საქართველოში ევროპის კვირეული გაიხსნა

ევროპის დღის აღსანიშნავად, 11 მაისს თბილისში მასშტაბური ღონისძიებები იმართება.  საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, სხვადასხვა პავილიონში, ყველა ასაკის დამთვალიერებელს ასაკის შესაბამისი კუთხეები ელის.

აქ წარმოდგენილია როგორ გასართობი, ისე შემეცნებითი, კულინარიული, სამეცნიერო და სხვა სახის კუთხეები.  სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა სტუმრებს თავიანთ ქვეყანას წარუდგენს. ესაუბრებიან თავიანთ კულტურაზე,  ტრადიციებზე, ფასეულობებზე.

აქვე წარმოდგენილია კუთხე, სადაც მეწარმეებს პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა აქვთ მოწყობილი. მე-6 პავილიონში  მიმდინარეობს საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან შეხედრა და საუბრები განათლებაზე, ღორებულებებზე, დემოკრატიაზე, კულტურაზე.

გარე სივრცე კი აგრომარკეტს მასპინძლობს, სადაც  „უნიკალური ქართული გემო“ შეგიძლია დააგემოვნო. ფერმერებს გამოფენილი აქვთ ქართული  ღვინო, ყველი, ჩურჩხელა და სხვა პროდუქტი. გარე სივრცეში მოწყობილ კარავში კი თოჯინების თეატრია მოწყობილი.

ღონისძიებები კი მთელი დღის განმავლობაში გრძელდება. სტუმრებს კი თავად ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მასპინძლობს.

 

მსგავსი თემები