„დავშალოთ რუსული კანონი“- პარლამენტთან აქცია ხვალაც გაიმართება

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ხვალ, 10:00 საათზე, პარლამენტთან შეიკრიბებიან. ამის შესახებ ერთ-ერთმა გამომსვლელმა დღევანდელ აქციაზე განაცხადა. „მოგიწოდებთ, რომ ხვალ 10:00 საათზე უკლებლივ ყველა ვიყოთ აქ. მოგიწოდებთ, როგორც პატიოსანი მოქალაქე, როგირც სტუდენტი. ვიყოთ აქ, ვიყოთ აქ, რომ დავშალოთ რუსული კანონი“-თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. რუსთაველზე აქცია მიმდინარეობს.

მეტი...

„დაველოდებით ვეტოს“- ირაკლი კობახიძე

„ჩვენ დაველოდებით ვეტოს პროცედურას, 14დან 28 მაისის ჩათვლით, შეუძლიათ მოგვაწოდონ ნებისმიერი სამართლებრივი კომენტარი, შენიშვნა და მზად ვართ დისკუსიისთვის“- განაცხადა პრემიერ – მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. პრემიერის თქმით, ოპოზიციას არ აქვს არავითარი იმედი, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს და ამიტომ, ითხოვენ ამ კანონის ამოქმედების გადავადებას. „გაიმარჯვონ და გააუქმონ. ნოემბერში უკვე შეუძლიათ, ამ კანონის გაუქმება. თვითონაც იციან, რომ ხალხის მხარდაჭერა არის „ქართული ოცნების“ მხარეს. ხალხის მხარდაჭერა არის მათ შორის, ამ კანონის მხარეს. ამიტომ, არ აქვთ არავითარი იმედი, რომ შეუძლიათ, ამ არჩევნებში გამარჯვება და ამიტომ, ითხოვენ ამ კანონის ამოქმედების გადავადებას. სინამდვილეში, ერთადერთი ამოცანა უნდა ჰქონდეთ მათ…

მეტი...

„ეს კანონი სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას ჩაახშობს“- USAID-ის ხელმძღვანელი

„საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს ატარებენ, რაც ევროპასთან ინტეგრირებული წარმატებული და დემოკრატიული მომავალისთვის მათ იმედებს ასახავს“- განაცხადა  USAID-ის ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერიმ. მისივე თქმით, ეს კანონი ჩაახშობს დამოუკდებელ მედიას და სამოქალაქო საზოგადოიებას. „საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს ატარებენ, რაც ევროპასთან ინტეგრირებული წარმატებული და დემოკრატიული მომავალისთვის მათ იმედებს ასახავს. ეს კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას ჩაახშობს, რაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატურას ძირს გამოუთხრის“, – წერს სამანტა პაუერი X-ზე.  

მეტი...

„ჟიგიმანტას პავილიონისის აქციაზე მისვლა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უხეში დამოკიდებულებაა“- კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონკრეტული ქვეყნის პარლამენტის წევრის, „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ საწინააღმდეგო აქციაზე მისვლა, საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უხეში დამოკიდებულების გამოვლინებაა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვიღაცებს არ მოსწონთ გულზე არ ეხატებათ საქართველოს სუვერენიტეტი. „ჟიგიმანტას პავილიონისის აქციაზე მისვლა არის რა თქმა უნდა, იმის მაჩვენებელი, თუ როგორია ამ ადამიანების დამოკიდებულება სახელმწიფოსა და მისი სუვერენიტეტის მიმართ. ამდენი ხანი ჩვენ რასაც ვამტკიცებთ, იმის დასტური წარმოადგინა ბატონმა პავილიონისმა. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ, გულზე არ ეხატებათ საქართველოს სუვერენიტეტი. როდესაც კადრულობს კონკრეტული ქვეყნის პარლამენტის წევრი, უცხო ქვეყნის წარმომადგენელი პოლიტიკოსი, რომ უხეშად ჩაერიოს ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ…

მეტი...

„მაქვს მოლოდინი: ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი ფრენები იქნება ო’ ბრაიანის ჩამოსვლის მიზეზი“- პრემიერი.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძ ამბობს, რომ არ იცის თუ რა მიზეზით ჩამოვიდა ჯეიმს ო’ბრაიანი საქართველოში. თუმცა იმედი აქვს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე სამი ძირითადი თემით ჩამოვა:- ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები. „საერთოდ არ ვიცი, რასთან დაკავშირებით მოდის ბატონი ო ბრაიანი, არანაირი კომუნიკაცია შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით არ ყოფილა. მე მაქვს მოლოდინი, რომ ბატონი ო ბრაიანი ჩამოვა ძირითადად სამი თემით – ეს არის ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები. ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მეტი...

