,,ამ ქვეყნის მომავალი ვართ, უნდა ვიდგეთ წინა ხაზზე” – სტუდენტები პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ

სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ და იქ შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდნენ.

,,დღეს რაც საქართველოში ხდება, არა მარტო ხელოვნებას, არამედ მთლიანად ჩვენს ქვეყანას აზიანებს და უშლის ევროპულ გზაზე ხელს. შესაბამისად, ჩვენ, სტუდენტები, ვინც ამ ქვეყნის მომავალი ვართ, უნდა ვიდგეთ წინა ხაზზე და მით უფრო, ხელოვანები. იმიტომ, რომ ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია,” – ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქი და რეგიონები მასშტაბურმა სტუდენტურმა გაფიცვამ მოიცვა. ახალგაზრდები უარს აცხადებენ აუდიტორიებში შესვლაზე მანამ, სანამ რუსულ კანონს არ გაიწვევენ. დღეს, საღამოს 19 საათზე, დედაქალაქში დაანონსებულია სტუდენტური მარშიც.

მსგავსი თემები