„დახმარება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ – ამერიკელი მაღალჩინოსანი

ჯეიმს ო’ბრაიანი აცხადებს, რომ თუ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არ შეიცვლება, ამერიკის დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

„თუ კანონი არ შეიცვლება ისე, რომ მან დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები და ნორმები და ამგვარი რიტორიკა გაგრძელდება აშშ-ისა და დასავლეთის მისამართით, ეს იქნება სარისკო ჩვენი ორხმრივი ურთიერთობებისთვის. აშშ-მა ამ ეტაპზე 390 000 მილიონი დოლარი გამოყო საქართველოსთვის და ეს დახმარება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ აშშ მოიხსენიება მოწინააღმდეგედ და არა მოკავშირედ“ – განაცხადა ჯეიმს ო’ბრაიანმა.

მსგავსი თემები