აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან რუსეთის და „ქართული ოცნების“დროშები დაწვეს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან რუსეთის დროშასთან ერთად „ქართული ოცნების“ დროშაც დაწვეს. ისინი ამბობენ, რომ „ეს არის შეტყობინება ამხანაგი ბიძინასთვის”. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ე.წ “რუსულ კანონს” ვეტო დაადო, საპროტესტო აქცია მაინც გაიმართა. მსვლელობები მოეწყო:ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდშიც.

მეტი...

უფლებადამცველებმა ჩეჩნეთიდან რამდენიმე ათეული ადამიანის გატაცება დაადასტურეს

ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა “მემორიალმა” დაადასტურა ინფორმაცია ძალოვანი უწყებების მიერ რამდენიმე ათეული ადამიანის გატაცების შესახებ ჩეჩნეთში.  უფლებადამცველთა მონაცემებით, სულ 80-დან 90-მდე ადამიანი არის გატაცებული.  “მემორიალის” აზრით, გატაცებები დაკავშირებულია 6 მაისს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოსთან, რომელშიც უცნობი პირი ცეცხლს უკიდებს მანქანას, რომელსაც ნომრებზე აქვს წარწერა “დუსტუმ”. უფლებადამცველებმა შეძლეს რამდენიმე გატაცებულის ვინაობის დადგენა. მათი ინფორმაციით, ურუს-მართანის რაიონის სოფელ სტარიე ატაგიში, გაიტაცეს საიფ-ისლამ ელმურზაევის – მანქანისთვის ცეცხლის წაკიდებაში მთავარი ეჭვმიტანილის – ოჯახის დაახლოებით 50 წევრი, მათ შორის ხანდაზმული ადამიანები და ქალები, რომელთა შორის ერთი ორსული იყო. მათი ადგილმდებარეობა უცნობია.

მეტი...

თანამედროვე საოცრება – სასოფლო/სამეურნეო დრონები (video)

ჭკვიანი, უპოლოტო ავტომანქანები, ტრაქტორები, ბულდოზერები, სამშენებლო მანქანები, ავტობუსები და დრონებიც კი. ჩინეთში სასოფლო-სამეურნეო დრონები საკმაოდ პოპულარულია და ის თანამედროვე მიღწევას წარმოადგენს. უპილოტო სასოფლო-სამეურნეო დრონი სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენება და მისი მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. ახლად გამოშვებულმა ჭკვიანმა სასოფლო-სამეურნეო მოწყობილობები ინოვაციურ მიღწევას წარმოადგენს და შრომასაც აადვილებს. „ტექნოლოგიებით მოტანილი პროდუქტი“ სწორედ ასე აფასებენ ჩინეთში აღნიშნულ ტექნოლოგიური მიღწევას. სასოფლო-სამეურნეო დრონები აღჭურვილია  ოთხი ძირითადი ფუნქციით – შესხურება, თესვა, ტრანსპორტირება და საჰაერო დაკვირვება. მისი ფასი კი დაახლოებთ 10 000 დოლარია.  

მეტი...

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

აქციის მონაწილეებმა რუთაველის გამზირი გადაკეტეს. ამ მომენტისთვის საავატომობილო მოძრაობა შეჩერებულია. საკანონმდებლო ორგანოსთან მყოფ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, “ექსპო ჯორჯიას” მიმდებარე ტერიტორიიდან  მსვლელობით მომავალი სტუდენტებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი არ მიეკუთვნებიან არცერთ პარტიას, მათ მხოლოდ ევროპული მომავალი სურთ. თბილისის პარალელურად მსვლელობა მიმდინარეობს ბათუმში.

მეტი...

„კარგად გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა“- შარლ მიშელი პრეზიდენტის ვეტოზე

“პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო გამჭვირვალობის კანონზე იძლევა შემდგომი დაფიქრების მომენტს. დღევანდელი ფორმით – კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და გზას“- განაცახდა შარლ მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მოუწოდებს საქართველოს ყველა პოლიტიკოსს და ლიდერს გამოიყენონ ეს შანსი. „მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკოსს და ლიდერს, კარგად გამოიყენონ ეს შესაძლებლობები და უზრუნველყონ საქართველო დარჩეს ევროპულ კურსზე, რომელსაც მოსახლეობა მხარს უჭერს. მე ყურადღებით ვაკვირდები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს” – აცხადებს შარლ მიშელი.  

მეტი...

“ჩვენ არ ვართ პარტია” პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოსთან სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობით მივიდა. აქციის მონაწილე მედიკოსებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერებით: “არ ვართ პარტია“, ” ჩვენი მოთხოვნა ევროპული მომავალია”. პარლამენტთან მობილიზებულია პოლიცია. თბილისის პარალელურად აქცია მიმდინარეობს ბათუმში. მსვლელობა მოეწყო ზუგდიდსა და ქუთაისში.

მეტი...

„იმედია, მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ზაფხულში დაიწყება, მაგრამ საქართველოსთან არა“- მაიკლ როთი

„თბილისში ჩასვლით გვსურდა გაგვეგო, როგორ უგულებელყოფს ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოს მთავრობა, რომელიც ყველგან ევროკავშირის დროშებს აფრიალებს, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა გამოცემა Die Tageszeitung-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ერთი წინ გადადგმული ნაბიჯიც კი არ არის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. „რეკომენდაციები შესრულებული უნდა იყოს, სანამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაწყება. ერთი წინ გადადგმული ნაბიჯიც კი არ არის, მაგრამ ბევრი მნიშვნელოვან უკან გადადგმული ნაბიჯია. კანონები მზადდება, რომლებიც რუსეთის მაგვარი ავტორიტარული რეჟიმების მსგავსია. ამავდროულად, მთავრობა ამტკიცებს, თითქოს ევროკავშირისკენ უნდა სვლა. სიტყვები და ქმედებები უბრალოდ ერთმანეთს არ…

მეტი...

„პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტო ქარიშხლიდან გზას აჩენს“-გაბრიელიუს ლანდსბერგისი

„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო ქარიშხლიდან გზას აჩენს. საქართველოს შეუძლია ეს კანონი უარყოს და ევროპა აირჩიოს,” – ასე ეხმაურება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი “ტვიტერის” პირად გვერდზე პრეზიდენტის ვეტოს. საქართველოს პრეზიდენტმა  “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო.

მეტი...

„დაადასტურა, რომ კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები“- მდინარაძე პრეზიდენტის ვეტოზე

„დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი“-  “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელსი წერს. მდინარაძის თქმით, ყალბი პროექტი გამჭვირვალობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ – “არა რუსულ კანონს” ჩავარდა!“ “1. დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები. (ვეტოს ახალი ნაირსახეობის გამოგონებაზე კი სხვადასხვა თაობის იურისტები დიდი ხნის განმავლობაში იმსჯელებენ) 2.რაც შეეხება ჩვენს კონსტუქციულ შეთავაზებას, ვეტოს პროცედურაში ჩაერთო უცხოელი პარტნიორები, მან უარით და დესტრუქციით უპასუხა! 3.ნაცების, მდიდარი ენჯეოების…

მეტი...

“არა რუსულ რეჟიმს”- აქცია ბერლინში

“კი ევროპას, არა რუსულ რეჟიმს” – ქართველი ემიგრანტები ბერლინში აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი გზა ევროპაშია და არა რუსრთში. შეკრებილები სოლიდარობას უცხადებენ თბილისის ქუჩებში გამოსულ მოქალაქეებს. საქართველოს სხვადასხვა ქალაქების პარალელურად, პერმანენტულად  საპროტესტო აქციებს მართავენ საზღვერებს გარეთ მყოფი ქართველი ემიგრანტები.    

მეტი...

„კარგი იქნება თუ პრეზიდენტი ამ ვეტოსთან ერთად, ჩვენთან ერთად იქნება მსვლელობებზე“- აქციის მონაწილე

აქციის მონაწილეები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდიან, რომ ე.წ „რუსულ კანონს“ ვეტო დაადო და მოუწოდებენ, რომ მათ მსველობებში მონაწილეობა მიიღოს. „დიდი მადლობა პრეზიდენტს, რომ ამ კანონს ვეტო დაადო, მაგრამ ჩენს მთავრობას არ ეშინია ვეტოსი. თქვეს, რომ ჩვეულებრივად დაძლევენ. ახლა პრეზიდენტს მივმართავ, გამოვიდეს დადგეს ჩვენს გვერდით. კარგი იქნება თუ  ამ ვეტოსთან ერთად, ჩვენთან ერთად იქნება მსვლელობებზე და პარლამენტთანაც ჩვენთან ერთად გამოვა დღეს“- აქციის ერთ-ერთი მონაწილე.   პრეზიდენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო

მეტი...

სტუდენტების მსვლელობა დაიწყო

ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიიდან გაფიცული სტუდენტების მსვლელობა დაიწყო. ისინი მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსთან მივლენ, სადაც აქციის სხვა  მონაწილეებს შეუერთდებიან. პარლამენტისკენ მსვლელობა რამდენიმე ლოკაციიდან იგეგმება. მათ შორის, პარლამენტთან შეკრებას გეგმავენ „თერთხალათიანები“ – ექიმები, ექთნები, რეზიდენტები.

მეტი...

“ეს კანონი უნდა გაუქმდეს, ვეტო დღესვე გადაეცემა პარლამენტს“- პრეზიდენტი

„ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე. პრეზიდენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო და აღნიშნა, რომ ის არის „რუსული“ და უნდა გაუქმდეს. „დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული“- აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ვეტო არის  გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს.

მეტი...

პრეზიდენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „რუსულ კანონს“ ვეტო დაადო. მისი თქმით, ეს კანონი თავისი არსით არის რუსული. „დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. პანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი ორბელიანების სასახლეში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

მეტი...

პრეზიდენტი დღეს ბრიფინგს გამართავს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში 18:00 საათზე ბრიფინგს გამართავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თემაზე ისაუბრებს პრეზიდენტი.

მეტი...

„უთხარი არა რუსულ რეჟიმს“-  ბანერით გამოხატული პროტესტი

სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო ბანერებით აქცებში დაშავებულ მოქალქეებს სოლიდარობა გამოუცხადეს და ძალადობა დაგმეს. ბანერზე, რომელიც სავაჭრო ცენტრში გაფინეს, ნაცემი მოქალაქეების ფოტოსურათები იყო გამოსახული. ბანერზე ასევე ეწერა: „დასრულდეს ძალადობა“, „უთხარი არა რუსულ რეჟიმს“.

მეტი...

  „ნატა ფერაძემ ქვეყანა დატოვა, რადგან დაჭერას უპირებდნენ“- გვარამია

„ახლა გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით“- წერს ნიკა გვარამია. პარტია „ახალის“ ლიდერის თქმით, ჯერ ერთეულებს, ხოლო შემდეგ ყველა პატრიორს უწევს ქვეყნის დატოვება. „მეგობრებო, ბელორუსში მეტი კი არაფერი ხდება! მეგობრებო, რუსეთში სხვანაირად კი არ იწყებოდა პუტინის დიქტატურა! მეგობრებო, სამშობლოს ასე კარგავენ ადამიანები: ჯერ ერთეულებს, მერე ყველა პატრიოტს უწევს ქვეყნის დატოვება! მხარდაჭერა ნატას და ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლს! ძირს უზურპატორი ივანიშვილი!” – წერს ნიკა გვარამია.

მეტი...

„ამ კანონის უკან დგას რუსული ტანკები“ – ქუთაისში აქცია იწყება

ქუთაისიში სტუდენტები საპროეტსტო მსველობისთვის ემზადებიან. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ე.წ „რუსული კანონი“ არის ბოროტება და მათ არ სურთ იყვნენ წყვდიადში. „რუსული კანონი არის ბოროტება, რომელიც გვაბრუნებს ბოროტების იმპერიაში. ჩვენ არასდროს არ შევეგუებით გულაგის დაბრუნებას და საკონცენტრაციო ბანაკების სამართალს. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს რუსეთის ნაწილი, რადგან ამ კანონის უკან დგას რუსული ტანკები. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ჯერ ამკვიდრებს თავის კანონებს, შემდეგ კი შემოდის ტანკებით. ამიტომ ჩვენ არ გვსურს, რომ ვიყოთ წყვდიადში. ჩვენ წინაპრებს ამისთვის არ უბრძოლიათ”, – ამბობს ერთ-ერთ სტუდენტი.

მეტი...

რუსეთი თავს დაესხა ოდესას – დაღუპულია ერთი ადამიანი

უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსეთის არმიამ განახორციელა სარაკეტო თავდასხმა. რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა რვა მოქალქე. ინფორმაცია, ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, ოლეჰ კიპერმა. ამავე ცნობით, ოთხ პირს საშუალო სირთულის ჭრილობები აქვს და ისინი საავადმყოფოში მოათავსეს. სამ დაჭრილს მედიკოსებმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. უკრაინის საგანგებო ვითარებათა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, სარაკეტო თავდასხმის სამიზნე იყო სასაწყობო სათავსო და გაჩნდა ხანძარი 800 კვადრატული მეტრის ფართობზე. ბოლო კვირების განმავლობაში ოდესაზე რუსეთის არმიის თავდასხმები სისტემატურად ხდება.  

მეტი...

საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ჯო უილსონი კონგრესს კანონპროექტს წარუდგენს

კონგრესმენი ჯო უილსონი, საქართველოში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, კონგრესისთვის კანონპროექტის წარდგენას გეგმავს. ინფორმაციას “The Wall Street Journal” ავრცელებს. როგორც საერთაშორისო გამოცემა წერს, არ არის გამორიცხული, რომ წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის მიერ წარდგენილი კანონპროექტი სანქციებს ითვალისწინებდეს. „კანონპროექტი მოითხოვს, რომ სახელმწიფო მდივანმა კონგრესს საქართველოში არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიის, ელიტური კორუფციის, სანქციების თავიდან არიდებისა და რუსეთის დაზვერვის რესურსების შესახებ ანგარიში წარუდგინოს. უცხოური აგენტების კანონმდებლობასა და დემოკრატიაზე ფართო თავდასხმაზე პასუხისმგებელ პირებს შესაძლოა სანქციები დაემუქროთ. კანონპროექტი, ასევე, სთავაზობს საქართველოს შესაძლებლობას, გააძლიეროს სავაჭრო, თავდაცვითი და კულტურული კავშირები აშშ-სთან, თუ ის კურსს შეცვლის. ეს შეიძლება გადამწყვეტი მომენტი იყოს საქართველოს…

მეტი...

„ჭკუას გვასწავლიან ოპოზიციის ტრიბუნიდან, ეს არის წითელი ხაზი“- ღარიბაშვილი ევროპელი მინისტრების აქიაზე მისვლაზე

„ეს არის წითელი ხაზი, ეს არის დარღვევა“-ასე შეაფასა „ქართული ოცნების“თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაზე მისვლა. მისი თქმით, მინისტრების საქციელი შიდა პოლიტიკურ საკითხებში უხეში ჩარევაა. „ყველამ იხილეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი. ამ ადამიანებს შეხვდა პრემიერ-მინისტრიც. ყველა შეხვდა ჩვენი გუნდიდან. მემგონი შეხვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც . ამ ყველაფრის მიუხედავად ოპოზიის მიერ გამართულ მიტინგზე გამოვიდნენ სიტყვით. რა ქვია ამას თუ არა შეურაცხმყოფელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. ეს დაუწერელი კანონია, ეს არის წითელი ხაზი, როცა გამოდიან და ჭკუას გვასწავლიან ოპოზიციის ტრიბუნიდან ეს არის მიუღებელი. რა…

მეტი...

„სანამ ჩვენი გუნდი პრეზიდენტად დასვამდა, მისი პოლიტიკური რეიტინგი იყო 1-%“- ღარიბაშვილი პრეზიდენტზე

„მანმა სანამ ჩვენი გუნდი მას დასვამდა პრეზიდენტად, მისი პოლიტიკური პარტიის რეტინგი იყო 1%.  1-% მიიღო ქალმა, რა პრეტენზია აქვს საერთოდ, ან რა გაუკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის“- განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა. მის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება გამჭვირვალობის შსახებ კანონპროექტზე ხელის მოწერაზე უარის თქმა არასწორია. „პრეზიდენტად წოდებულ ქალბატონს საერთოდ არ არინტერესებს ჩვენი კონსტიტუცია , არც ჩვენი ქვეყანა და არც ჩვენი ქვეყნის ინტერესები  ეს ცხადია. ეს ქალბატონი გაიზარდა საფრანგეთში არ თვლის თავს ქართველად, გავიგე რომ აპირებს წავიდეს საფრანგეთში, ან შეიძლება სურს პოლიტიკაში დარჩეს.  მე შევახსენებ საზოგადოებას და მას შევახსენებ პირადად, მანამ…

მეტი...

თსუ-ში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას საია ეხმაურება

საია 18 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან სტუდენტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ  ადგილზე მობილიზებულ პოლიციას არაჯეროვანი  რეაგირება ჰქონდა. საია პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. „2024 წლის 18 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე ლექციამდე სტუდენტები ელოდებოდნენ, რათა მშვიდობიანად გაეპროტესტებინათ რუსული კანონი. როგორც საჯაროდ გავრცელებული წყაროები მოწმობს, სტუდენტებს წინასწარ ორგანიზებული ჯგუფები დაუპირისპირდნენ, რომლებმაც მათზე სიტყვიერად და ფიზიკურად იძალადეს. ადგილზე მომხდარ დანაშაულზე მანამდე მობილიზებული პოლიციელების რეაგირება უმოქმედობაში, ან, არაჯეროვან მოქმედებაში, ადგილობრივად გაშველებაში შემოიფარგლა, ხოლო, მოძალადე პირთა მიმართ არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ გატარებულა. მოვუწოდებთ საქართველოს…

მეტი...

„საჰაერო იერიშის შედეგად „ისლამის ჯიჰადის“ ერთ-ერთი მეთაური დაიღუპა“- ისრაელის თავდაცვა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, რაფაჰში საჰაერო იერიშის შედეგად „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი მეთაური დაიღუპა. ამავე ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალების სამიზნეს იარაღის საცავები და ტერორისტული დაჯგუფებების ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. სულ, გასული დღის განმავლობაში ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორში 70-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.

მეტი...

ავღანეთში წყალდიდობას სულ მცირე 50 ადამინი ემსხვერპლა

ავღანეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ზუსტი ინფორმაცია არ არის ცნობილი. განადგურებულია 2 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, ხოლო ნაწილობრივ დაზიანებულია 4 000-ზე მეტი. ამასთან, დატბორილია 2 000-ზე მეტი მაღაზია.

მეტი...

„გოგოებსაც მოხვდათ ხელი“- ირაკლი კობახიძემ თსუ-ს შენობა დატოვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ხმაურის ფონზე დატოვა. მიმდებარე ტერიტორია დატოვეს   “ქართული ოცნების” ახალგაზრდულო ფრთის წარმომადგენლებმაც. ცოტა ხნის წინ, თსუ-ს ეზოში ფიზიკური დაპირისპირება იყო. ერთ-ერთი სტუდენტი ამბობს, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ გოგოებსაც. „დაგეგმილი გვქონდა მშვიდობიანი პროტესტი, უბრალოდ უნდა ვმდგარიყავით. მოვიდნენ დაიწყეს პროვოკაციები, არავინ რომ არ ავყევით გადმოვიდნენ ხელის დარტყმაზე, გოგოებსაც მოხვდათ ხელი“- აცხადებს ერთ-ერთი სტუდენტი.   თსუ-ს ეზოში სადაც სტუდენტები კობახიძეს ელოდებოდნენ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

მეტი...

„საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი“ -ქართველი ემიგრანტების აქცია  შვეიცარიაში

ქართველმა ემიგრანტებმა ე.წ „რუსული კანონი“ გააპროტესტეს ბერნში. ისინი ამბობენ, რომ საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი. „ჩვენი ქვეყნის საელჩო მდებარეობს აქ, მინდა მივაწვდინო ჩვენი ხმა, საქართველო არასდროს გახდება რუსეთი. საქართველო არასდროს იქნება რუსეთის გუბერნია. თქვენ ვინც ბრძანდებით მანდ, თქვენც ქართველები ხართ, თქვენც პატრიოტები ხართ თქვენც უნდა დაიკავოთ სწორი პოზიცია, თქვენც უნდა ბრძანდებოდეთ ისტორიის სწორ მხარეს, რამეთუ ისტორია ყოველთვის გამოიტანს თავის განაჩენს და მერე თქვენს შვილებთან/შვილიშვილებთან არ შეგრცხვეთ,” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მეტი...

დღეს გაფიცული სტუდენტების მარში გაიმართება

დღეს 17:00 საათზე “ექსპო ჯორჯიადან” სტუდენტების მარში გაიმართება. ”18 მაისს 17:00-ზე გაფიცულ სტუდენტთა მიერ ორგანიზებული მარში ექსპო ჯორჯიადან. მოვუწოდებთ საზოგადოების ნებისმიერ წევრს შემოგვიერთდით! ვიკრიბებით ექსპო ჯორჯიასთან, მსვლელობით გავივლით წერეთლისა და აღმაშენებლის გამზირებს, ზაარბრუკენის მოედნამდე, შემდეგ კი შევუერთდებით თეთრხალათიანებს პარლამენტის წინ“ — ნათქვამია სტუდენტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

სლოვაკეთის პრემიერს კიდევე ერთი ოპერაცია ჩაუტარდა- მდგომარეობა კვლავ მძიმეა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, ორსაათიანი ოპერაციის შემდეგ, რობერტ ფიცო გონზეა, თუმცა კვლავ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. სლოვაკეთის პრემიერი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. რობერტ ფიცო 15 მაისს, 71 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

მეტი...

„საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის კარი ამ დროისთვის დახურა“- მიხეილ როთი.

“საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის კარი ამ დროისთვის დახურა, მაგრამ ეს კარი შეიძლება, ნებისმიერ დროს გაიხსნას, თუ ეს კანონი გაუქმდება, ამიტომ თბილისში დემონსტრანტებს ჩვენი წახალისება და სოლიდარობა სწორედ ახლა სჭირდებათ”- ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა გერმანულ გამოცემა Vorwaerts- თან ინტერვიუში განაცხადა. როთი აცხადებს, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება და განსაკუთრებით სექსუალური უმცირესობა დაშინებულია. „ავტორიტარიზმი ყველგან ძალიან მსგავს მექანიზმებს იყენებს. სამოქალაქო საზოგადოება დაშინებულია, უმცირესობები – განსაკუთრებით სექსუალური უმცირესობები, დისკრიმინირებულია და პოლიტიკური კონკურენტები გამოცხადებული არიან მტრებად. ზოგადად, ირწმუნებიან, რომ უკმაყოფილება საზღვარგარეთიდან ბნელი ძალების მიერ კონტროლდება. ჩვენ უკვე გამოვიარეთ ეს ყველაფერი…

მეტი...

„მოვუწოდებ ევროკომისიასა და ევროკავშირს დაუყოვნებლივ მოამზადონ სანქციები“-  ევროპარლამენტარი

„საქართველო არ არის რუსეთი, საქართველო ევროპაა და კანონი, რომელიც მიიღეს, უნდა იყოს გაწვეული პარლამენტის მიერ. ამიტომ, მე მოვუწოდებ ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაუყოვნებლივ მოამზადონ სანქციები ბატონი ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის და შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ“- ვიდეო მიმართვას ავრცელებს ევროპარლამენტარი თიის როიტენი. X-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში როიტენი აცხადებს, რომ კანონი რომელიც საქართველოს ხელისუფლება  მიიღო გაწვეული უნდა იქნეს. „საქართველო არ არის რუსეთი, საქართველო ევროპაა და კანონი, რომელიც მიიღეს, უნდა იყოს გაწვეული პარლამენტის მიერ. ამიტომ, მე მოვუწოდებ ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაუყოვნებლივ მოამზადონ სანქციები ბატონი ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის და შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ. აგრეთვე, იმ…

მეტი...

თსუ-ს ეზოში სადაც სტუდენტები კობახიძეს ელოდებოდნენ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, სადაც სტუდენტები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ელოდებოდნენ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკო მანაგაძე აცხადებს, უნივერსიტეტის წინ მათ ადამიანების გარკვეული ჯგუფი დახვდათ და სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. „გადავწყვიტეთ უნივერსიტეტის წინ შევკრებილიყავით და პროტესტი გამოგვეთქვა, თუმცა ხედავთ რომ ზონდერები არიან მობილიზებულები და პირდაპირ ფიზიკურ კონტაქტში შემოდიან. პოლიციის მხრიდან არანაირი ადეკვატური რეაგირება არ იყო, მხოლოდ შუაში ჩაგვიდგნენ”, – განაცხადა ნიკო მანაგაძემ. ცნობისთვის, თსუ-ს მე-2 კორპუსის წინ შეკრებილები არიან სტუდენტები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონს აპროტესტებენ. თსუ-ს ეზოში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც.

მეტი...

„დას ჯერ ავტომანქანა შეაჯახა“- ბრალი წარუდგინეს ძმას, რომელიც დის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დას  პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას უზღუდავდა, ასევე დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა. აღნიშნულის გამო 16 მაისს  ბრალდებულმა, გარდაბანში,  დას ჯერ ავტომანქანა შეაჯახა,  შემდეგ კი დანით სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით  (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით,…

მეტი...

სანქტ-პეტერბურგზე, სავარუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატით იერიში განხორციელეს

სანქტ-პეტერბურგში, ბუდიონის სახელობის კომუნიკაციების სამხედრო აკადემიის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. წინასწარი ცნობებით, მიზეზი შესაძლოა  უპილოტო საფრენი აპარატების იერიში იყოს. გარდა ამისა, ადგილობრივი გამოცემა „როტონდა“ იტყობინება, რომ  სასწავლო ამუნიციის საწყობი აფეთქდა.  გამოცემა „ბუმაგა“ თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქება მოხდა შენობის შიგნით. მედია ავრცელებს ინფორმაციას შვიდი დაშავებულის შესახებ, მათგან ორი მძიმედ არის დაჭრილი და ისინი სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში წაიყვანა. ერთ-ერთი დაშავებული სარეანიმაციო განყოფილებაშია.  

მეტი...

საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე აშშ-ს კონგრესში მოსმენა გაიმართება

4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება. ინფორმაციას ჰელსინკის კომისია ავრცელებს. „რუსული სტილის „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ამჟამინდელი მიღება მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობის აშკარა ანტიდასავლურ ნაბიჯს და მის რუსეთთან, ისევე როგორც სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიც ჩინეთია, იმავდროულ დაახლოებას ასახავს. სამი ათწლეულის განმავლობაში არსებული პროდასავლური, დემოკრატიული და ევროატლანტიკური სტრატეგიული პროგრამის შემდეგ, ამ და კრემლის მიერ შთაგონებული სხვა კანონების მიღებით საქართველოს მთავრობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური არჩევანის მიმართ ნდობას აშკარად და უხეშად არღვევს“- ნათქვამია განცხადებაში. ასევე ამბობენ, რომ ხელისუფლების ქმედებებმა საპროტესტო აქციები გამოიწვია ქვეყნის მასშტაბით. „ქართული ოცნების“ მთავრობის…

მეტი...

„თუ დახოცეთ ახალგაზრდები, მოქალაქეები, ვისთვის გინდათ კანონო“- ხაბეიშვილი

”წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ დახოცეთ ახალგაზრდები, მოქალაქეები, ვისთვის გინდათ კანონი?!”  – წერს ლევან ხაბეიშვილი. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლება ბოროტებას და დაპირისპირებას თესავს. “უმძიმეს დანაშაულს აწერთ ხელს, ერთმანეთს “ჩათებში” ამხნევებთ, სისულელეებს აჯერებთ და არ იაზრებთ იმ ადამიანურ, თუ სამართლებრივ ფასს, რომლის გადახდაც, აუცილებლად მოგიწევთ. წლებია, მხოლოდ სიძულვილს, ბოროტებას და დაპირისპირებას თესავთ. სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით. არა რუსულ კანონს! კი ევროპას!” – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში  

მეტი...