„ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი ჩამოვა, მათ სერიოზული გზავნილები ექნებათ, მთავრობა ვერ გაუძლებს“- გიგაური

„ბევრი მნიშვნელოვანი დასავლელი პოლიტიკოსი ჩამოვა, მათ ძალიან სერიოზული გზავნილები ექნებათ მთავრობის მიმართ და ისინი ამას ვერ გაუძლებენ – იქნება ზეწოლა შიგნიდან და გარედან“- განაცხადა ეკა გიგაურმა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დირექტორის თქმით, ქართველი ხალხი პროევროპულია და ისინი რუსეთის ნაწილი ვერასოდეს გახდებიან.

“ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, როგორი რუსული მეთოდებიც არ უნდა გამოიყენოს, ქართველი ხალხი პროევროპული ხალხია, რომელიც რუსეთის ნაწილი ვერასოდეს გახდება. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ევროპის ნაწილი გახდნენ. ამიტომ, მთავრობა შეეშვას ამ რუსულ მეთოდებს. მთელი ის აგრესია, რაც მათგან მოდის, მათვე შემოუბრუნდებათ. ეს ბრძოლა შედეგამდე, რა თქმა უნდა, მივა. ჩვენ მიზანს მივაღწევთ, ასე იქნება“- განაცხადა გიგაურმა.

მსგავსი თემები