აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე რჩებიან – გადაკეტილია საავტომობილო გზა

მომიტინგეები, რომლებიც პარლამენტთან მიმდებარე აქციიდან გმირთა მოედანთან გადაინაცვლეს, გზა გადაკეტეს. ამ დროისთვის, გმირთა მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად პარალიზებულია. კერძოდ, საგზაო მოძრაობა შეზღუდულია გმირთა მოედანზე მდებარე ყველა ესტაკადაზე. ცოტა ხნის წინ აქ დაპირისპირება იყო პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. დაპირისპირება რამდენიმე პირის დაკავებას მოჰყვა.  

მეტი...

“უტარდება ოპერაცია, მონახულება ამ დროისთვის შეუძლებელია”- სახალხო დამცველის აპარატი ქაცარავაზე

“შემაშფოთებელია სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ის ფორმები, რომლის შედეგიც ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ დაკავებული დავით ქაცარავას სხეულზე/სახეზე არსებული დაზიანებების ფოტომასალის გავრცელებისას იხილა , – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს. სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და არ განახორციელონ მოქალაქეებზე არასათანადო მოპყრობა. „სახალხო დამცველის რწმუნებული დაუყოვნებლივ მივიდა კლინიკაში დავით ქაცარავას მდგომარეობის გარკვევისა და მონახულების მიზნით. თუმცა, აღმოჩნდა, რომ დაზიანებების ხარისხის/ხასიათის გამო (სახის ძვლების მოტეხილობა), მას უტარდება ოპერაცია და მისი ნახვა ამ დროისთვის შეუძლებელია. სახალხო დამცველი აქციების პარალელურად გამუდმებით მიუთითებს, რომ პოლიციამ უნდა გამოიყენოს მხოლოდ აუცილებელი და…

მეტი...

„ეს კანონი პუტინმა 2012 წელს მიიღო, გამოიყენება საზოგადოების რეპრესირებისთვის“- პრეზიდენტი

„ეს არის დუბლიკატი, ასლი იმ კანონისა, რომელიც პუტინმა 2012 წელს მიიღო და კანონი იმისთვის იქნა გამოყენებული, რომ სამოქალაქო საზოგადოების სრული რეპრესირება მომხდარიყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა  CNN-თან საუბარში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საბჭოური პროპაგანდული სვლები საქართველოში კარგად იციან და ის არ მუშაობს. „ეს აქვს მთავარ მიზნად (აღნიშნულ კანონს). და, რაც უფრო საგანგაშოა ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომელმაც არასდროს არ იცოდა ეს, არის ის, რომ ამ კანონისა და ამ რიტორიკის მეშვეობით ოფიციალური პირები ჩვენს წლების მანძილზე პარტნიორებს „უცხოურ ძალებს“ ეძახიან, რომლებსაც ქვეყნის დანგრევა სურთ. ისინი მათ, ჩვენს პარტნიორებს, „აგენტებს“ ეძახიან, რომლებსაც „აქ…

მეტი...

დავით ქაცარავას მიმართ უფებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სამართალდამცავების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, გამოძიების დაწყების საფუძველი დავით ქაცარავას მეუღლის მიერ ცხელ ხაზზე დაფიქსირებული შეტყობინება გახდა, სადაც მან განაცხადა, რომ მის მეუღლეს დაკავებისას სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულის შემცველ ყველა შეტყობინებაზე ატარებს ყოველმხრივ გამოძიებას, მიმდინარეობს მოწმეთა და განმცხადებელთა გამოკითხვა, მონაწილე პირების იდენტიფიცირება, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დოკუმენტაციის გამოთხოვა, ტარდება სასამართლო-სამედიცინო და სხვა რელევანტური ექსპერტიზები, მიმდინარეობს კერძო და საჯარო დაწესებულებებიდან ვიდეო…

მეტი...

ჟიგმანტას პავილიონისი და მიხაელ როთი აქციაზე მივიდნენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ. ევროპელმა დელეგატებმა სიტიტყვით მიმართეს შეკრებილებს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები : “მადლობა, მადლობა”. “საღამო მშვიდობისა თბილისი,თბილის არის ნამდვილი დედაქალაქი ევროპისა. ჩვენ თქვენით ვამაყობთ. თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა”- თქვა მიხაელ როთიმ.    

