„თუ დახოცეთ ახალგაზრდები, მოქალაქეები, ვისთვის გინდათ კანონო“- ხაბეიშვილი

”წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ დახოცეთ ახალგაზრდები, მოქალაქეები, ვისთვის გინდათ კანონი?!”  – წერს ლევან ხაბეიშვილი.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლება ბოროტებას და დაპირისპირებას თესავს.

“უმძიმეს დანაშაულს აწერთ ხელს, ერთმანეთს “ჩათებში” ამხნევებთ, სისულელეებს აჯერებთ და არ იაზრებთ იმ ადამიანურ, თუ სამართლებრივ ფასს, რომლის გადახდაც, აუცილებლად მოგიწევთ. წლებია, მხოლოდ სიძულვილს, ბოროტებას და დაპირისპირებას თესავთ. სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით. არა რუსულ კანონს! კი ევროპას!” – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში

 

მსგავსი თემები