სტუდენტები  პროტესტის ნიშნად ლექციებს არ დაესწრებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ ორშაბათიდან არ შევლენ აუდიტორიებში და შუერთდებიან ე.წ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებს.

“არ ვაპირებთ მდუმარედ შევეგუოთ ქვეყანაში მიმდინარე გაცხადებულ დიქტატურულ პროცესს. როგორც ჩანს, საკმარისი აღარაა მხოლოდ აქციებზე დგომა და ამ გზით პროტესტის გამოხატვა, წინააღმდეგობის გაწევა იმ შეუქცევადი კატასტროფის მიმართ. როცა ქუჩაში ხმის ამოღება ბრუტალური მეთოდებით ისჯება, ჩვენთვის შეუძლებელი ხდება მშვიდად აუდიტორიებში ჯდომა. ეს არ არის ორდინარული ვითარება და ასეთი ვითარება ადეკვატურ ქცევას მოითხოვს.

სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ორშაბათიდან უარი ვთქვათ აუდიტორიებში შესვლაზე. დილის 9 საათიდან ვიდგებით რუსთაველის გამზირზე და გავაპროტესტებთ ქვეყანაში მიმდინარე პუტინისტური დიქტატურის საკანონმდებლო დონეზე გაფორმების მცდელობას. ჩვენს უკან დგას ათასობით სტუდენტი არ აპირებს დათმოს ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და მისი ევროპული მომავალი, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები“- აცხადებენ სტუდენტები.

ისინი ასევე მოუწოდებენ ლექტორებს, რომ დადგნენ მათ გვერდით.

მსგავსი თემები