მეტი...

„არ მგონია, რომ ქაცარავა აღიზიანებდეს ვინმეს რუსეთში, მიუღებელია ასეთი ტიპების ინციდენტები“- კობახიძე

კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის ინციდენტები და კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ მოთმინებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დავით ქაცარავას ცემასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ იყო რუსეთის დაკვეთა დავით ქაცარავას ცემა, ვინაიდან ის რუსეთს აღიზიანებს, პრემიერმა უპასუხა, რომ არ ფიქრობს, რომ ქაცარავა რუსეთში ვინმეს აღიზიანებს. „არ მგონია, რომ რუსეთს საერთოდ აღიზიანებდეს დავით ქაცარავა. თუ ვინმე აწყობდა პროვოკაციებს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ინტერესებს, ე.წ საზღვართან, გამყოფ ხაზთან, ეს იყო სწორედ დავით ქაცარავა. ძალიან მალე მას შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, დავით…

მეტი...

„ეპილეფსია მაქვს, ნუ მახრჩობთ“ – გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეები დააკავეს

სამართალდამცავებმა გმირთა მოედანზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს, რასაც დემონსტრანტების მხრიდან ხმაური და შეძახილები მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ისინი მაშინ დააკავეს, როდესაც გზის გადაკეტვას ცდილობდნენ. “ყელში ნუმიჭერთ, ნუ მახრჩობთ, ეპილეფსია მაქვს” – ყვიროდა ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც პოლიციელებმა წრეში მოაქციეს და ძირს დააგდეს. რაც შეეხება, სამართალდამცავებს, ისინი ამბობენ მათი მოწოდების მიუხედავად შეკრებილებმა გზა არ გაათავისუფლეს, რასაც დაკვებები მოჰყვა. „მოუწოდა პოლიციამ გაეთავისუფლებინათ გმირთა მოედნის ტერიტორია, ვინც არ დაემორჩილა დააკავეს ყველა“- თქვა ერთ-ერთმა სამართალდამცავმა. მანამდე შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარლამენტთან დღის განმავლობაში 13 პირი დააკავა.

მეტი...

„დახმარება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ – ამერიკელი მაღალჩინოსანი

ჯეიმს ო’ბრაიანი აცხადებს, რომ თუ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არ შეიცვლება, ამერიკის დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. „თუ კანონი არ შეიცვლება ისე, რომ მან დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები და ნორმები და ამგვარი რიტორიკა გაგრძელდება აშშ-ისა და დასავლეთის მისამართით, ეს იქნება სარისკო ჩვენი ორხმრივი ურთიერთობებისთვის. აშშ-მა ამ ეტაპზე 390 000 მილიონი დოლარი გამოყო საქართველოსთვის და ეს დახმარება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ აშშ მოიხსენიება მოწინააღმდეგედ და არა მოკავშირედ“ – განაცხადა ჯეიმს ო’ბრაიანმა.

მეტი...

აშშ სახემწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ადასტრებს, რომ ივანიშვილისგან შეხვედრაზე უარი მიიღო

„ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არის არასწორად იფორმირებული გასაოცარი და სამწუხაროა“ – აცხადებს ამერიკელი მაღალჩინოსანი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. მისი თქმით, ის არ არის სანქცირებული. „არსებობს უფრო ფართო საუბრები, რაც შეეხება „გლობალური ომის პარტიას“, რომ თითქოს ამ პარტიას სურს „ქართული ოცნება“ არ იყოს ხელისუფლებაში. ეს არის არარეალისტური გაგემა საერთაშორისო საზოგადოების ერთგულებისა საქართველოს მიმართ. სანამ საქართველოში  ჩამოვიდოდით, გამოვთვით სურვილი ივანიშვილთან შეხვედრის და მივიღეთ პასუხი, რომ ივანიშვილი იმყოფება დეფაქტო სანქციებში. ამ ეტაპზე, ის მიმართ სანქციები არ არსებობს. ის ფაქტი რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არის არასწორად ინფორმირებულიმ გასაოცარი და სამწუხაროა. მიზეზი, რომ ამის…

მეტი...

