„მაღალი ფასის გადახდა მოგიწევთ, კანდიდატის სტატუსი გაუფასურდება“ – გერმანელი დეპუტატი

„ბევრი ადამიანია იმედგაცრუებული საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით. მმართველი პარტია მზად უნდა იყოს შედეგებისთვის“ – ეს განცხადება  საქართველოში ვიზიტად მყოფი დელეგციის წევრმა,  გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთიმ რამდენიმე წუთის უკან გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ე.წ. რუსული კანონის მიღება საქართველოს დააზიანებს.

„საუბარია რეპუტაციის დაკარგვაზე. მაღალი ფასის გადახდა მოგიწევთ ამის გამო. არის საუბარი სანქცებზე, ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია შეიძლება იყოს ის, რომ კანდიდატის სტატუსი გაუფასურდება. ვიცით სად არის მოლდოვა და უკრაინა, მაგრამ, სად არის ამ დროს საქართველო? სანქციების გადახედვა იმ ახალგაზრდებს დააზიანებს, ვიმც ამ კანონის წინააღმდეგ იბრძვის“ – აღნიშნა როთიმ.

 

მსგავსი თემები