„ევროპაში, ამერიკაში აღვირახსნილი კამპანიაა“- ღარიბაშვილი

ევროპაში, ამერიკაში აღვირახსნილი კამპანიაა, საბავშვო ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან, თუ შენი სქესი არ მოგწონს, შეგიძლია გადაიკეთოო – ეს არის ანტიადამიანური, დემონური ინიციატივები და ამას სჭირდება ჩაკეტვა“- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე კითხვის საპასუხოდ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ინიციატივა დრულია.

„2014 წელს, როდესაც მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, მე გავაჟღერე ინიციატივა, რომელიც 2-3 წელში ჩვენმა გუნდმა შეიტანა კონსტიტუციაში – განისაზღვრა ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა. მაშინ ბევრისთვის გაუგებარი იყო ეს, ეგონათ, რომ პოპულიზმი იყო. მაგრამ ნახეთ, ძალიან მალე რა მოხდა – დღეს ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 25-ში უკვე დაკანონებულია ერთსქესიანი ქორწინება. ე.ი. მაშინ საჭირო ყოფილა ინიციატივა, რომელიც კონსტიტუციაში შევიტანეთ. ანალოგიურად, დღეს ჩვენ ვუყურებთ ტენდენციებს, რომელიც ევროპაში, ამერიკაში ხდება, რომ ეს ყველაფერი არ არის კარგის მომტანი“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები