პრეზიდენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „რუსულ კანონს“ ვეტო დაადო. მისი თქმით, ეს კანონი თავისი არსით არის რუსული.

„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. პანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი ორბელიანების სასახლეში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

მსგავსი თემები