„დაავადება აღმოაჩნდა სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელს“ – ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს დაცვის თანამშრომლის დაინფიცირებასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საპატრიარქოს დაცვის სამსახური არ ჰყავს.

„ზოგადად, საპატრიარქოს დაცვის სამსახური არ ჰყავს. მის დაცვას ახორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. დროდადრო ხდება თანამშრომლების როტაცია. დაავადება აღმოაჩნდა ამ სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც საპატრიარქოში შემოსასვლელს აკონტროლებდა. ვისთან ერთადაც ასრულებდა სამუშაოს, კიდევ ორ თანამშრომელს ასევე ჩაუტარდათ კვლევები და მათ არ დაუდასტურდათ ვირუსი. დაცვის ამ წევრს საპატრიარქოს შიდა შენობასთან და თანამშრომლებთან სხვა კონტაქტი, გარდა შემოსასვლელი პუნქტისა არ ჰქონდა“ – აცხადებს ანდრია ჯაღმაძე.

შეგახსენებთ, რომ ერთ ადამიანს, რომელიც საპატრიარქოს შესასვლელში დაცვის სამსახურში მუშაობს „კოვიდ 19“ დაუდასტურდა.  ის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს.

მსგავსი თემები