხმის დროს ისრაელის სამი მოქალაქე დაიღუპა. თავდამსხმელი ტერიტორიაზე იორდანიიდან, სატვირთო მანქანით შევიდა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა.  

მეტი...

„კიევის რეჟიმის კრუნჩხვები და აგონია ყველასთვის აშკარაა”- ლავროვი

„კიევის რეჟიმის კრუნჩხვები და აგონია ყველასთვის აშკარაა უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოლქის ტერიტორიაზე თავდასხმის ფონზე“ – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „ის ხალხი, ვინც დასავლეთმა მოიყვანა უკრაინის ხელისუფლებაში ანტიკონსტიტუციური გადატრიალების გზით, ასრულებს დასავლეთის ბრძანებას – ქვეყანა კიდევ ერთხელ გადააქციონ ნაცისტურ საფრთხედ რუსეთის ფედერაციისთვის. ეს არ გამოვა და ეს უკვე ყველასთვის გასაგებია. ერთგვარი კრუნჩხვები, აგონია, რასაც ახლა ვხედავთ, მათ შორის ე.წ კურსკის მოქმედების ფარგლებში, ყველასთვის აშკარაა. ამიტომ ჩვენი საქმე სამართლიანია“ – აღნიშნა ლავროვმა.

მეტი...

“გაკვეთილი ჩაგვიტარეს”- ჩეხეთის ნაკრების კაპიტანი საქართველოსთან მარცხის შემდეგ

“ჩვენ აბსოლუტურად ვერაფერი გავაკეთეთ შეტევაში და ბევრი შეცდომა დავუშვით დაცვაში. ზოგჯერ მქონდა განცდა, რომ სკოლის მოსწავლეები ვიყავით”- განაცხადა ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, ტომას სოუჩეკმა. მან გუშინდელი თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ ჩეხეთის ნაკრებისთვის ყველაზე ცუდი მატჩი იყო. “ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ რამდენიმე წინადადება ვთქვათ და ყველა უარყოფითი იქნება. ეს ალბათ ნაკრებში ჩემი ყველაზე ცუდი მატჩი იყო. შედეგი ერთია, მაგრამ თამაში სხვაა. ჩვენ აბსოლუტურად ვერაფერი გავაკეთეთ შეტევაში და ბევრი შეცდომა დავუშვით დაცვაში. ზოგჯერ მქონდა განცდა, რომ სკოლის მოსწავლეები ვიყავით. ისეთ კონტრშეტევებს გვიწყობდნენ, გაკვეთილი ჩაგვიტარეს. სწრაფად მიდიოდნენ კარისკენ და გოლები ასე გაიტანეს. მატჩის…

მეტი...

„ახალგაზრდა ფეხბურთელებმა გვაჩვენეს, რომ დაღვინებულები არიან“- გურამ კაშია

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ და ზურიკო დავითაშვილმა კომენტარი გააკეთეს ჩეხეთთან მოგებულ შეხვედრაზე. „ძალიან მიხარია, რომ იმ წარმატების შემდეგ, რომელიც ზაფხულში გვქონდა, ასე სერიოზულად მივუდექით პირველ თამაშს. ყოველთვის, რაღაც კარგს ცუდი მოჰყვება ხოლმე, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ახალგაზრდა ფეხბურთელებმა გვაჩვენეს, რომ დაღვინებულები არიან. მიხარია, რომ ასეთი მოთამაშეები გვყავს. ახლა მთავარია, შემდეგი თამაშისთვის მოვემზადოთ და ძალები აღვიდგინოთ, რადგან ალბანეთში რთული მატჩი გველის“- აღნიშნა გურამ კაშიამ. „სენტ-ეტიენის“ შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი კი ამბობს, რომ „მთავარია ეს დონე შევინარჩუნოთ“. „ჩეხეთის ძალიან ძლიერ ნაკრებთან ძალიან კარგად ვითამაშეთ და ყველამ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ, რაც შედეგშიც აისახა. სასიხარულოა,…

მეტი...

“ჩემი სამშვიდობო მისია არ დასრულებულა”- ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს,რომ აგრძელებს მუშაობას ე.წ. სამშვიდობო მისიაზე, რომლის ფარგლებშიც ცდილობს, „თავიდან აიცილოს ესკალაცია“. მისივე თქმით, უკრაინასა და რუსეთში ვიზიტების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებს გაუგზავნა „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც მოგვიანებით მედიაში გავრცელების გამო თავად გამოაქვეყნა. „მე დავწერე, რომ თუ ივლისის დასაწყისში გარკვეულ ნაბიჯებს გადავდგამდით, შეგვეძლო, თავიდან აგვეცილებინა ამ კონფლიქტის ესკალაცია მომდევნო ორ-სამ თვეში. ივლისის დასაწყისში არსებულ მდგომარეობას დღევანდელს თუ შევადარებთ, ახლა გაცილებით უარესია, ვიდრე მაშინ იყო“- აღნიშნა ორბანმა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მისი სამშვიდობო მისია არ დასრულებულა.    

მეტი...

“ის არის  წამებით მოკლული, მას ხელები მოჭრილი ჰქონდა”- მარნეულში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მარნეულის სოფელ აზიზქენდში ნაპოვნ ცხედარს წამების კვალი აღენიშნება. ამის შესახებ გარდაცვლილის ახლობლები საუბრობენ. მათი თქმით, 43 წლის კაცი სახლში მარტო ცხოვრობდა. ისინი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ კაცი ნაწამებია. „ის არის  წამებით მოკლული, მას ხელები მოჭრილი ჰქონდა. რანაირად არის თავისით გარდაცვლილი?! დამწვარია გვამი. ჯერ ექსპერტიზაზეა არ მოუყვანიათ. 3 დღე დაკარგული იყო, სახლში მარტო ცხოვრობდა. სახლში შუქები და ტელევიზორი ჩართული ჰქონდა დატოვებული. ეს რომ შევამჩნიეთ ნათესავებმა ძებნა დავიწყეთ. ბოლოს, პოლიციამ ამ მდგომარეობაში იპოვა. ხელოსანი კაცი იყო, ფულიც ჰქონდა. არსებობს ვერსია, რომ ვიღაცამ გაიყვანა სახლიდან. მაგიდაზე აღმოჩენილია საჭმელი, ვახშმობდა. ის ამ დროს…

მეტი...

იორდანიის საზღვართან მომხდარი თავდასხმის დროს სამი ადამიანი დაიღუპა

„ბიბისის“ ინფორმაციით, დასავლეთ სანაპიროსა და იორდანიის საზღვართან მომხდარი თავდასხმის დროს სამი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სროლის შედეგად ისრაელის სამი მოქალაქე დაიღუპა. თავდამსხმელი ტერიტორიაზე იორდანიიდან, სატვირთო მანქანით შევიდა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა თავდამსხმელი გაანეიტრალეს. იორდანია აცხადებს, რომ დახურა საზღვარი და ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი მრჩეველი დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი მრჩეველი და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ორი მოადგილე დანიშნა.  ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციიით, პრეზიდენტის მრჩეველი კომუნიკაციების საკითხებში დიმიტრი ლიტვინი გახდა, ხოლო მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში ალექსანდრე კამიშინი. პრეზიდენტის კიდევ ერთი დადგენილება ეხება ვიქტორ მიკიტას ტრანსკარპატების რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილედ დანიშვნას.

მეტი...

ჩინეთი სტიქიას ებრძვის

ჩინეთი სტიქიას ებრძვის – ტაიფუნი “იაგის” გამო, ჰაინანის პროვინციიდან 149 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. განადგურებულია 25 000-ზე მეტი სახლი. გზების თითქმის მესამედი დატბორილია, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც.  

მეტი...

მარნეულში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მარნეულში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ნაპოვნი ცხედარი ეკუთვნის მამაკაცს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი...

“ევროკავშირმა უკვე თქვა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია”- ჯეიმს ო’ბრაიენი

“ევროკავშირმა უკვე თქვა, რომ ევროკავშირში [ინტეგრაციის] პროცესი შეჩერებულია და ეს სრულებით იმის გამო ხდება, რომ მთავრობამ გადაწყვიტა დაეწერა ეს კანონი ისე, როგორც ეს გააკეთეს და ეს სირცხვილია”- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრობს. აღნიშნულით მან ის ფაქტი შეაფასა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი აღსრულების ახალ ეტაპზე გადადის. „ჩვენ გვსურს, რომ ქართველ ხალხს შეეძლოს ხმის მიცემა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა, ვნახოთ, რომ მთელი პროცესი კარგად მუშაობს. ეს მოიცავს სათემო გაერთიანებებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, მოხალისეებს.…

მეტი...

25 ეთნიკური ჯგუფი იუნანის ეროვნულ სოფელში – ვიდეორეპორტაჟი

ეს უნიკალური სოფელი არის ეთნოგრაფიული სოფელი და თემატური პარკი, რომელიც აჩვენებს ჩინეთში, იუნანის პროვინციაში 25 ეთნიკური ჯგუფის თანაარსებობას. ფოლკლორი, კულტურა, ხელოვნება და არქიტექტურა და სხვა ყველაფერი ერთ სივრცეშია მოქცეული. ვიდეორეპორტაჟში ვნახოთ როგორია იუნანის ეთნიკურო სოფელი.

მეტი...