დავით ქაცარავას მიმართ უფებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სამართალდამცავების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, გამოძიების დაწყების საფუძველი დავით ქაცარავას მეუღლის მიერ ცხელ ხაზზე დაფიქსირებული შეტყობინება გახდა, სადაც მან განაცხადა, რომ მის მეუღლეს დაკავებისას სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულის შემცველ ყველა შეტყობინებაზე ატარებს ყოველმხრივ გამოძიებას, მიმდინარეობს მოწმეთა და განმცხადებელთა გამოკითხვა, მონაწილე პირების იდენტიფიცირება, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დოკუმენტაციის გამოთხოვა, ტარდება სასამართლო-სამედიცინო და სხვა რელევანტური ექსპერტიზები, მიმდინარეობს კერძო და საჯარო დაწესებულებებიდან ვიდეო კამერის ჩანაწერების ამოღება და მათი დეტალური შესწავლა“- აღნიშნულია განცხადებაშო.

მსგავსი თემები