თუ კანონი არ შეიცვლება, სანქციები იქნება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ჯეიმს ო’ბრაიანი აცხადებს, რომ თუ საქარველოს ხელისუფლებამ კანონი არ შეცვალა, სანქციებიც იქნება. „თუ ეს კანონი დარჩება ისე როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან და გაგრძელდება ძალადობა, ევროკავშირის ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრა, იქნება შეზღუდვები ფინანსური კუთხით.  ასევე, იქნება შეზღუდვები მგზავრობაზე კონკრეტული ადამიანების იმართ, ვინც არიან პასუხისმგებლები ამ ქმედებებზე. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ გააგრძელოს მშვიდობიანი გზა ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისკენ.  თუ ეს საკითხი არ შეიცვლება, ჩვენ დავუბრუნდებით მას“ – განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

მეტი...

„კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს“- ო’ბრაიანი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ჯეიმს ო’ბრაიანმა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრები დაასრულა. როგორც ო’ბრაიანი აცხადებს, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა დამაბნეველი იყო  „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო  საუბრები. მისი თქმით, პროცესი არ შეესაბამება ევროკავშირის მოთხოვნებს. „როცა ჩამოვედი, საუბარი ეხებოდა ორ მიმართულებას. ერთი მიმართულება ეხება „უცხოური გავლენის კანონს“. ამბობენ, რომ ზოგიერთი დასავლელი დამფინანსებელი არ არის ისეთი გამჭვირვალე, როგორიც უნდა იყოს. რაც შეეხება, ჩვენს მოსაზრებას, ასეთ საკითხებში საქართველო უნდა იყოს შესაბამისობაში ევროკავშირთან. თუმცა, არც პროცესი და არც კანონი არ არის შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან.  იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამ…

მეტი...

„ყველანი პარლამენტთან“ ყურადღების ეპიცენტრი კვლავ რუსთაველის გამზირია

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები იმყოფებიან. აქციის მონაწილეებმა ევროკავშირის დროშა გადმოფინეს. შეკრებას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობით უერთდებიან. ისინი ამბობენ, რომ ბრძოლა არ დამთავრებულა და ყველაფერი წინ არის. ისინი მოუწოდებენ ყველას გამოსვლისკენ-“ყველანი პარლამენტთან“ სამართალდამცველები, რომელთაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სრულად ჰქონდათ დაკავებული ტერიტორია დატოვეს.

მეტი...

სასტიკად არის ნაცემი

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წევრი დავით ქაცარავა სასტიკად არის ნაცემი. ის სპეცრაზმელებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიჭირეს. ვიდეოკადრებიც გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ქაცარავა სპეცრაზმელებიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით დგას და მიმართავს, რომ მოსახლეობა არ დაარბიონ. გავრცელებულ კადრებში არსაც ფიქსირდება, რომ ის უხეშობს, ძალადობს ან წინააღმდეგობას უწევს სამართალდამცველებს, თუმცა, ის მაინც სასტიკად სცემეს. დავით ქაცარავას სახის ძვლები აქვთ ჩამტვრეული და ოპერაციას უკეთებენ. „ინგოროყვაში მიჰყავთ, დალეწილი ვარო!“- ვრცელდება დავით ქაცარავას ფოტო

მეტი...

„პოლიციას ესროდნენ ბლაგვ საგნებს“- დაკავებულია აქციის 13 მონაწილე

„აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ კანონიერ მოწოდებებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ სამართალდამცველებს, პოლიციის მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა ბლაგვ საგნებსა და საღებავებს“- აცხადებენ შს სამინისტროში. უწყების ცნობით, საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების პროტესტი,  გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი. „მიუხედავად პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული არაერთი გამაფრთხილებელი განცხადებისა, რომ აქცია ჩაეტარებინათ მშვიდ ვითარებაში, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ კანონიერ მოწოდებებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ სამართალდამცველებს, პოლიციის მიმართულებით  ისროდნენ სხვადასხვა ბლაგვ საგნებსა და საღებავებს. ასევე, სხვადასხვა რკინის კონსტრუქციები განათავსეს საავტომობილო გზაზე“- ამბობენ შსს-ში…

მეტი...