“დაკავებულები პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობენ და გამოძიებას ითხოვენ“- ომბუდსმენი

სახალხო დამცველის რწმუნებულმა პარლამენტთან დაკავებული პირები მოინახულა. როგორც ობუდსმენის აპრატში აცხადებენ, დაკავებულები პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საურობენ და სპეციალური გამოძიების ჩატარებას ითხოვენ. “კერძოდ, 23-დან 22 დაკავებული პოლიციის მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს, მათგან 16 კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან გამოძიების ჩატარებას ითხოვს. სახალხო დამცველის აპარატი მოახდენს გამოძიების მიმდინარეობის მონიტორინგს, გააგრძელებს დაკავებულთა მონახულებასა და საზოგადოების ინფორმირებას,” – წერია განცხადებაში.  

მეტი...

„მივიღებთ კანონს და სიტუაცია თავისით განიმუხტება“- პრემიერი

„ქვეყანაში 60%ზე მეტი უჭერს მხარს უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ზოგადად NGO-ების გამჭვირვალობას კი მხარს უჭერს 80%-ზე მეტი, ამას აჩვენებს სოციოლოგიური კვლევა.კანონს მივიღებთ და ყველა დაინახავს, რომ სიტუაცია თავისით განიმუხტება,“- აცხადებს ირაკლი კობახიძე. პრემიერის თქმით, კანონის მიღების შემდეგ ყველა საარჩევნო რეჟიმზე გადავა. „.კანონი იქნება მიღებული და ამის შემდეგ უკვე ყველა გადავალთ ზაფხულის და შემდეგ საარჩევნო რეჟიმზე. მარტივად წავა ეს პროცესები.აქვე მინდა შეგახსენოთ, არჩევნები საქართველოში ტარდება ოქტომბრის ბოლოს, თუ დარწმუნებულნი არ არიან, რომ აგებენ ამ არჩევნებს, მაშინ რა ანერვიულებთ? მოიგონ არჩევნები, ერთ თვეში, ერთ კვირაში შეუძლიათ შეცვალონ ეს კანონი. აქედანაც…

მეტი...

„იყო თხოვნა ო’ ბრაინთან შეხვედრის, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა“- კობახიძე.

„ვერავინ ვერ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს, ვერავითარი შანტაჟის და მუქარის პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს დასანქცირების საკითხი. რაც შეეხება სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენის ვიზიტს, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მას შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა უარი უთხრა. „რაც შეეხება კონკრეტულად ო ბრაიანის ვიზიტს, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა, ამას ჰქონდა თავისი ახსნა და განმარტება. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ იყოგასული თვეების განმავლობაში…

მეტი...

„თმის მოქაჩვაზე გაქვთ რეაქცია“- პრემიერი პოლიციის მხრიდან, სავარაუდო ძალადობაზე

„ერთი მხრივ გმირად გყავთ გამოცხადებული ადამიანი, რომელიც ცოცხლად წვავდა პოლიციელს და მეორე მხრივ, თმის მოქაჩვაზე გაქვთ ამხელა რეაქცია“- განაცხადა პრემიერ-მინიტრმა ირაკლი კობახიძემ. პრემიერი მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ არ იმოქმედონ ორმაგი სტანდარტებით. „შარშან რა მასშტაბის იყო ძალადობა, რომელსაც მათ შორის თქვენი ტელევიზიები, თქვენი პარტიები ახალისებდნენ და ამ უდიდესი მასშტაბის ძალადობის მიუხედავად, მხოლოდ ერთი ადამიანი იყო დაჭერილი. ჩვენ გვაქვს მათ შორის გამოძიების ძალიან მაღალი სტანდარტი. ამიტომ, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და დაიცადოს, ვიდრე სამართლებრივი პროცედურებით დადგინდება სიმართლე ყველა საქმესთან დაკავშირებით. სათანადო ვადებში გაკეთდება ყველაფერი. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ – სადაც არის ძალადობა, გქონდეთ…

მეტი...

