ავღანეთში წყალდიდობას სულ მცირე 50 ადამინი ემსხვერპლა

ავღანეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ზუსტი ინფორმაცია არ არის ცნობილი.

განადგურებულია 2 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, ხოლო ნაწილობრივ დაზიანებულია 4 000-ზე მეტი. ამასთან, დატბორილია 2 000-ზე მეტი მაღაზია.

მსგავსი თემები