„კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს“- ო’ბრაიანი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ჯეიმს ო’ბრაიანმა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრები დაასრულა. როგორც ო’ბრაიანი აცხადებს, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა დამაბნეველი იყო  „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო  საუბრები. მისი თქმით, პროცესი არ შეესაბამება ევროკავშირის მოთხოვნებს.

„როცა ჩამოვედი, საუბარი ეხებოდა ორ მიმართულებას. ერთი მიმართულება ეხება „უცხოური გავლენის კანონს“. ამბობენ, რომ ზოგიერთი დასავლელი დამფინანსებელი არ არის ისეთი გამჭვირვალე, როგორიც უნდა იყოს. რაც შეეხება, ჩვენს მოსაზრებას, ასეთ საკითხებში საქართველო უნდა იყოს შესაბამისობაში ევროკავშირთან. თუმცა, არც პროცესი და არც კანონი არ არის შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან.  იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამ საკითხის ისე გასწორებას, რომ ის იყოს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში.  საქართველოს გადაწყვეტილებები რომ არ იყოს შესაბამისობაში  ევროკავშირის სტანდარტებთან, ეს იქნება უარყფა ევროსტრიქტურებში ინტეგრაციისა“- განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

“თუ მოხდება ამ კანონის ისე შეცვლა, რაც დააკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს, ეს გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობას და არა ის, როგორც ეს კანონი დღეს არის” – დასძინა მან.

მსგავსი თემები