დავანახოთ საქართველოს რუსულ მთავრობას, რომ ჩვენი გადმობირება შეუძლებელია – სკოლის მოსწავლეები მარშს აანონსებენ

სკოლის მოსწავლეები მარშს აანონსებენ. ისინი 6 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან, შემდეგ კი პარლამენტთან მსვლელობით გადაინაცვლებენ.

,,დროა მოსწავლეებმაც ამოვიღოთ ხმა და დავანახოთ საქართველოს რუსულ მთავრობას, რომ ჩვენი გადმობირება შეუძლებელია. ჩვენ ქართველი მოსწავლეები რომლებიც ვართ ილიას, აკაკის, ვაჟას შთამომავლები, ვართ მაქსიმალურად თავისუფლები და ტოლერანტები. დღეს არის დღე როდესაც წყდება ბედი ქართველი ერისა. მოვუწოდებთ სკოლის მოსწავლეებს გამოვიდნენ ფილარმონიასთან 6 საათზე და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია საქართველოს მომავლის წინაშე და გავაგრძელოთ მშვიდობიანი მსვლელობა პარლამენტის მიმართულებით თითოეული ჩვენგანის გონებაში მუდმივად ტრიალებს ფრაზა “მე ვარ ქართველი მაშასადამე მე ვარ ევროპელი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები