„ნატა ფერაძემ ქვეყანა დატოვა, რადგან დაჭერას უპირებდნენ“- გვარამია

„ახლა გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით“- წერს ნიკა გვარამია.

პარტია „ახალის“ ლიდერის თქმით, ჯერ ერთეულებს, ხოლო შემდეგ ყველა პატრიორს უწევს ქვეყნის დატოვება.

„მეგობრებო, ბელორუსში მეტი კი არაფერი ხდება! მეგობრებო, რუსეთში სხვანაირად კი არ იწყებოდა პუტინის დიქტატურა! მეგობრებო, სამშობლოს ასე კარგავენ ადამიანები: ჯერ ერთეულებს, მერე ყველა პატრიოტს უწევს ქვეყნის დატოვება!

მხარდაჭერა ნატას და ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლს! ძირს უზურპატორი ივანიშვილი!” – წერს ნიკა გვარამია.

მსგავსი თემები