რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა და ამერიკელმა მაღალჩინოსანმა საიდუმლოა (ვიდეო)

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ევროპისა  და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრის ვიდეოკადრებს ავრცელებს, თუმცა, საუბრის დეტალები უცნობია.

„საათ-ნახევრიანი პირისპირ შეხვედრის გამო, გაუქმდა პრეზიდენტისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით დაგეგმილი შეხვედრა”, – აღნიშნულია ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მისერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრა დაგეგმილზე გაცილებით დიდხანს გაგრძელდა და ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ მიღების გამო ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ეხებოდა.

საუბრის დეტალები უცნობია. შეგახსენებთ, რომ ამერიკელი მაღალჩინოსანი საქართველოში სწორედ ე.წ. რუსული კანონის გამო ჩამოვიდა. ის ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისში იყოფება, თუმცა, ვისთან მართავს შეხვედრას, უცნობია.

ჯიმ ო’ბრაიენი მედიას საღამოს შეხვდება და განცხადებას გააკეთებს.

 

 

 

მსგავსი თემები