„ეს რუსული წესებით თამაშია“ – ლიეტუველი დეპუტატი

ევროკავშრის წევრი ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოში შეხვედრებს მართავენ. მათ ე.წ. რუსული კანონის მიღების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთეს და საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილეს.

„დასავლელი მეგობრები გჭირდებათ, მეგობრები, ვინც საკუთარ გამოდილებას გაგიზაირებენ. თუმცა, რასაც „ოცნება“ აკეთებს, „აგეტების“ დაძახება შენს დასავლელ მეგობრებზე, ეს ეს იგივეა, რაც იმ ტოტის მოჭრა რომელზეც ზიხარ. ეს რუსული წესებით თამაშია“ – აცხადებს საქართველოში ვიზიტად მყოფი დელეგციის წევრი, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი.

მისი თქმით,  საქართველოს ხელისუფლებას, იმ ყველაფრისთვის, რაც ქვეყანაში ხდება, დიდი ფასის გადახდა მოუწევს.

შეგახსნებთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები ორი დღეა საქართველოში იმყოფებიან.

„მაღალი ფასის გადახდა მოგიწევთ, კანდიდატის სტატუსი გაუფასურდება“ – ფინელი დეპუტატი

 

მსგავსი თემები