„არა მხოლოდ მთავრობას, ხალხსაც მაღალი ფასის გადახდა მოუწევს ამისთვის“ – მაიკლ როთი

საქართველოში ვიზიტად მყოფი დელეგაცია,  გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ განცხადებას აკეთებს. როგორც მაიკლ როთი აცხადებს, კანონის მიღების გამო დიდი ფასის გადახდა მოუწევს არა მხოლოდ მთავრობას და საპარლამენტო უმრავლესობას, არამედ ხალხსაც.

„მმართველი პარტია სათანადოდ ვერ აფასებს შედეგებს.  ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ, რადგანაც დიდი ფასის გადახდა მოუწევს არა მხოლოდ მთავრობას და საპარლამენტო უმრავლესობას, არამედ ხალხსაც. დიახ, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, პარლამენტარები ითხოვენ სანქციებს, ჩვენ არ ვსხედვართ მძღოლის სავარძელში, მაგრამ  ჩვენ დაგვჭირდება სიცხადე ევროკავშირის მხრიდან და ყველაზე უფრო მკაცრი სანქცია არის, რომ კანდიდატის სტატუსი უფასურდება.

ივნისში ევროკავშირი და ევროკომისია აპირებენ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, მაგრამ სად არის საქართველო? ეს არის საშინელება. ასევე არ ვართ დარწმუნებული, რომ თავისუფალი სავიზო მიმოსვლა უნდა შეჩერდეს, რადგან ჩვენ არ გვსურს ახალგაზრდა თაობის დასჯა“ – განაცხადა გერმანელმა პარლამენტარმა, რომელიც საქართვლოში შეხვედრებს მართავს.

მსგავსი თემები