თუ კანონი არ შეიცვლება, სანქციები იქნება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ჯეიმს ო’ბრაიანი აცხადებს, რომ თუ საქარველოს ხელისუფლებამ კანონი არ შეცვალა, სანქციებიც იქნება.

„თუ ეს კანონი დარჩება ისე როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან და გაგრძელდება ძალადობა, ევროკავშირის ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრა, იქნება შეზღუდვები ფინანსური კუთხით.  ასევე, იქნება შეზღუდვები მგზავრობაზე კონკრეტული ადამიანების იმართ, ვინც არიან პასუხისმგებლები ამ ქმედებებზე. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ გააგრძელოს მშვიდობიანი გზა ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისკენ.  თუ ეს საკითხი არ შეიცვლება, ჩვენ დავუბრუნდებით მას“ – განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

მსგავსი თემები