„სანქციები არასერიოზულია“ – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მმართველი გუნდის ლიდერების დასანქცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არასერიოზულს უწოდებს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ახლაც იმყოფება დე-ფაქტო სანქციების ქვეშ. „ეს არის არასერიოზული  მითუმეტეს იმის გათვალისწინებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართს დღესაც მოქმედებს დე-ფაქტო სანქციები“- ამბობს კობახიძე.

მეტი...

„წაუკითხავი კანონის გაპროტესტება უკანონობაა“- კობახიძე

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცახდებით წაუკითხავი კანონის გაპროტესტება არის უკანაონობა.მისი თქმით, მსგავსი ქმედება უპასუხისმგებლობაა ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. „არანაკლებ დიდი უკანონობაა იმის თქმა, რომ საქართველოს პარლამეტმა  მნიშვნელოვანი კანონი არ უნდა მიიღოს თუ ამას გარედან აგვიკრაძალვენ“- კობახიძე.

მეტი...

ძალადობის რისკი იყო შემცირებული

„მომიტინგეების მხრიდან გუშინ და დღეს ძალადობის ხარისხი იყო შემცირებული“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი და ამ ყველაფერს მთავრობის გაფრთხილებებს მიაწერს. პრემიერი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ძალადობისა და აგრესიისგან. ამ წუთებში, ირაკლი კობახიძე განცხადებას აკეთებს.  

მეტი...

მოსკოვი დასავლეთს ბრძოლის ველზე იწვევს

„თუ დასავლეთ უკრაინის კრიზისის ბრძოლის ველზე გადაჭრა სურთ,   მოსკოვი ამისათვის მზად არის“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  სერგეი ლავროვი. მისი თქმით, რასაც დასავლეთის ქვეყნები აკეთებენ, სკოლის მოსწავლის დატუქსვას ჰგავს. „მათი არჩევანია.  თუ სურთ ბრძოლის ველზე ყოფნა, იქნებიან ბრძოლის ველზე”, – თქვა მან უკრაინის თემაზე შვეიცარიაში გასამართ  კონფერენციაზე საუბრისას. „კონფერენცია რუსეთისთვის ულტიმატუმის ხელახლა ჩამოყალიბებამდე დადის. როგორც ოროსანი მოსწავლე, რომელიც იქ წარადგინეს, ყველაფერი ერთმანეთში გადაწყვიტეს, მერე დაუძახეს და განაჩენი გამოუცხადეს. ჩვენთან ასე საუბარი არ შეიძლება“ – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.  

მეტი...

სტუდენტები მსვლელობით პარლამენტისკენ დაიძრნენ

პროტესტი –  „არა რუსულ კანონს“ გრძელდება. ამ წუთებში, ილიას სახელწიფო უნივერსისტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პარლამენტისკენ მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ და ბრძოლას ბოლომდე აპირებენ. საგზაო მოძრაობა ცალმხრივად გადაკეტილია.    

მეტი...

პრემიერ-მინისტრი განცხადებას გააკეთებს

დღეს, 20:00 საათზე, პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი ჩაინიშნა. ირაკლი კობახიძე განცხადებებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთებს.    

მეტი...

ბათუმში მშობიარე გარდაიცვალა

ბათუმში, საკეისრო ოპერაცია მსხვერპლით დასრულდა. საკეისრო კვეთისას მშობიარე ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა კლინიკა BMS-ში მოხდა. როგორც ადგილზე აცხადებენ, ოპერაციის შემდეგ ქალს სხვადასხვა გართულება დაუფიქსირდა. ახალშობილს კი საფრთხე არ ემუქრება. გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი ამავე კლინიკის თანამშრომელი იყო.  

მეტი...

პარლამენტი ე.წ. ხმაურიან კანონპროექტს ხვალ დაამტკიცებს

ხვალ, 14 მაისს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც მმართველი გუნდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს და დაამტკიცებს. ხვალინდელი განხილვა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსისაა და კანონპროეტში ცვლილება არ იგეგმება. კანონო დამტკიცების შემდეგ პრეზიდენტთან გადაიგზავნება ხელმოსაწერად. წინასწარ ცნობილია, რომ პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ კი პარლამენტი ვეტოს დასაძლევად შეიკრიბება. პარლამენტის სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართება.

მეტი...

