სასტიკად არის ნაცემი

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წევრი დავით ქაცარავა სასტიკად არის ნაცემი. ის სპეცრაზმელებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიჭირეს. ვიდეოკადრებიც გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ქაცარავა სპეცრაზმელებიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით დგას და მიმართავს, რომ მოსახლეობა არ დაარბიონ. გავრცელებულ კადრებში არსაც ფიქსირდება, რომ ის უხეშობს, ძალადობს ან წინააღმდეგობას უწევს სამართალდამცველებს, თუმცა, ის მაინც სასტიკად სცემეს.

დავით ქაცარავას სახის ძვლები აქვთ ჩამტვრეული და ოპერაციას უკეთებენ.

„ინგოროყვაში მიჰყავთ, დალეწილი ვარო!“- ვრცელდება დავით ქაცარავას ფოტო

მსგავსი თემები