„ინგოროყვაში მიჰყავთ, დალეწილი ვარო!“- ვრცელდება დავით ქაცარავას ფოტო

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წევრის დავით ქაცარავას მეუღლე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს , რომ ქაცარავა დაშავებულია და კლინიკაში გადაჰყავთ. „ინგოროყვაში მიჰყავთ, დალეწილი ვარო! დაარეკვინეს ჩემთან!“ – წერს სოფია ხაჭაპურიძე. დავით ქაცარავა პარლამეტის წინ დააკავეს.   პარლამენტის წინ დავით ქაცარავა დააკავეს

მეტი...

რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა და ამერიკელმა მაღალჩინოსანმა საიდუმლოა (ვიდეო)

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ევროპისა  და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრის ვიდეოკადრებს ავრცელებს, თუმცა, საუბრის დეტალები უცნობია. „საათ-ნახევრიანი პირისპირ შეხვედრის გამო, გაუქმდა პრეზიდენტისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით დაგეგმილი შეხვედრა”, – აღნიშნულია ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მისერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეხვედრა დაგეგმილზე გაცილებით დიდხანს გაგრძელდა და ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ მიღების გამო ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ეხებოდა. საუბრის დეტალები უცნობია. შეგახსენებთ, რომ ამერიკელი მაღალჩინოსანი საქართველოში სწორედ ე.წ. რუსული კანონის გამო ჩამოვიდა. ის ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისში იყოფება, თუმცა, ვისთან მართავს შეხვედრას, უცნობია. ჯიმ ო’ბრაიენი მედიას…

მეტი...

„არა მხოლოდ მთავრობას, ხალხსაც მაღალი ფასის გადახდა მოუწევს ამისთვის“ – მაიკლ როთი

საქართველოში ვიზიტად მყოფი დელეგაცია,  გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ განცხადებას აკეთებს. როგორც მაიკლ როთი აცხადებს, კანონის მიღების გამო დიდი ფასის გადახდა მოუწევს არა მხოლოდ მთავრობას და საპარლამენტო უმრავლესობას, არამედ ხალხსაც. „მმართველი პარტია სათანადოდ ვერ აფასებს შედეგებს.  ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ, რადგანაც დიდი ფასის გადახდა მოუწევს არა მხოლოდ მთავრობას და საპარლამენტო უმრავლესობას, არამედ ხალხსაც. დიახ, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, პარლამენტარები ითხოვენ სანქციებს, ჩვენ არ ვსხედვართ მძღოლის სავარძელში, მაგრამ  ჩვენ დაგვჭირდება სიცხადე ევროკავშირის მხრიდან და ყველაზე უფრო მკაცრი სანქცია არის, რომ კანდიდატის სტატუსი უფასურდება. ივნისში ევროკავშირი და ევროკომისია აპირებენ…

მეტი...

„ეს რუსული წესებით თამაშია“ – ლიეტუველი დეპუტატი

ევროკავშრის წევრი ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოში შეხვედრებს მართავენ. მათ ე.წ. რუსული კანონის მიღების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთეს და საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილეს. „დასავლელი მეგობრები გჭირდებათ, მეგობრები, ვინც საკუთარ გამოდილებას გაგიზაირებენ. თუმცა, რასაც „ოცნება“ აკეთებს, „აგეტების“ დაძახება შენს დასავლელ მეგობრებზე, ეს ეს იგივეა, რაც იმ ტოტის მოჭრა რომელზეც ზიხარ. ეს რუსული წესებით თამაშია“ – აცხადებს საქართველოში ვიზიტად მყოფი დელეგციის წევრი, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი. მისი თქმით,  საქართველოს ხელისუფლებას, იმ ყველაფრისთვის, რაც ქვეყანაში ხდება, დიდი ფასის გადახდა მოუწევს. შეგახსნებთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა…

მეტი...