,,გდდ-ის ყველა თანამშრომელი ეჭვმიტანილია სისხლის სამართლებრივ დანაშაულში, დაწყებული ხარაზიშვილით” – ხაბეიშვილი

გდდ-ს ყველა თანამშრომელი არის ეჭვმიტანილი არაადამიანურ მოპყრობაში, წამებაში და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, – აცხადებს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და სამართალდამცველებს მიმართავს, ნუ ასრულებენ უკანონო დავალებებს. იხილეთ განცხადება: „წარმოუდგენლად მძიმეა იმის ყურება, რასაც გავეშებული ხელისუფლების დაკარგვის შიშით აკეთებს ივანიშვილის პარტია და ივანიშვილი. უმძიმესია ის კადრები, რაც საქართველოს მოქალაქეებმა ნახეს და ხარებას, გომელაურის, ივანიშვილის ზონდერები როგორ უსწორდებიან საქართველოს მოქალაქეებს. ძალიან მძიმე კი არა, ეს არის ზღვარსგადასული, წარმოუდგენელია, შეუძლებელია, ამას ოკუპანტი რუსი არ უკეთებს ქართველს და ქართველი ქართველს წაქცეულზე 10-15-20 ადამიანი უსწორდება. ეს არის კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც სჩადიან კონკრეტული ადამიანები.…

მეტი...

სტუდენტებს, რომლებიც ვერ მიიღებენ მონაწილეობას სასწავლო პროცესში, ექნებათ დამატებითი დრო მიმდინარე სემესტრის სასწავლო პროგრამის დასასრულებლად – “ილიაუნი”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გაფიცულ სტუდენტებს მიმდინარე სემესტრის სასწავლო პროგრამის დასასრულებლად დამატებით დროს აძლევს. შესაბამისი შეტყობინება სასწავლებლის სტუდენტებს დაეგზავნათ: ,,ძვირფასო სტუდენტებო, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, სტუდენტებს, რომლებიც ვერ მიიღებენ მონაწილეობას სასწავლო პროცესში, ექნებათ დამატებითი დრო მიმდინარე სემესტრის სასწავლო პროგრამის დასასრულებლად, მათ შორის, გაცდენილი კომპონენტებისა და შეფასებების აღსადგენად. ასევე, შესაძლებელი იქნება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების ჩაბარების ვადების გახანგრძლივება. კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ ფაკულტეტის ადმინისტრაციას. ჩვენ ერთად დავძლევთ ყველა გამოწვევას და მივაღწევთ წარმატებას”, – ნათქვამია შეტყობინებაში.

მეტი...

,,გამოძიებამ ყურადღების მიღმა არ უნდა დატოვოს არასათანადო ქმედებების მოტივი” – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ბოლო პერიოდში ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების, პარტიების წევრების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, მედია საშუალებებისა და აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების ფაქტებზე გატარებული ღონისძიებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტებში იკვეთება პოლიტიკური, საქმიანობისა და მოსაზრების ნიშნით ადამიანთა დევნის ნიშნები, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ ადამიანთა ინდივიდუალურ უფლებებს, ისე დემოკრატიული საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითად პრინციპებს. ,,ამჯერად, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ დამატებითი ინფორმაცია ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების, პარტიების წევრების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, მედია საშუალებებისა და აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების ფაქტებზე…

მეტი...

რუსული კანონის გამო, ივლიანე ხაინდრავამ მინისტრის მრჩევლის პოსტი დატოვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა, ივლიანე ხაინდრავამ, თანამდებობა დატოვა. ,,ეს ეხება არამხოლოდ კანონს, არამედ ყოველივე იმას, რამაც ეს კანონი გამოიწვია. ჩემი აზრით, არცერთი კანონი არ ღირს იმად, რომ ასეთი დაპირისპირება გამოიწვიოს საზოგადოებაში. მე ხანგრძლივი პრაქტიკა მაქვს და ეს არის ყველაზე ცუდი, რაც ახლა ხდება. ამიტომ, ჩემი აზრით ამის დაშვება არ შეიძლებოდა და ამასთან უთანხმოების ნიშნად დავწერე განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ,” – განაცხადა ხაინდრავამ “ტაბულასთან.” ცნობისთვის, ივლიანე ხაინდრავა წლებია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველია. მანამდე ის იყო უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. ასევე, 1992-1995 და 2004-2008…

მეტი...

აქციაზე დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ნაცემია – ადვოკატი

,,სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტი, მარიამ პატარიძე აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ნაცემია. ,,ადვოკატთა ქსელში შემოსული არის დაახლოებით 160 შეტყობინება და ჩვენ ყველა მათგანთან შეხვედრა და კომუნიკაცია უკვე მოვახერხეთ. რა თქმა უნდა, მათ შორის არიან დღეს დილით დაკავებულები. აბსოლუტური უმრავლესობა არის ნაცემი და ჩვენ ბოლო დღეებია ვხედავთ ხელისუფლების მიერ გაცხადებულ ნადირობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც არა რომელიმე უცხო ძალის, არამედ კარგად ნაცნობი ოკუპანტის გავლენების გასაპროტესტებლად არიან განგრძობად რეჟიმში ქუჩებში გამოსული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები არიან ნაცემები, არიან ძალიან მხნედ და გული მხოლოდ იმაზე სწყდებათ, რომ ახლა…

მეტი...

,,ვეთიშებით სასწავლო პროცესს და ვუერთდებით გაფიცვას” – კონსერვატორიის სტუდენტები

კონსერვატორიის სტუდენტები ვეთიშებით სასწავლო პროცესს და ვუერთდებით გაფიცვას, – ნათქვამია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტების, პროფესორებისა და თანამშრომლების განცხადებაში. სტუდენტები აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალსაც მოუწოდებენ, შეუერთდნენ პროტესტს: ,,ჩვენ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები, პროფესორები და თანამშრომლები, კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულ ანტიკონსტიტუციურ, ანტიდასავლურ გზას. წინააღმდეგობას ვუცხადებთ პარლამენტის უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და მხარს ვუჭერთ იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ. არასდროს შევეგუებით მჩაგვრელ, ღირსებისშემლახველ სისტემას, რომელსაც დღეს საქართველოს მთავრობა და ძალოვანი სტრუქტურები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებენ. ამის გათვალისწინებით, კონსერვატორიის სტუდენტები ვეთიშებით…

მეტი...

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებიც გაიფიცნენ

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ გაფიცულ სტუდენტებს ივანიშვილის დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. ისინი ერთობლივ აქციას მართავენ. სტუდენტები ლექტორებს მოუწოდებენ, რომ შეუერთდნენ, რათა ერთად გააპროტესტონ რუსული კანონი. მათი თქმით, ის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე აღნიშნავს, რომ გაფიცვას მანამ არ შეწყვეტენ, სანამ რუსულ კანონს არ გაიწვევენ.

მეტი...

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას შშმ პირები მსვლელობით შეუერთდებიან

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აცხადებენ, რომ დღეს, 18:30 საათზე, რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და მსვლელობით შეუერთდებიან რუსული კანონის საწინააღმდეგო მთავარ აქციას, რომელიც პარლამენტთან იმართება. ,,დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით მიიღო „უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცებენ აღნიშნულს. ჩვენი არაერთი მცდელობისა და უფლების მიუხედავად, შშმ პირები არ დაგვიშვეს საკომიტეტო სხდომებზე, ამიტომ ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ ხსენებული კანონმდებლობა დააზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს, უფრო მეტად შეზღუდავს შშმ პირთათვის გარემოს, მოგვიწევს უარი ვთქვათ ყველა იმ სიკეთეზე, რომელსაც გვთავაზობენ ჩვენი…

მეტი...

,,სავიზო სააპლიკაციო ცენტრი გაიხსნება, როცა ვიზიტორების მიღება იქნება შესაძლებელი” – ბრიტანეთის საელჩოს განცხადება

ბრიტანეთის საელჩო განმარტავს თბილისში სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. საელჩო ამბობს, რომ სავიზო ცენტრი გაიხსნება, როდესაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორთა მიღება. ,,ყურადღება, მნიშვნელოვანი განმარტება სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით. გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, დღეს დაიკეტა, დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო. ყველას, ვისაც განაცხადი აქვს შეტანილი და ელოდება პასუხს, დაუკავშირდებიან სავიზო ცენტრიდან. სავიზო ცენტრი გაიხსნება, როდესაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორთა მიღება”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

,,დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა” – კალაძე

„იქ საღად მოაზროვნე ადამიანებიც არიან და ისინიც დარწმუნდებიან, რომ ტყუილად იდგნენ წვიმაში, ათენებდნენ ღამეს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, როცა მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის მონაწილეებზე ისაუბრა. „დარწმუნებული ვარ, გავა დრო, მე არ ვსაუბრობ ექსტრემისტულ დაჯგუფებებზე და რადიკალური ოპოზიციის ახალგაზრდებზე, მაგრამ საღად მოაზროვნე ადამიანებიც არიან იქ და ისინიც დარწმუნდებიან, რომ ტყუილად იდგნენ წვიმაში, ათენებდნენ ღამეს. ვის უთენებდნენ, ესეც გაუგებარია, სამადაშვილს, გვარამია- მელიას თუ რომანა გოცირიძეს? აბსოლუტურად გაუგებარია ეს ყველაფერი, ეს ძალა და ენერგია უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გასაერთიანებლად. დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის…

მეტი...

,,დაუყოვნებლივი შემაკავებელი ზომები ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს” – ევროპარლამენტარების წერილი ბორელს

გაატარეთ ზომები ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილისა და ქართული ოცნების დეპუტატების წინააღმდეგ – ამ მოთხოვნით ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს და ევროკომისიის ვიცე- პრეზიდენტს ევროპარლამენტარები მიმართავენ . ,,ამ დილით საქართველოში განვითარებული მოვლენების, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საბოლოო მიღებისა და საქართველოს თავისუფალი პროევროპელი ხალხის მხარდაჭერის აუცილებლობის გათვალისწინებით, გვინდა დაგისვათ შემდეგი გადაუდებელი კითხვები: 1. 27 მაისის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს დაწყებამდე შესთავაზებთ თუ არა მინისტრებს მიზანმიმართული შემაკავებელი ზომების დაუყოვნებლივ დაწესებას ბ-ნი ივანიშვილის, ბ-ნი კობახიძისა და ბ-ნი პაპუაშვილისთვის, ისევე როგორც მსგავსი ზომების დაწესებას საქართველოს პარლამენტის ყველა წევრის მიმართ, ვინც ხმას მისცემს კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და…

მეტი...

,,ტყუილად არ დაუკავებიათ არავინ, ეს ადამიანები ახორციელებდნენ ძალადობას” – კალაძე

„მშვიდობიანი აქციის ჩატარების უფლება ამ ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ვერავინ შეუშლის ამას ხელს, თუმცა ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ბოთლების სროლა პოლიციელებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. უკანონობას ყოველთვის მოყვება სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება კანონის ფარგლებში“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან აქციების პროცესის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, პროტესტის მონაწილეების მხრიდან დაფიქსირდა არაერთი დარღვევა, რაც ასახულია ვიდეომასალებშიც. „ჩვენ ვნახეთ პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა. იქ იყო რამდენიმე ასეული ადამიანი და კონკრეტული ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ რადიკალურ, ექსტრემისტულ დაჯგუფებებს. რატომ სხვა ადამიანები არ იქცეოდნენ ისე, როგორც ის ზოგიერთი ადამიანი, რომელიც…

მეტი...

,,ვერ მოინახა ერთი დალოცვილი ადამიანი, ვინც შეიძლებს, რაიმე არგუმენტი წარმოადგინოს” – კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან არაარგუმენტირებულ განცხადებებს ისმენს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა. „დასავლეთის მხრიდან კრიტიკას რაც შეეხება, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ არაარგუმენტირებულ განცხადებებს ვისმენთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვერ მოინახა ერთი დალოცვილი ადამიანი, ვინც შეძლებს, რაიმე არგუმენტი წარმოადგინოს და არგუმენტირებულად ისაუბროს. ცხადია, რომ არგუმენტები უბრალოდ არ არსებობს. როდესაც შენ თეთრზე გეუბნებიან, რომ შავია, როდესაც არის ნაცრის თვალებში შეყრის მცდელობა, ეს ძალიან დამაზიანებელია. პირველ რიგში, ეს ადამიანები აზიანებენ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენს მსვლელობას, დისკრედიტაციას უწევენ და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ევროპულ…

მეტი...

,,როგორ შეიძლება მე ან ჩვენს თანაგუნდელებს გვინდოდეს რუსეთი?” – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესებას არ ელოდება, რადგან ის საკუთარი ქვეყნის ინტერესს იცავს. როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ხელისუფლებისთვის მთავარი არა რომელიმე ევროპარლამენტარის თუ პოლიტიკოსის განცხადება, არამედ ქართველი ხალხის აზრია. „არავის ეშინია სანქციების. რას გვაშანტაჟებთ ამ სანქციებით? საერთოდ არ მაქვს არანაირი პრობლემა თუ დამასანქცირებენ. ჯერ რატომ უნდა დამასანქცირონ, აბსოლუტურად გაუგებარია. იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესს ვიცავ? ეს არის ევროპა და ევროპული მომავალი? ვინმეს დაჩაგვრა არის ევროპული მომავალი, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით აკეთებდნენ? ასეთი ევროპა გინდათ თქვენ? ჩემთვის ქართველი ხალხია პირველ რიგში მნიშვნელოვანი. ქართველი ხალხი…

მეტი...

,,ამ ქვეყნის მომავალი ვართ, უნდა ვიდგეთ წინა ხაზზე” – სტუდენტები პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ

სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ და იქ შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდნენ. ,,დღეს რაც საქართველოში ხდება, არა მარტო ხელოვნებას, არამედ მთლიანად ჩვენს ქვეყანას აზიანებს და უშლის ევროპულ გზაზე ხელს. შესაბამისად, ჩვენ, სტუდენტები, ვინც ამ ქვეყნის მომავალი ვართ, უნდა ვიდგეთ წინა ხაზზე და მით უფრო, ხელოვანები. იმიტომ, რომ ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია,” – ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი. შეგახსენებთ, რომ დედაქალაქი და რეგიონები მასშტაბურმა სტუდენტურმა გაფიცვამ მოიცვა. ახალგაზრდები უარს აცხადებენ აუდიტორიებში შესვლაზე მანამ, სანამ რუსულ კანონს არ გაიწვევენ. დღეს, საღამოს 19 საათზე, დედაქალაქში დაანონსებულია სტუდენტური მარშიც.

მეტი...

,,თავისით არ მოქმედებს. რასაც დაუწერენ და დაავალებენ, იმას გააკეთებს და დაწერს” – კალაძე პრეზიდენტზე

„პრეზიდენტს რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებს. მაქსიმალურად გაწელავს დროს და ბოლოს აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება მზად არის, რომ ვეტოს დადების შემდეგ, უცხოელი პარტნიორებისგან მოისმინოს ნებისმიერი არგუმენტი, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხება. „პრეზიდენტის განცხადებებიდან გამოიკვეთა, რომ ის თავისით არ მოქმედებს. აშკარად იკვეთება, რომ რასაც დაავალებენ, რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს და დაწერს. სწორედ ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმალურად გამოიყენებს ვეტოს დადების ვადებს, მაქსიმალურად გაწელავს პროცესს და ბოლო ნაბიჯი იქნება – ვეტოს დადება. ჩვენ…

მეტი...

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები პრეზიდენტს ხვდებიან

სტუდენტების ნაწილი ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივიდნენ. ადგილზე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან შეკრებილი, რომლებიც მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გეგმავენ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ, თუმცა იქამდე ისინი ორბელიანების სასახლესთან შეჩერდნენ. რამდენიმე სტუდენტი რეზიდენციაში, პრეზიდენტთან შეხვედრაზე შევიდა. მათ პრეზიდენტის პოზიცია აინტერესებთ.

მეტი...

საყოველთაო სტუდენტური გაფიცვა ბათუმში – ახალგაზრდებს პროფესორ-მასწავლებლების ნაწილიც უერთდება

საყოველთაო სტუდენტურ გაფიცვას უერთდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიც. სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში არიან შეკრებილები და რუსულ კანონს აპროტესტებენ. ახალგაზრდებს მხარდაჭერას უცხადებს პროფესორ-მასწავლებლების ნაწილიც. ბსუ-ს სტუდენტებმა 1-ელ საათამდე ვადა მისცეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, გამოვიდეს მათი წარმომადგენელი და დააფიქსიროს პოზიცია. მანამდე კი საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს. ისინი მსვლელობით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ წავიდნენ, სადაც გაფიცულ ახალგაზრდებს შეუერთდნენ. გაფიცვას შეუერთდნენ ბათუმის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებიც.

მეტი...

გაიფიცნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებიც

რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტების გაფიცვას უერთდებიან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებიც. ,,კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, ვწყვეტთ აკადემიურ პროცესებში მონაწილეობის მიღებას, სანამ ეს კანონპროექტი არ იქნება უკან გაწვეული და ქვეყანაში არ აღსრულდება სამართალი”, – თქვა ერთ-ერთმა სტუდენტმა. ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში სტუდენტები 30-მდე უნივერსიტეტში გაიფიცნენ.

მეტი...