„მაღალი ფასის გადახდა მოგიწევთ, კანდიდატის სტატუსი გაუფასურდება“ – გერმანელი დეპუტატი

„ბევრი ადამიანია იმედგაცრუებული საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით. მმართველი პარტია მზად უნდა იყოს შედეგებისთვის“ – ეს განცხადება  საქართველოში ვიზიტად მყოფი დელეგციის წევრმა,  გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთიმ რამდენიმე წუთის უკან გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ე.წ. რუსული კანონის მიღება საქართველოს დააზიანებს. „საუბარია რეპუტაციის დაკარგვაზე. მაღალი ფასის გადახდა მოგიწევთ ამის გამო. არის საუბარი სანქცებზე, ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია შეიძლება იყოს ის, რომ კანდიდატის სტატუსი გაუფასურდება. ვიცით სად არის მოლდოვა და უკრაინა, მაგრამ, სად არის ამ დროს საქართველო? სანქციების გადახედვა იმ ახალგაზრდებს დააზიანებს, ვიმც ამ კანონის წინააღმდეგ იბრძვის“ – აღნიშნა როთიმ.  

მეტი...

საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს

საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ისინი ძალადობრივი ქმედებებით ადგილზე მყოფ მოქალაქეების დაშლას ცდილობენ. შსს-ს მობილიზებული ჰყავს წყლის ჭავლის მანქანა. მზადყოფნაში არიან რობოკოპებიც. დააკავეს რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის, დავით ქაცარავა და ლაზარე გრიგორიადისი. გომელაურის უწყება ამბობს, რომ აქციის მონაწილეები მშვიდობიანი შეკრების ფორმებს გასცდნენ.

მეტი...

პარლამენტის წინ დავით ქაცარავა დააკავეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის ,,ძალა ერთობაშია” დამფუძნებელი დავით ქაცარავა დააკავეს. ცოტა ხნის წინ, პოლიციამ დააკავა ლაზარე გრიგორიადისიც. მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეები გააფრთხილა. ამის შემდეგ კი, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმელებმა და ნიღბიანი პოლიციელებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად დაიკავეს.

მეტი...

რუსთაველის გამზირი სპეცრაზმმა და პოლიციამ დაიკავა

სპეცდანიშნულების რაზმებმა რუსთაველის გამზირი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაწმინდეს და ტერიტორია სრულად დაიკავეს. თუ რომელიმე აქციის მონაწილეს მარტო შენიშნავენ, ჯგუფურად მიცვივდებიან და აკავებენ, რუსთაველის გამზირზე ურთილესი ვითარებაა. დაკავებულია ათეულობით აქციის მონაწილე.

მეტი...

სპეცრაზმელებმა და ნიღბიანი პოლიციელებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად დაიკავეს

სპეცრაზმელებმა და ნიღბიანი პოლიციელებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად დაიკავეს. ისინი რუსთაველის გამზირზე ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩებიდან ჩავიდნენ და აქციის მონაწილეებისკენ მიემართებიან. ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან დეტექტივების სამმართველოს წარმომადგენლებიც. პარლამენტის უკან კი სპეცტექნიკაა განთავსებული.

მეტი...

პარლამენტის წინ ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს

აქციაზე, პარლამენტის წინ ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს. ინფორმაციას ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე ადასტურებს. სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. გრგორიადისი მარტის აქციების მოანაწილეა და ის ხელისუფლებამ წინა წელს დააკავა. მან საპატიმრო პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, რამდენიმე დღის წინ დატოვა.  

მეტი...

პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დამძიმდა

პარლამეტის შენობიდან ნიღბიანი ფორმიანები გამოცვივდნენ და აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. ჯგუფურად გამოცვივდნენ, რამდენიმე ადამიანი დაიჭირეს და შენობაში შეათრიეს. ვითარება უკიდურესად მძიმეა. პარლამენტის ,თელ პერიმეტრს სპეცდანიშნულების რაზმები, ნიღბიანი ადამიანები აკონტროლებენ.

მეტი...

დღეს, 17:00 საათიდან, პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება

პარლამენტის შენობაში დღეს, 17:00 საათიდან მის გაუქმებამდე უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ,,14 მაისს, წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა. უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად,” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

არ დაუშვათ მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება – შსს აქციის მონაწილეებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და პარლამენტთან ანტირუსული აქციის მონაწილეებს აფრთხილებს: ,,პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები, მობილიზებულები არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება. ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაგირება”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

,,ივანიშვილი არის დემოკრატიული სამყაროს მტერი” – ნიკა გვარამია

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ო’ბრაიენს ოპოზიციის ლიდერები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ხვდებიან. შეხვედრის წინ გაკეთებულ კომენტარებში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგა ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, ოლიგარქ ივანიშვილისა და მისი დეპუტატებისთვის. ,,მტრებს ექცევიან მტრულად, ბიძინა ივანიშვილი არის დემოკრატიული სამყაროს მტერი პირდაპირი მნიშვნელობით და ჩვენი ქვეყნის მოღალატე, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ის გამოვიდეს კომფორტ ზონიდან, მას უნდა ეტკინოს, ეტკინოს საერთაშორისო დამოკიდებულებები და ეს დამოკიდებულებები არ უნდა შემოიფარგლოს პოლიტიკური განცხადებებით. მისი კომფორტ ზონა პოლიტიკური განცხადებებით ვერ დაირღვევა . ეს არის…

მეტი...

,,მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია” – სასწავლებელი ლევან ბერძენიშვილმაც დატოვა

,,კავკასიის უნივერსიტეტს” ლევან ბერძენიშვილიც ტოვებს. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოთხ უმაღლეს სასწავლებელში ასწავლიდა და ამ უნივერსიტეტებში 3:1 მოიგო. ,,ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, შესაბამისად, ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს. ოთხ უმაღლეს სასწავლებელში ვასწავლიდი ბოლო მოვლენებამდე. ამ უნივერსიტეტებში 3:1 მოვიგე. გული დამწყდა, 4:0 მინდოდა, ამიტომ. #არარუსულკანონს, #არარუსულხელისუფლებას”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ დღეს ,,კავკასიის უნივერსიტეტის” ეკონომიკის სკოლის დეკანმა დაწერა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. სოსო ბერიკაშვილის თქმით, 29 აპრილს, ,,კავკასიის უნივერსიტეტის” პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დამიბარა და უთხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა მისი გაშვება სამსახურიდან, რადგან ,,ბიძინა ივანიშვილს აგინებდა”.

მეტი...

ნიკო ნერგაძე სასწავლებლის ხელმძღვანელობის პოზიციის გამო ,,კავკასიის უნივერსიტეტს” ტოვებს

,,კავკასიის უნივერსიტეტი” ჟურნალისტმა, ამ უნივერსიტეტის მედიის სკოლის ლექტორმა, ნიკო ნერგაძემ დატოვა. როგორც მან აღნიშნა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ბოლო დღეებში დაიჭირა პოზიცია, რის გამოც მათთან ურთიერთობის გაგრძელდება შეუძლებელი გახდა. ,,კავკასიის უნივერსიტეტში ათ წელზე მეტია ვასწავლიდი. ეს სემესტრი უკანასკნელი იქნება. ამ ხსნის განმავლობაში ვნახე, თუ როგორ გახდა კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის არაერთი კურსდამთავრებული ლიდერი თავის სფეროში. ამჟამინდელი სტუდენტებით (გინდა საბაკალავრო, გინდა მაგისტრატურა) ნებისმიერი დასავლური უნივერსიტეტი იამაყებდა. კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ბოლო დღეებში დაიჭირა პოზიცია, რის გამოც ჩემთვის მათთან ურთიერთობის გაგრძელდება შეუძლებელი ხდება. ჯერ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გააგდო ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი, შემდეგ კი…

მეტი...

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი” დამტკიცებულია

ხმაურისა და საზოგადოების მასშტაბური პროტესტის ფონზე, ,,ქართულმა ოცნებამ” “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი” მესამე მოსმენითაც მიიღო. 84 მომხრე, 30 წინააღმდეგი. პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ უკვე მეორედ ინიციირებული კანონპროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული. პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს…

მეტი...

დავანახოთ საქართველოს რუსულ მთავრობას, რომ ჩვენი გადმობირება შეუძლებელია – სკოლის მოსწავლეები მარშს აანონსებენ

სკოლის მოსწავლეები მარშს აანონსებენ. ისინი 6 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან, შემდეგ კი პარლამენტთან მსვლელობით გადაინაცვლებენ. ,,დროა მოსწავლეებმაც ამოვიღოთ ხმა და დავანახოთ საქართველოს რუსულ მთავრობას, რომ ჩვენი გადმობირება შეუძლებელია. ჩვენ ქართველი მოსწავლეები რომლებიც ვართ ილიას, აკაკის, ვაჟას შთამომავლები, ვართ მაქსიმალურად თავისუფლები და ტოლერანტები. დღეს არის დღე როდესაც წყდება ბედი ქართველი ერისა. მოვუწოდებთ სკოლის მოსწავლეებს გამოვიდნენ ფილარმონიასთან 6 საათზე და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია საქართველოს მომავლის წინაშე და გავაგრძელოთ მშვიდობიანი მსვლელობა პარლამენტის მიმართულებით თითოეული ჩვენგანის გონებაში მუდმივად ტრიალებს ფრაზა “მე ვარ ქართველი მაშასადამე მე ვარ ევროპელი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

მთავრობა კობახიძისა და ო’ბრაიენის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს: ,,გაიმართა ხანგრძლივი შეხვედრა, სადაც შედგა გულწრფელი საუბარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე, მათ შორის საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე. მთავრობის მეთაურმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ამ პროცესებთან დაკავშირებით ერთმანეთს თავიანთი წუხილები გაუზიარეს. ირაკლი კობახიძემ ჯიმ ო’ბრაიენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საჭიროებაც განუმარტა და კიდევ ერთხელ გამოთქვა მმართველი გუნდის მზაობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი შენიშვნა ყურადღებით განიხილოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს…

მეტი...

თქვენ ხართ ყველაზე ბოზები – უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი კირცხალია ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს (ვიდეო)

უმრავლესობის დეპუტატ ირაკლი კირცხალიას გვარ-სახელი დღეს პირველად გავიგეთ, ისიც მაშ შემდეგ, რაც მან ქალ დეპუტატებს „ბოზები“ ეძახა. მისი სახელი და გვარი თავად დეპუტატებმაც კი არ იცოდნენ, რადგანაც პარლამეტში სიტყვით არასდროს უსარგებლია და არც არასდროს უაქტიურია. მას განათლება მიღებული გაქვს უცხოეთში. დამთავრებული აქვს: ბალტიის საერთაშორისო აკადემია; მერიმაუნტი კალიფორნიის უნივერსიტეტი; ამერიკის ჰუმანიტარული ინსტიტუტი.

მეტი...

პაპუაშვილმა თაკო ჩარკვიანი სხდომიდან გააძევა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტია ,,კანონისა და სამართალის” წევრი, თაკო ჩარკვიანი, პლენარული სხდომიდან გააძევა. სიტყვით გამოსვლისას ჩარკვიანმა უმრავლესობის წევრებს მიმართავდა: ,,მიიღეთ გონივრული გადაწყვეტილება, გაიწვიეთ ეს კანონი, სამარცხვინო, მოღალატეობრივი”. ამის შემდეგ, ჩარკვიანს პაპუაშვილმა ჯერ მიკროფონი გაუთიშა და შენიშვნა მისცა “სიძულვილის ენის” გამოყენებაზე. ცოტა ხანში კი დარბაზი დაატოვებინა. პლენარული სხდომა, სადაც ცოტა ხანში რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვა უნდა დაიწყოს, დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს და პერიოდულად ფიზიკური დაპირისპირებაც ხდება.

მეტი...

დეპუტატებმა წიხლებით, ხელებით, ფურცლებითა და პლანშეტებით იჩხუბეს (ვიდეო)

საკანონმდებო ორგანოში დღეს ე.წ. ძალადობის დღე იყო. პარლამენტის სხდომაზე პოზიცია და ოპოზიცია ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდა.  ვინც ოპონენტთან ახლოს მისვლა შესძლო წიხლებითა და მუშტებით გაუსწორდნენ, ვინც მანდატურმა გააკავა, ძალადობა მაინც მოახერხა და ოპონენტს თავში ფურცლების დასნა, პლანშეტი თუ წყლის ბოთლი უთავაზა. დაპირისპირებაში ქალი და კაცი დეპუტატები თანაბრად ჩაერთვნენ.    

მეტი...